ფაქიზი კავშირი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

ფაქიზი კავშირი

ფაქიზი კავშირი
პერინატალური ფსიქოლოგიის წარმომადგენლებს დაუგროვდათ საკმაო ინფორმაცია, რაც მათ საშუალებას აძლევს, დაბეჯითებით ამტკიცონ ზოგიერთი კანონზომიერება. მაგალითად, მოარული აზრი, რომ თუ დედა გამუდმებით მოხდენილ ხალხს და ხელოვნების ნიმუშებს უყურებს, ლამაზ ბავშვს გააჩენს, მხოლოდ მითია, მაგრამ განსაზღვრული კავშირი საშვილოსნოსშიდა არსებობას, მშობიარობასა და მომავალ ცხოვრებას შორის ნამდვილად არსებობს.


ცხოვრების წესი

მშობლებს ვერაფრით აუხსნით, რატომ არის, რომ მათი შვილი დაბადებიდანვე „ტოროლა“ ან „ბუა“. ზოგიერთი ჩვილი შებინდებისთანავე მშვიდად იძინებს, ზოგიერთი კი შუაღამემდე არ ხუჭავს თვალებს. პრენატალური ზემოქმედების ერთ-ერთმა მკვლევარმა, დოქტორმა შტირნიმანმა, ძილის სხვადასხვა რეჟიმის მქონე ორსულები გამოიკვლია.
აღმოჩნდა, რომ ძილის მოდელი ბავშვს გამოუმუშავდება ჯერ კიდევ დაბადებამდე, დედის ცხოვრების წესის უშუალო გავლენით. ადრე ადგომის მოყვარული ორსულები აჩენენ ბავშვებს, რომლებიც ასევე ადრე იღვიძებენ, ხოლო ორსულები, რომლებიც გვიან წვებიან დასაძინებლად, აჩენენ გვიან დაძინების მოყვარულ ბავშვებს. კიდევ ერთი კანონზომიერება ეხება ბავშვის აქტივობის დროსა და ხასიათს. თუ
მუცლად ყოფნისას პატარა ყველაზე მეტს ღამის საათებში წრიალებს, მშობლებს ნურც მისი დაბადების შემდეგ ექნებათ ადრე დაძინების იმედი. ჩვილები, რომლებიც ძალზე აქტიურობდნენ მუცელში, დაბადების შემდეგაც მოუსვენარ ხასიათს ამჟღავნებენ. მშვიდი, ნაკლებად მოძრავი ნაყოფი ხშირად მელანქოლიკი ან ფლეგმატიკი აღმოჩნდება ხოლმე, ხოლო ცოცხალი და მოუსვენარი - სანგვინიკი ან ქოლერიკი. ასეთი ბავშვები სწრაფად ვითარდებიან, მაგრამ მშობლებისგან გაცილებით მეტ ყურადღებას ითხოვენ.


სათანადო განწყობა

იმის შესახებ, რომ ორსულისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სიმშვიდე, ბევრს საუბრობენ. ეს მეცნიერულადაც საბუთდება: როდესაც ადამიანი შფოთავს, მის სისხლში გამომუშავდება ნივთიერება კატექოლამინი. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ კატექოლამინის ინექციაც კი იწვევს შფოთვის შეგრძნებას. როცა დედა შფოთავს, კატექოლამინები მისი სხეულიდან პლაცენტაში ხვდება და მუცლად მყოფი ბავშვი იმავე ემოციებს განიცდის. მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ დროდადრო უმნიშვნელო მღელვარება ბავშვს საფრთხეს არ უქადის - საშიშროება წარმოიშობა მაშინ, როცა ორსულს გამუდმებით აწუხებს დაუცველობის განცდა. ამ შემთხვევაში ბავშვს ხშირად აღენიშნება თანდაყოლილი ფიზიკური ან ემოციური დარღვევები. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ქალის განწყობა გავლენას ახდენს მშობიარობის პროცესზეც. მიჩიგანის უნივერსიტეტის მონაცემებით, მშვიდი ქალები გაცილებით სწრაფად მშობიარობენ, ვიდრე ნერვიულები. გამოყოფენ სამ ფაქტორს, რომლებიც განსაკუთრებით აიოლებს მშობიარობას:

  • დედობისადმი პოზიტიური დამოკიდებულება;
  • საკუთარი დედისადმი უკონფლიქტო დამოკიდებულება;
  • ზოგადი ემოციური ფონი (რაც უფრო ნაკლებია შფოთვა, მღელვარება და შიში, მით უკეთესი).

ამიტომ ფსიქოლოგები ურჩევენ ორსულებს, შეძლებისდაგვარად მოაწესრიგონ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, დაამყარონ სულიერი კონტაქტი დედასთან და მოსალოდნელ სიხარულზე იფიქრონ.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
კატეგორიის სხვა სტატიები
"მკურნალს" ფსიქოლოგი მეგი გოგოხია იმ აქტუალურ საკითხებზე ესაუბრება, რომლებიც ბოლო დროს დადგა ჩვენი საზოგადოების წინაშე:
ემოციები უზარმაზარ ზემოქმედებას ახდენენ მოზრდილ ადამიანთა ცხოვრებაზეც, რომ არაფერი ვთქვათ ბავშვებზე.
აღმოჩნდა, რომ არსებობს "პირველი სამი წუთის" ეფექტი და მან ბევრი ოჯახის ცხოვრება შეცვალა უკეთესობისკენ...
მზად არის თუ არა თქვენი პატარა სკოლისთვის? ამის დადგენაში ფსიქოლოგი,
ამერიკის პედიატრიის აკადემია ოფიციალურად აცხადებს, რომ ბავშვის ფიზიკური დასჯა არ შეიძლება. ბავშვების
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად