რომელი პროდუქტები იკრძალება სასკოლო კვებაში მინისტრის ბრძანებით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელი პროდუქტები იკრძალება სასკოლო კვებაში მინისტრის ბრძანებით

მისი თქმით, სამინისტრო მოუწოდებს სკოლას და ოპერატორებს, რომ არაჯანსაღი საკვები ეტაპობრივად, სკოლის ტერიტორიიდან გაქრეს. ჯეჯელავას განცხადებით, პარალელურად, სკოლებში, ჯანსაღი ცხოვრების შესახებ კამპანიის გატარება დაიწყება.

"ბუფეტებში გარე ოპერატორები ოპერირებენ, რომლებიც ამა თუ იმ სკოლის მიმწოდებლები ტენდერის მეშვეობით ხდებიან. ეს არის კომერციული ორგანიზაციები და მათ აქვთ ინტერესი მაქსიმალური მოგება მიიღონ. მათ ინტერესს ხვდება ჩვენი, როგორც მშობლების ინტერესი, რაც ჯანსაღ კვებას შეეხება… ბავშვებს თვითონაც უყვართ ტკბილეული თუ სხვა არაჯანსაღი საკვები და ამის გამო, ბევრ სკოლაში ტკბილეულის, ჩიფსების, ტკბილი თუ გაზიანი წყლების ყიდვა, თავისუფლადაა შესაძლებელი. ჩვენ შევეცდებით, რომ ერთი მხრივ კამპანია გავატაროთ ახალგაზრდებში, მეორე მხრივ კი გარკვეულწილად დავარეგულიროთ ეს პროცესი და არაჯანსაღი საკვები ეტაპობრივად, სკოლის ტერიტორიიდან გაქრეს", – განაცხადა ჯეჯელავამ.

სკოლებში არაჯანსაღი პროდუქციის შეტანა კანონით არ განისაზღვრება. განათლების მინისტრის თქმით, ეს საკითხი შესაძლოა, დებულებებით ან ხელშეკრულებებით განისაზღვროს.

"ჩვენ შევეცდებით, რომ მომწოდებლებისთვის კვლავ მიმზიდველი იყოს ბუფეტებში ოპერირება და ხელი არ შევუშალოთ, როგორც ბიზნესს. მაგრამ ამავე დროს, მათი ბიზნესი ავაგოთ ჯანსაღ პრინციპებზე", – განმარტა ჯეჯელავამ ".

მანვე აღნიშნა, რომ ამ საკითხის რეგულაციებზე განათლების სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მუშაობს.

5 მაისს მინისტრმა გამოსცა ბრძანება N410, რომლის თანახმად თანახმად, მოსწავლეების ჯანსაღი კვებითი უნარ-ჩვევების განვითარებისა და მათი საჭირო ენერგიის მარაგით უზრუნველყოფის მიზნით, მიზანშეწონილია სასკოლო კვებაში აიკრძალოს შემდეგი პროდუქტები:

საღეჭი რეზინი, კანფეტები, შოკოლადი, არომატიზებული წასახემსებლები (ჩიფსები, ჟელიბონი და ა.შ.), გარდა თხილეულის, ხილისა და ბოსტნეულისა, რომელთაც აქვთ დამატებული მარილი, შაქარი ან ცხიმი;ასევე მიზანშეწონილია სკოლის ბუფეტებში არ გაიყიდოს მაიონეზით შეზავებული პროდუქცია; სოკო ნებისმიერი ფორმით; დაკონსერვებული პროდუქტები; კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი; გაზიანი სასმელები, გარდა გაზიანი მინერალური წყლისა და თერმულად დაუმუშავაბელი კვერცხი;

ბრძანების მიხედვით, სასურველია სკოლის ბუფეტებში გაიყიდოს ჯანსაღი პროდუქტი ისეთები, როგორებიცაა: წყალი, ხილის წვენი, ხილის კომპოტი, კისელი, ფერმენტირებული რძის სასმელი (იოგურტი), ხილის წვენი ან დაბალცხიმიანი რძით ან იოგურტით დამზადებული სასმელები (სასურველია გამდიდრებული იყოს კალციუმით), ჩაი, კაკაო, ხილი და ბოსტნეული.

მინისტრის ამავე ბრძანებულების თანახმად, ზემოთ მოყვანილი რეკომენდაციების მონიტორინგი საჯარო სკოლებში ევალება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველოს საჯარო სკოლის დირექციასთან ერთად.