ბავშვის ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

ბავშვის ფსიქოლოგია

ვიცი, რომ თითოეული მშობლის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა საჭირო ხდება ბავშვებისთვის არცთუ მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემა. სამი წლის ასაკში ბავშვები უკვე უამრავ კითხვას სვამენ. როგორ ვუპასუხოთ მათ არცთუ მარტივ და ზოგჯერ ძალიან უხერხულ კითხვებს? დიახ, სამი წლის ბავშვები უამრავ კითხვას სვამენ. მათ ცნობისმოყვარეობას საზღვარი არ აქვს. ისინი მშობლებს ნამდვილ დაკითხვას უწყობენ. ყველაზე პოპულარული კითხვაა: "როგორ გავჩნდი მე?" უნდა ვაღიაროთ, რომ პატარას აქვს უფლება, საკუთარი წარმოშობის შესახებ სიმართლე იცოდეს! წეროსა და კომბოსტოზე ზღაპრების მოყოლა უსამართლოც არის და სახიფათოც.
ჩემი გოგონა გარდატეხის ასაკშია. როგორც ბავშვების უმრავლესობა ამ დროს, ისიც მეტისმეტად კრიტიკულად უდგება საკუთარ გარეგნობას, თითქმის არაფერს ჭამს, გახდომა სურს. მაღელვებს მისი ჯანმრთელობის ამბავი. როგორ გადავარწმუნო? გარდატეხის ასაკში მოზარდების უმეტესობა სილამაზის მოდურ ეტალონებს ადარებს თავს და, სამწუხაროდ, ხშირად აღმოაჩენს, რომ სასწორი მათ სასარგებლოდ არ იხრება. ზოგიერთი მოზარდი ათას ნაკლს აღმოუჩენს ხოლმე საკუთარ თავს, - რეალურია ისინი თუ გამოგონილი, ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. ამ პერიოდში მშობლები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, ძალზე ტაქტიანად მისცენ შენიშვნები გარეგნობის თაობაზე.
შემთხვევა განსჯისათვისერთმა მაღალმა, ათლეტური აღნაგობის მამაკაცმა ბავშვი კონსულტაციაზე მიიყვანა ჯერ ექიმთან, მერე - ფსიქოლოგთან. ის იქ თავისი სურვილით არ მისულა - პედაგოგებმა აიძულეს. საქმე ის არის, რომ მამამ, სპეციალობით ინჟინერმა, გადაწყვიტა, თავისი 10 წლის ვაჟი გენიოსად აღეზარდა. ბიჭი რვა წლის იყო, როცა მამამ თავის თავში პედაგოგიური მონაცემები აღმოაჩინა და შეუდგა შვილის აღზრდას თავის მიერ შემუშავებული სისტემით. იგი დღედაღამ ამეცადინებდა ბავშვს, ასწავლიდა ლიტერატურათმცოდნეობას, კოსმოსური მედიცინის საფუძვლებს...
ნაჩვენებია მე-9 გვერ 14 - დან
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად