სასკოლო ადაპტაციის 7 წესი - ფსიქოლოგის რჩევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სასკოლო ადაპტაციის 7 წესი - ფსიქოლოგის რჩევები

„ლოგომედი - მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრის“ - კომუნიკაციის თერაპევტი, ფსიქოლოგიის მაგისტრი ქეთი ოქრუაშვილი

ფსიქოლოგის რჩევები

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვი ხშირად დადის გასართობ მოედნებზე, დღის ცენტრებში და აქვს სხვა ბავშვებთან აქტიური ურთიერთობის, მშობლისა და ოჯახის წევრების გარეშე მარტო დარჩენის გამოცდილება, სკოლაში წასვლა დიდი სტრესია. პატარების ერთი ნაწილი ძნელად ეგუება ახალ გარემოს, ახალ მასწავლებლებს, თანატოლებს, მათ განსაკუთრებით უჭირთ ახალი უნარების ათვისება, ახალი რეჟიმი და ვალდებულებად ქცეული საშინაო დავალებების შესრულება.

რა არის განსხვავებული სკოლაში?

სკოლა ბავშვს განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებს და მისგან სათანადო დონეზე განვითარებულ უნარებს ითხოვს: კოგნიტურს, ფიზიკურს, სამეტყველოს, საკუთარ თავზე ზრუნვისა და სოციალურ ჩვევებს.

ბაღისგან განსხვავებით, სკოლაში ბავშვები ხვდებიან ჯგუფში, სადაც განსხვავებული წესებია, საჭიროა დავალებების შესრულება. სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის წამყვან ქცევას თამაში წარმოადგენს, სკოლაში კი ნაკლები დრო ეთმობა თამაშს. ამასთან, ბავშვებს უწევთ რუტინასთან შეგუება: ხელი აწიონ, როცა რაღაცის თქმა ან გაკეთება სურთ. საჭირო ხდება ზოგიერთი დავალების დამოუკიდებლად შესრულება და საკუთარ ნივთებზე დამოუკიდებლად ზრუნვა.

ბავშვს უნდა გააჩნდეს უნარი, რომელიც დაეხმარება მას დროის კონტროლში და იმის გაცნობიერებაში, რომ მათთვის განსაზღვრულია, როგორც გაკვეთილების, ისე დასვენებისა და მეცადინეობის დრო.

სოციალური და სწავლის უნარების სათანადო დონეზე განვითარების პირობებში, ბავშვისთვის სკოლა ნაკლებსტრესულია, რამდენადაც სოციალური უნარების წყალობით ის უპრობლემოდ ერთვება თამაშში, იცავს რიგითობას, იძენს და ინარჩუნებს ახალ მეგობრებს, სწავლობს თუ როგორ ესაუბროს უცხო ადამიანებს სკოლაში.

სწავლის უნარები მოსწავლეს ეხმარება დავალებების შესრულებაში, კითხვის დასმასა და პასუხის გაცემაში, იმაში, რომ ყურადღებით უსმინოს მასწავლებელს და შეასრულოს მითითებები, ამასთან, სწავლის მიმართ პოზიტიური განწყობა გააჩნდეს.

I კლასი – პირველი სასკოლო შოკი - პირველი „ბორძიკები“

სასკოლო შოკის „დამსახურებაა“, რომ ენაბორძიკ ბიჭებში შემთხვევათა 50%–ში სწორედ 6 წლის ასაკს ემთხვევა. ძლიერი გამღიზიანებელი ფაქტორების გავლენით სამეტყველო ცენტრები შეთანხმებული მუშაობის რეჟიმიდან გამოდის, ირღვევა თავისუფალი და ლაღი მეტყველების რიტმი, ტემპი და ჩნდება ენაბორძიკი, მისთვის თანმდევი სამეტყველო აპარატის კუნთების ტონური და კლონური კრუნჩხვებით.

მშობლისთვის შვილი ყოველთვის განუმეორებელი, ორიგინალური და ერთადერთია. ხშირად ჩვენი შვილების ორიგინალურობის აღიარებას, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, პატარას ჯანმრთელობა ეწირება. შვილის გონიერებით აღფრთოვანებულნი მისგან იმაზე გაცილებით მეტს მოვითხოვთ, ვიდრე რეალურად დასაშვებია.

პირველი კლასი პატარას ცხოვრებაში ენის ბორძიკის დასაწყისად რომ არ იქცეს, იგი სწავლის დაწყებიდან 4-6 თვე განსაკუთრებით დაზოგეთ, ნუ დატვირთავთ ერთდროულად კლასგარეშე აქტივობებით, მისი ინტელექტის „ექსპოზიცია“ მომავლისთვის გადადეთ.

სასკოლო ადაპტაციის 7 წესი:

1. ასწავლეთ პასუხისმგებლობის აღება, ზრუნვა საკუთარ თავზე და სასწავლო ნივთებზე, იგი უკვე მოსწავლეა და ამიტომ სათამაშოების მილაგება და პატრონობა უკვე მისი საქმეა;

2. ასწავლეთ, რომ სკოლაში, ბაღში და გასართობ მოედანზე სხვადასხვა წესები მოქმედებს;

3. სწავლის პირველ კვირებში დაეხმარეთ დავალებების შესრულებაში და წაახალისეთ, აუცილებელია მან ირწმუნოს საკუთარი ძალისა და შესაძლებლობების;

4. ნუ გააკრიტიკებთ, როდესაც ცუდად დაწერს, ნელა წაიკითხავს და დაითვლის, კრიტიკა ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ გააღრმავებს პრობლემას;

5. წაუკითხეთ წიგნები, რათა განუვითარდეს მოსმენის, კონცენტრაციისა და ანალიზის უნარი;

6. ყოველთვის წაახალისეთ, როცა გაკვეთილისადმი მეტ ცნობისმოყვარეობას გამოიჩენს და დასვამს შეკითხვებს;

7. ნურასდროს შეადარებთ ვინმეს, ეს გამოიწვევს ან მომატებულ სიამაყეს ან შურს და თვითშეფასების დაქვეითებას. შეადარეთ მხოლოდ მისი ახალი მიღწევები უწინდელ შედეგს.

თინათინ გოცაძე