მოზარდებში სუიციდის და სუიციდის მცდელობის მაჩვენებელი 20 პროცენტით გაიზარდა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2019

კითხვა-პასუხი

მოზარდებში სუიციდის და სუიციდის მცდელობის მაჩვენებელი 20 პროცენტით გაიზარდა

მოზარდებში სუიციდის და სუიციდის მცდელობის მაჩვენებელი 20 პროცენტით გაიზარდა
მოზარდებში სუიციდის და სუიციდის მცდელობის მაჩვენებელი 20 პროცენტით გაიზარდა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა. ომბუდსმენის შეფასებით, მოზარდთა მიმართ არსებული პრობლემები რიგი მიმართულებით საგანგაშოა, რასაც სახელმწიფო სისტემურად უნდა მიუდგეს. ნინო ლომჯარია ბავშვთა მიმართ პრობლემებზე საუბრისას, როგორც სახელმწიფოს, ასევე ოჯახის, მასწავლებლებისა და თავად მოზარდების პასუხისმგებლობაზე და მათი ცნობიერების ამაღლების მნიშვნეობაზე აკეთებს აქცენტს.

„ბავშვთა მიმართ ძალადობის ძალიან მრავალი ფაქტი გვაქვს და, სამწუხაროდ, ეს არის სფერო, რომელიც დაფარული პრობლემაა. პირველ რიგში ხდება ბავშვთა უფლებების უგულვებელყოფა და
არამარტო ზრდასრულების მიერ. ძალიან გახშირებულია ძალადობა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა როგორც ოჯახში, ისე სასწავლებლებში. სახალხო დამცველს ჰქონდა ანგარიში, რამაც საგანგაშო შედეგები დადო და აღმოჩნდა, რომ თუნდაც იგივე სკოლებში ბავშვების მიმართ ძალადობა ჩვეულებრივად მიღებული და ფართოდ გავრცელებული საკითხია, რომელსაც ბუნებრივად და ნორმად
მიიჩნევს მასწავლებელთა დიდი ნაწილი და ბავშვებისთვისაც თითქოს მისაღებია.

საგანგაშოდ მაღალია სუიციდის მაჩვენებელი არასრულწლოვნებში, რომელიც 20%-ით არის გაზრდილი წინა წლებთან შედარებით. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ სახელმწიფოს არ აქვს სისტემური მიდგომა ბავშვთა წინააღმდეგ ძალადობის და თუნდაც ბულინგთან ბრძოლაში. მასწავლებლები არ არიან მზად, იდენტიფიცირება მოახდინონ, თუნდაც სკოლაში შევიწრობების ფაქტების. ფაქტობრივად არ გვაქვს მსხვერპლი ბავშვის დახმარების სისტემა და მაგალითად ქვეყანაში არ არსებობს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა თავშესაფარი. სულ 11 ფსიქოლოგია ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ასეთ საკითხებზე მუშაობს, რაც პრობლმას ადასტურებს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციისათვის-30აბი
ფასი: 23.9
ხელს უწყობს ძლიერი ორგანიზმის ჩამოყალიბებას.30პასტილი
ფასი: 29.9
რეკონვალესცენციის პერიოდში-14აბი
ფასი: 38.6
დიეტოლოგია
ზოგჯერ ისე ხდება, რომ არაერთი დიეტის დაცვის მიუხედავად ადამიანები წონის დაკლებას ვერ ახერხებენ. ამას
ადამიანები, რომლებიც სწრაფად ჭამენ, უფრო მეტს იწონიან მათთან შედარებით, ვინც უპირატესობას ნელა მირთმევას
მწვანე ჩაისა და სტაფილოში არსებულ ნაერთებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების შეჩერების უნარი გააჩნია.
კატეგორიის სხვა სტატიები
მზად არის თუ არა თქვენი პატარა სკოლისთვის? ამის დადგენაში ფსიქოლოგი,
ამერიკის პედიატრიის აკადემია ოფიციალურად აცხადებს, რომ ბავშვის ფიზიკური დასჯა არ შეიძლება. ბავშვების
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
სა­ბავ­შვო ბა­ღის შერ­ჩე­ვი­სას ბევ­რი მშო­ბე­ლი უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებს ბაღს, სა­დაც წი­ნა­სას­კო­ლო პროგ­რა­მა ინ­ტენ­სი­უ­რია და სკო­ლა­ში მის­ვლამ­დე ბავ­შვი ბევრ რა­მეს აით­ვი­სებს
2 წლის ასაკამდე ბავშვების უმრავლესობა სიმშვიდით გამოირჩევა, ნაკლებად პრეტენზიულები არიან,
დაფნის ფოთოლს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში, რადგან მას კულინარიულის გარდა, სამკურნალო დანიშნულებაც აქვს.
გინდათ, თქვენს სამზარეულოში ჭურჭელი ახალივით გამოიყურებოდეს?
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ განუცდია თავის ტკივილი. ეს უკანასკნელი აქვეითებს
გვესაუბრება ექიმ-რეანიმატოლოგი ნინო გრიშაშვილი. - ქალბატონო ნინო, რა არის მოწამვლა, რა ნიშნებით შეიძლება