არის თუ არა მზად თქვენი პატარა სკოლისთვის? - სასკოლო მზაობის დასადგენი 6 მეთოდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2019

კითხვა-პასუხი

არის თუ არა მზად თქვენი პატარა სკოლისთვის? - სასკოლო მზაობის დასადგენი 6 მეთოდი

არის თუ არა მზად თქვენი პატარა სკოლისთვის? - სასკოლო მზაობის დასადგენი 6 მეთოდი
მზად არის თუ არა თქვენი პატარა სკოლისთვის? ამის დადგენაში ფსიქოლოგი, კომუნიკაციის თერაპევტი თეონა კოკოსკერია დაგეხმარებათ.
მშობელთა უმრავლესობა სასკოლო მზაობას იმით განსაზღვრავს, შეუძლია თუ არა ბავშვს კითხვა და ანგარიში. რეალურად კრიტერიუმები გაცილებით მეტია და გარკვეულწილად განსხვავებულიც.

მეთოდი 1
აქვს თუ არა, ბავშვს სწავლის სურვილი?

წაუკითხეთ პატარას ზღაპარი, რომლის თითოეული პერსონაჟიც თავისებურად ხსნის სწავლისადმი სურვილს. მაგალითად: ერთი ამბობს: "იმიტომ დავდივარ სკოლაში, რომ დედა მაიძულებს და რომ არა იგი, სკოლაში არ წავიდოდი"; მეორე: "სკოლაში იმიტომ დავდივარ, რომ მომწონს სწავლა, ახალი ინფორმაციების გაგება, მსიამოვნებს გაკვეთილების
მომზადება"; მესამე: "მომწონს სკოლაში, რადგან იქ მხიარულებაა და ბევრი მეგობარია, რომლებთანაც შემიძლია ვითამაშო"; მეოთხე: "იმიტომ დავდივარ სკოლაში, რომ იქ თავს უფროსად ვგრძნობ, სკოლამდე მე პატარა ვიყავი"; მეხუთე: "სკოლაში სიარული საჭიროა. სწავლის გარეშე არცერთი საქმე არ გამოვა და ვერ გახდები ის, ვინც გინდა, რომ დიდობაში გამოხვიდე";
მეექვსე: "მე დავდივარ სკოლაში, რადგან ათიანებს ვიღებ" და ა.შ შემდეგ. ბოლოს კი ჰკითხეთ პატარას აზრი: როგორ ფიქრობს, რატომ არის საჭირო სწავლა? მას შესაძლოა რამდენიმე ვარიანტი ჰქონდეს, მაგრამ თუ მათ შორის არ ფიგურირებს სასწავლო-შემეცნებითი მოტივი, სავარაუდოდ, სკოლაში წასვლის დიდი სურვილი არ გააჩნია;

mkurnali.ge

მეთოდი 2
ასრულებს მასწავლებლის მოთხოვნებს და შეუძლია წესების დაცვა?

არის ასეთი თამაში, მისი წესების მიხედვით, აკრძალულია პასუხად "დიახ" ან "არა", ასევე "შავი" ან "თეთრის" გამოყენება.
ითამაშეთ ბავშვთან: დაუსვით მარტივი შეკითხვები: "გიყვარს შოკოლადი"? " რა ფერისაა ნაყინი"? მან პასუხად არ უნდა გამოიყენოს აკრძალული პასუხები.
კითხვების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 10-ს. თუ ბავშვი წარმატებით ასრულებს დავალებას, უშეცდომოდ პასუხობს თითქმის ყველა შეკითხვას, ესეიგი, მას თვით კონტროლისა და ემოციური რეგულაციის უნარები მაღალ დონეზე აქვს განვითარებული;

mkurnali.ge

მეთოდი 3
სათანადოდ განვითარებულია თუ არა მეტყველება?

ეს სასკოლო მზაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. ბავშვს უნდა შეეძლოს სიუჟეტური მონათხრობის გადმოცემა (არაუმეტეს 6-7 წინადადებით).
სთხოვეთ ბავშვს, გადმოსცეს წაკითხული ამბავი ან სურათების მიხედვით შეადგინოს მოთხრობა. სურათები არ იყოს ძალიან ბევრი. მაქსიმუმ 6 ან 7. იმის მიხედვით, თუ ბავშვი როგორ ჰყვება ამბავს, შეგვიძლია შევაფასოთ მისი სიტყვათა შეთანხმების უნარი, აგრეთვე, რამდენად სწორად აწყობს წინადადებებს, რამდენად ლოგიკურია მონათხრობის სიუჟეტური ხაზი, გამოყოფილია თუ არა ამბის შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასასრული;

mkurnali.ge

მეთოდი 4
როგორია ფონემური სმენა?

ბავშვს, კარგი ფონემური სმენით შეუძლია გაიგოს და გაარჩიოს ბგერები, დაუკავშიროს ისინი ასოებს და სწორად წარმოთქვას. ამის გასარკვევად, შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი თამაში: "დაასახელე ზედმეტი სიტყვა" _ თქვენ ირჩევთ გარკვეულ სიტყვას. მაგალითად: "გზა". გაიმეორებთ რამდენჯერმე და შემდეგ მსგავსი ჟღერადობის სიტყვით -"ბზა" - შეცვალეთ. ბავშვის დავალებაა, მოისმინოს სიტყვები და დააფიქსიროს შეცდომა, თუ წარმატებით ახერხებს ამას, მას ფონემატური სმენის პრობლემა არ აქვს. მაგრამ თუ შეცდომებს უშვებს,საჭიროა ფონემატური სმენის გავარჯიშება. წარმოთქვით სიტყვების რიგი ნელნელა, ბავშვს ყურადღება მიაქცევინეთ სიტყვების განსხვავებულ ჟღერადობაზე.
ასევე, იმისათვის რომ გავარკვიოთ ბავშვს შეუძლია თუ არა სიტყვების დამარცვლა, შეიძლება ვეთამაშოთ თამაში სახელწოდებით - " დაყავი სიტყვები". უფროსი ამბობს სიტყვას და ბავშვი ტაშისკვრით ყოფს მას მარცვლებად. სავარჯიშოდ უმჯობესია,სამმარცვლიანი სიტყვები.


მეთოდი 5
როგორ ასრულებს ლოგიკურ ოპერაციებს?

შეეცადეთ დაადგინოთ რამდენად შეუძლია მას დაამყაროს მარტივი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, მოახდინოს მთავარისა და მეორეხარისხოვნის დიფერენცირება. ამის დასადგენად დაასრულებინეთ წინადადება "თუ ზამთარში, ქუჩაში ტანსაცმლის გარეშე გახვალ, მაშინ...", "წვიმამ გადაიღო, ამიტომ..." და ა. შ. ასევე, ითამაშეთ - "ზედმეტი მეოთხე" - ბავშვს შესთავაზეთ 4 სურათი ან ირიგები. მან უნდა შეარჩიოს ზედმეტი. მაგალითად: სკამი, მაგიდა, დივანი, დანა, ლომი, მგელი, დათვი, თუთიყუში და ა.შ.
თამაში - "ანალოგიები" დაგეხმარებათ განსაზღვროთ, ლოგიკური აზროვნების განვითარების დონე. მაგალითად: ბავშვს ეუბნებით სამ სიტყვას: პირველი ორი ერთმანეთის წყვილი სიტყვაა. მაგალითად: დღე - ღამე, ზამთარი - ....? (ზაფხული) საათი - დრო, თერმომეტრი - ...? (ტემპერატურა). ნორმალურად განვითარებული ლოგიკური აზროვნების ფონზე ბავშვმა დავალების შესრულებისას ბევრი შეცდომა არ უნდა დაუშვას. ბავშვების უმეტესობა 5-6 წლის ასაკში გამოუსწორებელი ფანტაზიორი და "მეზღაპრეა". იმ ისტორიებში, რომლებსაც იგონებენ ან რაიმე ამბავს გადმოსცემენ, მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ არის თუ არა მათში ლოგიკა;

mkurnali.ge

მეთოდი 6
ვადგენთ ვიზუალურ-სივრცითი კოორდინაციისა და მოტორიკის განვითარების დონეს


ამის დასადგენად დაგვჭირდება გასაფერადებელი, საძერწი მასალა. როგორ მოხერხებულად და ოსტატურად იყენებს ბავშვი ფანქარს, კალამს, მაკრატელს, შეიძლება ვიმსჯელოთ მის მოტორიკაზე. შეეცადეთ შეაფასოთ ხუთქულიანი შკალით, რამდენად სწორად შეუძლია გადახატოს მარტივი ფიგურა, სწორად გამოჭრას კონტურების დაცვით, გაიმეოროს "თვალით" თქვენ მიერ დახატული მარტივი ნახატები, მაგალითად, წრე, სქემატური სახლი და ა.შ. ქულა სამზე ნაკლები არ უნდა იყოს.
თუ ბავშვს ზემოთ ჩამოთვლილი უნარები განვითარებული აქვს, იგი თავისუფლად აითვისებს სასკოლო პროგრამებს. ხოლო თუ აღნიშნული უნარ-ჩვევები არასაკმარისად არის ფორმირებული, სასურველია, განმავითარებელი თამაშების გამოყენება, რაც ბავშვს დაეხმარება აკადემიური, შემეცნებითი უნარების ჩამოყალიბებაში, სწავლის სტრატეგიების ათვისებაში, ემოციურ თვითკონტროლსა და ახალი ცოდნის მიღებაში.

თინათინ გოცაძე
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
გლუკოზის მეტაბოლიზმის ხელშეწყისთვის-60 აბი
ფასი: 25.2
სიცოცხლისთვის აუცილებელი ვიტამინები
ფასი: 27.9
ხელს უწყობს ძლიერი ორგანიზმის ჩამოყალიბებას.30პასტილი
ფასი: 29.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
მსგავსი სიახლეები
ბავშვის ავადმყოფობაზე საშინელი დედისთვის ალბათ არაფერია. განსაკუთრებით კი მაშინ,
06-03-2019
სადღეისოდ საყოველთაოდ აღიარებული ტანსაცმლის ფერები გოგონებისა და ბიჭუნებისათვის შესაბამისად ვარდისფერი და ცისფერია.
28-02-2019
ჩემმა გოგონამ "დედა" დაუძახა თავისი მამის ახლანდელ მეგობარ ქალს.
03-02-2019
დიეტოლოგია
მწვანე ჩაისა და სტაფილოში არსებულ ნაერთებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების შეჩერების უნარი გააჩნია.
როდესაც დიეტაზე ხართ, ძირითადად, იცით, რა უნდა აირიდოთ თავიდან, მაგალითად, ტკბილეული, პური, ცხიმიანი
ათენის ნაციონალურ უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საჭიროა რეგულარულად მივიღოთ
კატეგორიის სხვა სტატიები
ამერიკის პედიატრიის აკადემია ოფიციალურად აცხადებს, რომ ბავშვის ფიზიკური დასჯა არ შეიძლება. ბავშვების
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
სა­ბავ­შვო ბა­ღის შერ­ჩე­ვი­სას ბევ­რი მშო­ბე­ლი უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებს ბაღს, სა­დაც წი­ნა­სას­კო­ლო პროგ­რა­მა ინ­ტენ­სი­უ­რია და სკო­ლა­ში მის­ვლამ­დე ბავ­შვი ბევრ რა­მეს აით­ვი­სებს
მოზარდებში სუიციდის და სუიციდის მცდელობის მაჩვენებელი 20 პროცენტით გაიზარდა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში
2 წლის ასაკამდე ბავშვების უმრავლესობა სიმშვიდით გამოირჩევა, ნაკლებად პრეტენზიულები არიან,
დაფნის ფოთოლს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში, რადგან მას კულინარიულის გარდა, სამკურნალო დანიშნულებაც აქვს.
გინდათ, თქვენს სამზარეულოში ჭურჭელი ახალივით გამოიყურებოდეს?
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ განუცდია თავის ტკივილი. ეს უკანასკნელი აქვეითებს
გვესაუბრება ექიმ-რეანიმატოლოგი ნინო გრიშაშვილი. - ქალბატონო ნინო, რა არის მოწამვლა, რა ნიშნებით შეიძლება