შეხვდით შვილს ისეთი სიხარულით, თითქოს მრავალი წელი არ გინახავთ ერთმანეთი - რა არის "პირველი სამი წუთის" ეფექტი? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

შეხვდით შვილს ისეთი სიხარულით, თითქოს მრავალი წელი არ გინახავთ ერთმანეთი - რა არის "პირველი სამი წუთის" ეფექტი?

შეხვდით შვილს ისეთი სიხარულით, თითქოს მრავალი წელი არ გინახავთ ერთმანეთი - რა არის "პირველი სამი წუთის" ეფექტი?
აღმოჩნდა, რომ არსებობს "პირველი სამი წუთის" ეფექტი და მან ბევრი ოჯახის ცხოვრება შეცვალა უკეთესობისკენ...
"პირველი სამი წუთის" ეფექტი ნიშნავს, რომ შეხვდეთ შვილს ისეთი სიხარულით, თითქოს, მრავალი წელი არ გინახავთ ერთმანეთი. და არა აქვს მნიშვნელობა მაღაზიიდან დაბრუნდით, სამსახურიდან თუ მივლინებიდან.
როგორც წესი, ბავშვს შეხვედრის პირველივე წუთს სურს, გაგიზიაროთ სიახლეები. ამიტომ, არ დაკარგოთ ეს ძვირფასი წუთები.

მშობლებს, ვინც "პირველი სამი წუთის" წესს იცავს, ადვილად ამოიცნობთ. ისინი ბავშვთან შეხვედრისას თვალებში უყურებენ ერთმანეთს, ეხუტებიან, ლაპარაკობენ. ბავშვთან შეხვედრისას არასდროს საუბრობენ მობილურზე და ცალყბად არ მიაძახებენ:
"წამოდი".

სამსახურიდან დაბრუნებულმა პირველ რიგში ბავშვს მიაქციეთ ყურადღება. მხოლოდ 3 წუთი გაქვთ, რომ მოგიყვეთ დღის განმავლობაში მომხდარი ამბები. თუ ასე არ მოიქცევით, ის მთელი საღამო დაგყვებათ უკან და თქვენგან ურთიერთობას, ყურადღებას, სიყვარულს მოითხოვს.


mkurnali.ge

მნიშვნელოვანი დრო კი არა, ემოციური სიახლოვეა.
ზოგჯერ ბავშვთან გულახდილი სამწუთიანი საუბარი უფრო
მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთად გატარებული მთელი დღე, როცა ფიქრებით და საქმეებით სულ სხვაგან ხართ. ის, რომ მუდამ სადღაც გვაგვიანდება და საქმეები გვაქვს, ჩვენს შვილებს არ აბედნიერებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყველაფერს მათ საკეთილდღეოდ ვაკეთებთ.

"ერთად გატარებული დრო" - თქვენთვის და თქვენი შვილისთვის სრულიად განსხვავდება შინაარსობრივად.

უფროსებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები ახლოს ჰყავდეთ, როცა მაღაზიაში ან სტუმრად მიდიან. ბავშვისთვის კი მნიშვნელოვანია, მშობელს თვალებში უყუროს. ბავშვი ვერ გენდობათ, თუ იგრძნო, რომ თქვენთვის სხვა რამე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თვითონ. გააგრძელეთ კითხვა
ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციისათვის-30აბი
ფასი: 23.9
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
მსგავსი სიახლეები
ცნობილმა ფსიქოლოგმა ჯედ დეიმონდმა 40 წლიანი კვლევის შემდეგ დაადგინა, რომ ყველა ადამიანი ადრე თუ გვიან პოულობს თავისი ცხოვრების სიყვარულს.
13-11-2018
მშობლებს უნდათ, მათი შვილი ჰუმანური გაიზარდოს და კარგი მეგობარი იყოს.

05-02-2018
ჩვენს საზოგადოებაში ოდესღაც დახურული სქესობრივი ურთიერთობის თემა ყველაზე განსახილველი გახდა.

05-12-2017
დიეტოლოგია
ვალენსიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს როგორ მოქმედებს პომიდორი ადამიანის
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
კატეგორიის სხვა სტატიები
პერინატალური ფსიქოლოგიის წარმომადგენლებს დაუგროვდათ საკმაო ინფორმაცია,
მზად არის თუ არა თქვენი პატარა სკოლისთვის? ამის დადგენაში ფსიქოლოგი,
ამერიკის პედიატრიის აკადემია ოფიციალურად აცხადებს, რომ ბავშვის ფიზიკური დასჯა არ შეიძლება. ბავშვების
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
სა­ბავ­შვო ბა­ღის შერ­ჩე­ვი­სას ბევ­რი მშო­ბე­ლი უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებს ბაღს, სა­დაც წი­ნა­სას­კო­ლო პროგ­რა­მა ინ­ტენ­სი­უ­რია და სკო­ლა­ში მის­ვლამ­დე ბავ­შვი ბევრ რა­მეს აით­ვი­სებს
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად