ბავშვის ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

ბავშვის ფსიქოლოგია

არის შემთხვევები, როცა თითისტოლა ბავშვი თავისას არ იშლის - იმიტომ კი არა, რომ რაღაც ძალიან უნდა, არამედ იმისთვის, რომ რაც ერთხელ მოითხოვა, აღარ გადათქვას. ის არ ითვალისწინებს, რომ გარემოებები შეიცვალა. სწორედ ასეთი საქციელია სიჯიუტე.როგორ ფიქრობთ, რა განსხვავებაა მიზანსწრაფულობასა და სიჯიუტეს შორის? პასუხის გაცემას ნუ ვიჩქარებთ, კარგად დავფიქრდეთ და საკუთარი განმარტებები ჩამოვაყალიბოთ - ჩვენ ხომ ახლა ვსწავლობთ, როგორ უნდა ვიყოთ კარგი მშობლები! მოიფიქრეთ? რასაკვირველია, თქვენი პასუხი მართალია! მიზანსწრაფულობაა, როცა პატარას რაღაც უნდა და დაჟინებით ცდილობს, მიაღწიოს საწადელს, ჯიუტი ბავშვი კი ისევ და ისევ ითხოვს იმას, რაც შესაძლოა უკვე აღარც უნდოდეს ან ისე ძალიან აღარ უნდოდეს. რითაც არ უნდა სცადოთ მისი ცდუნება - კანფეტით, სათამაშოთი თუ გასეირნებით, პატარა კვლავ თავისას იმეორებს. სიტუაცია რთულია, რადგან არც ყვირილი ჭრის, არც წამორტყმა, არც მუქარა.
ბოლო ხანს უფრო და უფრო ხშირად გვესმის მშობლების წუხილი იმის თაობაზე, რომ მათი პატარა თავნებაა. თანაც, თუ წინათ დედ-მამა უბრალოდ ამბობდა, რომ ბავშვი მეტისმეტად განებივრებულია, ახლა ამას “მეცნიერული”, “ფსიქოლოგიური” “ტერმინოლოგიაც” ემატება: გვესმის, რომ ბავშვი უმართავია, არაფერი ესმის, არაფერი ანაღვლებს. ამ “უმართავობას” მშობლები სხვადასხვანაირად ხსნიან და აბრალებენ ყველაფერს, გენეტიკით დაწყებული, ეკოლოგიით დამთავრებული. რაღა თქმა უნდა, ეკოლოგიაა დამნაშავე. მაშ, რით ავხსნათ, რომ ასე უცნაურად იქცევა გარდატეხის ასაკში თითქმის ყველა მოზარდი?! მერე კი უცებ აღმოჩნდება, რომ ბავშვები, რომელთა მშობლებიც ეკოლოგიის მავნე გავლენაზე საუბრობენ, სკოლაში სულაც არ იქცევიან ასე ცუდად - სწავლობენ, ცდილობენ, წარმატებას მიაღწიონ, არც ზრდილობის წესებს არღვევენ...
ნაჩვენებია მე-5 გვერ 14 - დან
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად