როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი სიხარბეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი სიხარბეს

თუ ოჯახის ყველა წევრი უსიტყვოდ ასრულებს ბავშვის ყველა ახირებას, დადგება დღე, როცა ის თავს სამყაროს ჭიპად წარმოიდგენს, გაუჩნდება თავისი განსაკუთრებულობის რწმენა და გარშემო მყოფებით მანიპულირების მოთხოვნილება. სიხარბეს შესაძლოა ეჭვიანობამაც გაუწიოს პროვოცირება. უფროსი შვილი, რომელიც ხედავს, რა მზრუნველობითა და სინაზით ეპყრობა დედა უმცროსს, უნებურად ეჭვიანობას იწყებს, ეჩვენება, რომ ის აღარ სჭირდებათ, აღარ უყვართ. ესაუბრეთ ბავშვს, აუხსენით, რომ უმცროსი დის ან ძმის დაბადების შემდეგ მისდამი დამოკიდებულება არ შეგცვლიათ, ასევე სთხოვეთ, თავად გადაწყვიტოს, რომელი ნივთებია (სათამაშოები, ნახატები და ა.შ.) მისთვის გამორჩეულად ძვირფასი და მიეცით უფლება, არ ათხოვოს ისინი უმცროსს.

ყველა გზა გამართლებულია? როგორ ვებრძოლოთ სიხარბეს?

ნუ დაუსახავთ თქვენს შვილს მაგალითად თანატოლებს - ამან შესაძლოა მხოლოდ გააღიზიანოს და გააბრაზოს, საპირისპიროდ მოქცევა აიძულოს, უარეს შემთხვევაში კი განაწყოს მის წინააღმდეგ, ვინც მაგალითად მოგყავთ. ნუ დაუძახებთ ბავშვს ხარბს - ამით შესაძლოა შთაუნერგოთ, რომ ის ცუდია; აზრი საკუთარი სიხარბის შესახებ ქვეცნობიერში ჩაებეჭდოს, ხასიათის ეს თვისება ნორმად მიიჩნიოს. ასევე არ შეიძლება სათამაშოს ძალით წართმევა და სხვა ბავშვისთვის გადაცემა. ეს არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ! შესთავაზეთ პატარას, რომელიმე ბავშვს გაუცვალოს სათამაშო, თან ზუსტად განუსაზღვრეთ, რამდენი ხნით (5-10 წუთით). დროდადრო სთხოვეთ, მოგცეთ თავისი ნივთებით სარგებლობის უფლება, მის საყვარელ სკამზე დაჯდომის ნება და ა.შ. თუ უარს იტყვის, აუხსენით, რომ სხვისთვის რამის გაყოფა ყოველთვის სასიამოვნოა, სიკეთე, ხელგაშლილობა ადამიანს სხვა ადამიანთან კონტაქტის დამყარებაში ეხმარება. გულუხვობის ნებისმიერი გამოვლინება წაახალისეთ, ახლობლების ან თანატოლების მიმართ გამოჩენილი ხელგაშლილობისთვის აუცილებლად შეაქეთ. შესთავაზეთ პატარას, რამე აჩუქოს ბებიას, ბაბუას, დას, ძმას, ბიძაშვილს, ნებისმიერ სხვა ახლობელსა თუ ნათესავს. თუ საბავშვო ბაღში მიდის, გაატანეთ კანფეტები, რათა მეგობრებს გაუმასპინძლდეს. უკითხეთ წიგნები, სადაც მოთხრობილია, სადამდე მიიყვანა მთავარი გმირები სიხარბემ. ეცადეთ, ბავშვი დიდი სიფრთხილით გადააჩვიოთ სიხარბეს, რათა იმავდროულად სხვა კომპლექსი არ გაუჩინოთ. დაბოლოს, უბრალოდ გიყვარდეთ - ადამიანი, რომელიც სიყვარულითა და მზრუნველობითაა გარემოცული, არასოდეს გახდება ხარბი.