რომელი პროდუქტები იკრძალება სასკოლო კვებაში მინისტრის ბრძანებით - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

კითხვა-პასუხი

რომელი პროდუქტები იკრძალება სასკოლო კვებაში მინისტრის ბრძანებით

რომელი პროდუქტები იკრძალება სასკოლო კვებაში მინისტრის ბრძანებით
სკოლა მთლიანად ჯანსაღი ცხოვრების წესთან უნდა ასოცირდებოდეს, მათ შორის კვების ნაწილშიც – ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.

მისი თქმით, სამინისტრო მოუწოდებს სკოლას და ოპერატორებს, რომ არაჯანსაღი საკვები ეტაპობრივად, სკოლის ტერიტორიიდან გაქრეს. ჯეჯელავას განცხადებით, პარალელურად, სკოლებში, ჯანსაღი ცხოვრების შესახებ კამპანიის გატარება დაიწყება.

"ბუფეტებში გარე ოპერატორები ოპერირებენ, რომლებიც ამა თუ იმ სკოლის მიმწოდებლები ტენდერის მეშვეობით ხდებიან. ეს არის კომერციული ორგანიზაციები და მათ აქვთ ინტერესი მაქსიმალური მოგება მიიღონ. მათ ინტერესს ხვდება ჩვენი, როგორც მშობლების ინტერესი, რაც ჯანსაღ კვებას შეეხება… ბავშვებს თვითონაც
უყვართ ტკბილეული თუ სხვა არაჯანსაღი საკვები და ამის გამო, ბევრ სკოლაში ტკბილეულის, ჩიფსების, ტკბილი თუ გაზიანი წყლების ყიდვა, თავისუფლადაა შესაძლებელი. ჩვენ შევეცდებით, რომ ერთი მხრივ კამპანია გავატაროთ ახალგაზრდებში, მეორე მხრივ კი გარკვეულწილად დავარეგულიროთ ეს პროცესი და არაჯანსაღი საკვები ეტაპობრივად, სკოლის ტერიტორიიდან გაქრეს", – განაცხადა ჯეჯელავამ.

სკოლებში არაჯანსაღი პროდუქციის შეტანა კანონით არ განისაზღვრება. განათლების მინისტრის თქმით, ეს საკითხი შესაძლოა, დებულებებით ან ხელშეკრულებებით განისაზღვროს.

"ჩვენ შევეცდებით, რომ მომწოდებლებისთვის კვლავ მიმზიდველი იყოს ბუფეტებში ოპერირება და ხელი არ შევუშალოთ, როგორც ბიზნესს. მაგრამ ამავე დროს, მათი ბიზნესი ავაგოთ ჯანსაღ პრინციპებზე", – განმარტა ჯეჯელავამ ".

მანვე აღნიშნა, რომ ამ საკითხის რეგულაციებზე განათლების სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მუშაობს.

5 მაისს მინისტრმა გამოსცა ბრძანება N410, რომლის თანახმად თანახმად, მოსწავლეების ჯანსაღი კვებითი უნარ-ჩვევების განვითარებისა და მათი საჭირო ენერგიის მარაგით უზრუნველყოფის მიზნით, მიზანშეწონილია სასკოლო კვებაში აიკრძალოს შემდეგი პროდუქტები:

საღეჭი რეზინი, კანფეტები, შოკოლადი, არომატიზებული წასახემსებლები (ჩიფსები, ჟელიბონი და ა.შ.), გარდა თხილეულის, ხილისა და ბოსტნეულისა, რომელთაც აქვთ დამატებული მარილი, შაქარი ან ცხიმი;ასევე მიზანშეწონილია სკოლის ბუფეტებში არ გაიყიდოს მაიონეზით შეზავებული პროდუქცია; სოკო ნებისმიერი ფორმით; დაკონსერვებული პროდუქტები; კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი; გაზიანი სასმელები, გარდა გაზიანი მინერალური წყლისა და თერმულად დაუმუშავაბელი კვერცხი;

ბრძანების მიხედვით, სასურველია სკოლის ბუფეტებში გაიყიდოს ჯანსაღი პროდუქტი ისეთები, როგორებიცაა: წყალი, ხილის წვენი, ხილის კომპოტი, კისელი, ფერმენტირებული რძის სასმელი (იოგურტი), ხილის წვენი ან დაბალცხიმიანი რძით ან იოგურტით დამზადებული სასმელები (სასურველია გამდიდრებული იყოს კალციუმით), ჩაი, კაკაო, ხილი და ბოსტნეული.

მინისტრის ამავე ბრძანებულების თანახმად, ზემოთ მოყვანილი რეკომენდაციების მონიტორინგი საჯარო სკოლებში ევალება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველოს საჯარო სკოლის დირექციასთან ერთად.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
კატეგორიის სხვა სტატიები
წარმოდგენილ ვიდეოში განვიხილავთ დამატებით კვების შეტანის სქემას 6-დან 12 თვემდე ასაკის ბავშვებში,
კანადელი მეცნიერების განცხადებით, რძის მოყვარული ბავშვები თანატოლებთან შედარებით ბევრად მაღლები არიან. გარდა ამისა, მათ უფრო მეტად ჯანსაღი თმა და ფრჩხილები აქვთ.
ბავშვის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისა და ჯანსაღად განვითარების მთავარი წინაპირობა კვების სწორად შერჩევაა. ეს პროცესი საკმაოდ კომპლექსურია და დიდ დაკვირვებას მოითხოვს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ბაზარი ზედმეტად გაჯერებულია საინტერესო რეკლამებითა და მიმზიდველი შეფუთვების მქონე უამრავი პროდუქციით.
ხილის წვენი ასეთი პატარებისთვის სასარგებლო არაა. უფრო მეტიც, ამის გამო ბავშვმა შეიძლება წონაში ზედმეტად
კერძის მომზადების ბოლო აკორდი გემრიელი სოუსია. ის განსაკუთრებით პიკანტურს ხდის კერძს. საბავშვო კულინარიაში კი სოუსი დაგეხმარებათ გაალამაზოთ და გაამრავალფეროვნოთ ბავშვის, განსაკუთრებით უჭმელი პატარის მენიუ. რა სახის სოუსების მომზადება შეგვიძლია ბავშვისთვის - ამ საკითხზე გვესაუბრება პედიატრი მარინა აფციაური.

რა ასაკიდან უნდა მივაჩვიოთ ბავშვი მაგიდასთან დამოუკიდებლად ჯდომას და საკვების თავისი ხელით ჭამას? ჩემი 1 წლის შვილი ძალიან ცუდად იქცევა, ყველაფერს იატაკზე ყრის - ჭურჭელს, საკვებს. როგორ გადავაჩვიო?

ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად