ფაქიზი კავშირი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფაქიზი კავშირი

რაც მათ საშუალებას აძლევს, დაბეჯითებით ამტკიცონ ზოგიერთი კანონზომიერება. მაგალითად, მოარული აზრი, რომ თუ დედა გამუდმებით მოხდენილ ხალხს და ხელოვნების ნიმუშებს უყურებს, ლამაზ ბავშვს გააჩენს, მხოლოდ მითია, მაგრამ განსაზღვრული კავშირი საშვილოსნოსშიდა არსებობას, მშობიარობასა და მომავალ ცხოვრებას შორის ნამდვილად არსებობს.

ცხოვრების წესი

მშობლებს ვერაფრით აუხსნით, რატომ არის, რომ მათი შვილი დაბადებიდანვე „ტოროლა“ ან „ბუა“. ზოგიერთი ჩვილი შებინდებისთანავე მშვიდად იძინებს, ზოგიერთი კი შუაღამემდე არ ხუჭავს თვალებს. პრენატალური ზემოქმედების ერთ-ერთმა მკვლევარმა, დოქტორმა შტირნიმანმა, ძილის სხვადასხვა რეჟიმის მქონე ორსულები გამოიკვლია. აღმოჩნდა, რომ ძილის მოდელი ბავშვს გამოუმუშავდება ჯერ კიდევ დაბადებამდე, დედის ცხოვრების წესის უშუალო გავლენით. ადრე ადგომის მოყვარული ორსულები აჩენენ ბავშვებს, რომლებიც ასევე ადრე იღვიძებენ, ხოლო ორსულები, რომლებიც გვიან წვებიან დასაძინებლად, აჩენენ გვიან დაძინების მოყვარულ ბავშვებს. კიდევ ერთი კანონზომიერება ეხება ბავშვის აქტივობის დროსა და ხასიათს. თუ მუცლად ყოფნისას პატარა ყველაზე მეტს ღამის საათებში წრიალებს, მშობლებს ნურც მისი დაბადების შემდეგ ექნებათ ადრე დაძინების იმედი. ჩვილები, რომლებიც ძალზე აქტიურობდნენ მუცელში, დაბადების შემდეგაც მოუსვენარ ხასიათს ამჟღავნებენ. მშვიდი, ნაკლებად მოძრავი ნაყოფი ხშირად მელანქოლიკი ან ფლეგმატიკი აღმოჩნდება ხოლმე, ხოლო ცოცხალი და მოუსვენარი - სანგვინიკი ან ქოლერიკი. ასეთი ბავშვები სწრაფად ვითარდებიან, მაგრამ მშობლებისგან გაცილებით მეტ ყურადღებას ითხოვენ.

სათანადო განწყობა

იმის შესახებ, რომ ორსულისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სიმშვიდე, ბევრს საუბრობენ. ეს მეცნიერულადაც საბუთდება: როდესაც ადამიანი შფოთავს, მის სისხლში გამომუშავდება ნივთიერება კატექოლამინი. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ კატექოლამინის ინექციაც კი იწვევს შფოთვის შეგრძნებას. როცა დედა შფოთავს, კატექოლამინები მისი სხეულიდან პლაცენტაში ხვდება და მუცლად მყოფი ბავშვი იმავე ემოციებს განიცდის. მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ დროდადრო უმნიშვნელო მღელვარება ბავშვს საფრთხეს არ უქადის - საშიშროება წარმოიშობა მაშინ, როცა ორსულს გამუდმებით აწუხებს დაუცველობის განცდა. ამ შემთხვევაში ბავშვს ხშირად აღენიშნება თანდაყოლილი ფიზიკური ან ემოციური დარღვევები. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ქალის განწყობა გავლენას ახდენს მშობიარობის პროცესზეც. მიჩიგანის უნივერსიტეტის მონაცემებით, მშვიდი ქალები გაცილებით სწრაფად მშობიარობენ, ვიდრე ნერვიულები. გამოყოფენ სამ ფაქტორს, რომლებიც განსაკუთრებით აიოლებს მშობიარობას:

  • დედობისადმი პოზიტიური დამოკიდებულება;
  • საკუთარი დედისადმი უკონფლიქტო დამოკიდებულება;
  • ზოგადი ემოციური ფონი (რაც უფრო ნაკლებია შფოთვა, მღელვარება და შიში, მით უკეთესი).

ამიტომ ფსიქოლოგები ურჩევენ ორსულებს, შეძლებისდაგვარად მოაწესრიგონ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, დაამყარონ სულიერი კონტაქტი დედასთან და მოსალოდნელ სიხარულზე იფიქრონ.