ბავშვის ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

ბავშვის ფსიქოლოგია

ბევრ მშობელს აინტერესებს, როგორ აზროვნებს მისი შვილი: რაზე ფიქრობს, ოცნებობს, რა აწუხებს, რა აინტერესებს, როგორ აფასებს საკუთარ თავს, დედ-მამას, გარშემომყოფებს, თავის თანატოლებს, როგორ აგებს მათთან ურთიერთობებს. არსებობს თუ არა რაიმე საშუალება ამის გამოსაკვლევად? მშობელი ბავშვის ტესტირებას გართობად და თამაშად აღიქვამს. ვთქვათ, ბავშვმა დახატა სახლი ან ხე - განა შეიძლება ამის მიხედვით მის ხასიათზე მსჯელობა? - ეჭვით კითხულობენ ისინი. სინამდვილეში კი მართლაც ბევრი რამის გაგება შეიძლება ამ ნახატიდან, არა მხოლოდ იმაზე, სწორად ვითარდება თუ არა ბავშვი, იმაზეც, საკმარის ყურადღებას უთმობენ თუ არა მას მშობლები. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ნახატი ყოველთვის გამოხატავს ბავშვის სათქმელს, რომელიც გარკვეულ ხატებად არის დაშიფრული. ამ შეტყობინებათა გაშიფვრა კი მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, გამოცდილი ფსიქოლოგის დახმარებით, თუმცა მანამდე შეგიძლიათ ბავშვის ტესტირება თავადაც სცადოთ.
- ჩემი გოგონა 1 წლის და 8 თვის არის. ლექსიკური მარაგი დიდი აქვს, ყველაფერი ესმის, მაგრამ მხოლოდ ცალკეულ სიტყვებს ამბობს, ერთმანეთთან კი ვერ აკავშირებს. მე ძალიან მიჭირს გაგება, რას მეუბნება, ბავშვი ამის გამო ნერვიულობს და ხშირად მართავს ისტერიკას. როგორ მოვიქცე? ყურადღება არ მივაქციო მის მოთხოვნებსა და ჭირვეულობას?თქვენ არ გაქვთ ნერვიულობის საფუძველი. ბავშვები ამ ასაკში “აგროვებენ” ლექსიკურ მარაგს, 2 წლისთვის კი “გამოტყორცნიან” ხოლმე მთლიან ფრაზებს. ძალიან ხშირად ეს ასე ხდება. ამიტომ მოიკრიბეთ ნებისყოფა და როცა წარმოიშობა რთული სიტუაციები, მშვიდად აუხსენით პატარას, რომ თქვენ მას ვერ გაუგეთ, წაახალისეთ, უბიძგეთ, თავისი ქცევით, მოქმედებით გაჩვენოთ ის, რაც სურს.
ნაჩვენებია მე-3 გვერ 14 - დან
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად