თუ ბავშვი მაგიდასთან ცუდად იქცევა... - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თუ ბავშვი მაგიდასთან ცუდად იქცევა...

ზოგი ბავშვი 11-12 თვიდან მაგიდასთან დამოუკიდებლად, მშვიდად ზის და თავისი ხელით ჭამასაც ცდილობს; ზოგი ბევრს მოძრაობს, მაგიდიდან ყველაფერს ძირს ყრის, მალე ბეზრდება ერთ ადგილას უძრავად ჯდომა. ყველა ერთნაირი როდია... ასეთ დროს ბავშვი კალთაში ჩაისვით, გულზე მიიკარით და ყურში მონოტონურად, რიტმული ფრაზებით ესაუბრეთ. ეს მას დაამშვიდებს, გაბრაზება და დასჯა კი უფრო გააჯიუტებს.

ნევროლოგები გვირჩევენ, რომ ბავშვის ცუდ საქციელს მშვიდად, მოთმინებითა და ალერსიანი სიმკაცრით ვუპასუხოთ. არასდროს დაივიწყოთ ღიმილი!

საუბარი ჩხუბის გარეშე

მაგიდასთან გაჯიუტებული, ჭირვეული ბავშვის დამშვიდება მარტივი, მშვიდი საუბრით შეიძლება. აუღელვებლად ჰკითხეთ - ჯერ არ მოგშივდა? წვნიანი არ მოგეწონა? - მაშინ მეორე კერძით დავიწყოთ. რას დააყოლებ - კომპოტს თუ წყალს? საუბარზე რომ გადაერთვება, დამშვიდდება კიდეც.

არაფერი ზედმეტი

ბავშვი რომ არ გაერთოს და ყურადღება არ გაეფანტოს, მაგიდაზე არ უნდა იდოს ზედმეტი საგნები. ნუ დადგამთ მარილსა და შაქარს მის სიახლოვეს. გამორთეთ ტელევიზორი და კომპიუტერი, ნუ გაართობთ ტელეფონით - ეს ყველაფერი მისთვის ზედმეტია; ესაუბრეთ, დაუსვით კითხვები, ჩართეთ საუბარში.

ჭამის დროს ტელევიზორის, კომპიუტერის ყურება მავნე ჩვევაა!

ხშირად შეახსენეთ

  • წინასწარ რამდეჯერმე შეახსენეთ, რომ ცოტა ხანში მაგიდას უნდა მიუსხდეთ, შემდეგ ისევ დაუძახეთ...
  • თამაშით გართულს შეახსენეთ, რომ სადილის ან ვახშმის დროა. სხვაგვარად გაუჭირდება, უცბად დაანებოს თავი გართობას, ამიტომ ჭამაზე უარს გეტყვით.
  • კვებეთ ყოველთვის ერთსა და იმავე დროს, მიაჩვიეთ რეჟიმს, რეგულარულ კვებას.
  • საათობრივი, გრაფიკის მიხედვით კვება დაგეხმარებათ ბავშვის ორგანიზმის ბიორიტმის მოწესრიგებასა და ცხოვრების სწორი რეჟიმის ჩამოყალიბებაში.

კოვზი, ჩანგალი, ხელსახოცი

ბავშვის განვითარების დონეზე მეტყველებს არა მხოლოდ მისი საუბარი და ლექსების რაოდენობა, არამედ ჩამოყალიბებული თვითმომსახურების ჩვევები. რას ნიშნავს ეს?

  • 1 წლის და 2 თვის - ბავშვმა თავისი ხელით უნდა შეძლოს ფაფის ჭამა. დამოუკიდებლად ჭამის ჩვევა მას უკვე აქვს ამ ასაკში. უყიდეთ მსუბუქი მასალისგან დამზადებული საბავშვო კოვზი, ის გაუადვილებს საკუთარი ხელით ჭამას.
  • ბავშვი ამ ასაკში წყალს სვამს ჭიქიდან, რომელსაც ორივე მხრიდან აქვს ხელის მოსაკიდებელი. თუმცა შეუძლია ჩვეულებრივი ჭიქიდან დალევაც, მაგრამ უმჯობესია, ჭურჭელი უფრო მოსახერხებელი იყოს.
  • 1 წლის და 6 თვის ასაკში პატარა თვითონ უნდა ჭამდეს წვნიანს, პიურეს, ფაფას. დედა კი თანდათან ხვეწს მის მოძრაობებს. ბავშვს მაგიდასთან უმეთვალყურეოდ ნუ დატოვებთ, რომ არ გაერთოს. მშობელმა ყურადღებით უნდა ადევნოს თვალი მის ყოველ მოქმედებას და საჭიროების შემთხვევაში დროულად ჩაერიოს.
  • პირველ კერძს, წვნიანს რომ დაამთავრებს, მეორე კერძი იმავე თეფშზე არ დაუდოთ. ამით ვერც წესრიგს მიაჩვევთ და ვერც გემოს შეგრძნება განუვითარდება.
  • შეუძინეთ საბავშვო, უსაფრთხო ჩანგალი, მიაჩვიეთ ხელსახოცის ხმარებას, არ დაუშვათ ხელის სუფრაზე ან ტანსაცმელზე შეწმენდა.
  • 1 წლის და 10 თვის ასაკში დამოუკიდებლად უნდა დაიბანოს ხელები საპნით ყოველი კვების წინ.
  • 2 წლის - ბავშვი ჭამის დროს კარგად იყენებს კოვზს, ჩანგალს და ისეთივე ჭიქიდან სვამს სითხეს, როგორითაც უფროსები სარგებლობენ. სადილობისას ის ოჯახის სხვა წევრებთან ერთად უნდა იჯდეს მაგიდასთან. ყურადღება მიაქციეთ, რომ ჭამის დროს სავსე პირით არ ილაპარაკოს.
  • 3 წლის ასაკში - მშობლის მეთვალყურეობით დანის გამოყენებაც შეუძლია. არჩევს ერთმანეთისგან დანას, ჩანგალს, კოვზს და იცის თითოეულის დანიშნულება.