ყაჩაღანები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყაჩაღანები

რა თქმა უნდა, არც ერთ დედას არ სურს, შვილი ყაჩაღად გაზარდოს. გამოდის, რომ პატარა არ უნდა გავანებივროთ! აი, ვლადიმერ ნაბოკოვი კი სულ სხვა რამეს ამბობდა: "ბავშვი უნდა გავანებივროთ, რადგან არ ვიცით, რა ელის მას მომავალშიო".

ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ადამიანს მძიმე და პრობლემებით სავსე ცხოვრება ელის წინ, დაე, ბედნიერი ბავშვობა მაინც დარჩეს ტკბილ მოგონებად... და მაინც, რომელი გზა უნდა აირჩიონ მშობლებმა - გაანებივრონ პატარა თუ მკაცრი ხელი აგრძნობინონ?

დაე, ყველაფერი მიიღოს!

შესაძლოა, ბევრმა გონიერმა მშობელმა არც კი დაიჯეროს, მაგრამ არსებობენ დედები და მამები, რომლებიც სავსებით გააზრებულად ანებივრებენ შვილს. წესისამებრ, ეს ის ხალხია, ვისაც ბავშვობა არც ისე ტკბილად აგონდება - მათ მეტისმეტად მკაცრად ზრდიდნენ ან მეტისმეტად ხელმოკლე მშობლები ჰყავდათ. ასეთი ადამიანები ჯერ კიდევ მოზარდობისას იღებენ ორ გადაწყვეტილებას: "ჩემს შვილს ყველაფრის უფლებას მივცემ" და "ჩემს შვილს ყველაფერი ექნება".

ბავშვის ნებისმიერი ახირების დაკმაყოფილებას ცდილობენ ის მშობლებიც, ვისაც პირმშო ძალიან დიდი ხნის ლოდინის შემდეგ აჩუქა განგებამ, ვისი პატარაც სიკვდილს გადაურჩა ან მძიმე ავადმყოფობა გადაიტანა. ამდენი განცდა შეუმჩნევლად ბადებს განწყობას: "მას უარს არაფერზე ვეტყვი!" არიან მშობლებიც, რომლებიც წინასწარ არავითარ გადაწყვეტილებას არ იღებენ, მაგრამ შექმნილი ვითარება აიძულებთ, ბავშვის ნება-სურვილს დაემორჩილონ.

მაგალითად, ბავშვს ანებივრებს მშობელი, როდესაც მიაჩნია, რომ მეუღლე მეტისმეტად მკაცრია, მშობე-ლი, რომელსაც დანაშაულის განცდა აქვს იმის გამო, რომ მეუღლეს დასცილდა ან მშობელი, რომელიც მეუღლეს გაეყარა და ახლა ბავშვს საკუთარ უპირატესობას უმტკიცებს. თუმცა ისიც სათქმელია, რომ მრავალ ჩვენგანს, თუმცაღა არც ერთ ამ კატეგორიას არ ეკუთვნის, იმდენად სიამოვნებს ბავშვისთვის სიხარულის მინიჭება, რომ ერთ მშვენიერ დღეს ფაქტის წინაშე დგება: პატარა დაინახავს თუ არა, თვითონვე სთხოვს კანფეტებს, სათამაშოებს, გართობას და როცა ყველაფერს ერთდროულად ვერ იღებს, ჭირვეულობს.

მკაცრი, მაგრამ სამართლიანი

ამ ლოზუნგის მიმდევარი მშობლები განსხვავებულ პოზიციას იკავებენ: "არავითარ შემთხვევაში არ გავანებივროთ!". მათი აზრით, თუ პატარა ბავშვობიდანვე მიეჩვევა სირთულეებს, მომავალში არავითარი დაბრკოლების გადალახვა არ გაუჭირდება. ზოგი ასეთი მშობელი მიიჩნევს, რომ ყოველგვარ საჩუქარს დამსახურება სჭირდება, თუმცა ასეთ მიდგომას აქვს უარყოფითი მხარეც: არც ერთი გადაწყვეტილება არ არის სამუდამო და უცვლელი, ცხოვრებას მასში თავისი კორექტივები შეაქვს. ასე რომ არ იყოს, ბავშვი ძალიან ცივ, უემოციო პიროვნებად გაიზრდებოდა, რომელსაც არ ექნებოდა არც საკუთარი გრძნობების გამოხატვის და თანაგრძნობის უნარი. ის ყველაფერს ვაჭრული პრინციპით მიუდგებოდა, მაგალითად: "თუ დედას დავეხმარები, მულტფილმს მაყურებინებენ".

ბედნიერება - აქვე და ახლავე

ბავშვთან სწორი ურთიერთობის პრინციპი რომ გამოვიმუშაოთ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ მისთვის მინიჭებული სიამოვნებით ვერც საკუთარი ბავშვობის ნეგატიური განცდების კომპენსირებას მოვახდენთ და ვერც მას დავიცავთ მომავალი სირთულეებისაგან. აღზრდას სინამდვილეში სულ სხვა მიზანი აქვს:

1. საკუთარი ოჯახი, მათ შორის შვილიც, ახლავე უნდა გავხადოთ ბედნიერი.

2. ბავშვს უნდა ვასწავლოთ, თავი ბედნიერად იგრძნოს მომავალშიც, რისთვისაც აუცილებელია ადამიანებთან ურთიერთობისა და სირთულეების გადალახვის უნარი.

ბავშვი მხოლოდ იმ ოჯახში გრძნობს თავს მშვიდად და კომფორტულად, სადაც მხედველობაში მიიღება არა მარტო მისი, არამედ ყველა წევრის ინტერესები. თუ პატარას საკუთარი ინტერესების იგნორირების ხარჯზე ანებივრებთ, მას ორმაგი კომპლექსი ჩამოუყალიბდება - საკუთარი უნიკალურობისა და ახლობლებისადმი დანაშაულისა.


ჭეშმარიტად განებივრებული ბავშვი, რომლის მოთხოვნასაც მშობლები მყისიერად ასრულებენ, თავს უბედურად მიიჩნევს იმის გამო, რომ მას სიამოვნების მხოლოდ ერთი სახეობა ასწავლეს - ის მომხმარებელია. სინამდვილეში ბედნიერებას ადამიანს სხვაზე ზრუნვაც ანიჭებს, თანაც ყველაზე სასიამოვნო გართობაც კი ხშირი გამეორებისას ხიბლს კარგავს.

რა თქმა უნდა, ჩვენი სიტყვები იმას არ ნიშნავს, რომ ხშირი აკრძალვა და მკაცრი რეჟიმი ბედნიერების საწინდარია. ბავშვობაში მეტისმეტად დათრგუნულ პატარებს მომავალში არ შესწევთ უნარი, აღიქვან ბედნიერი წუთები, რომელთაც მათ ცხოვრება უძღვნის. მრავალი მათგანი ყალიბდება ძალზე შრომისმოყვარე პიროვნებად, რომელსაც არ ძალუძს, უქმე დღე მაინც გაატაროს ლამაზად. ესე იგი, ჰარმონიულ განვითარებას ხელს უშლის არა მარტო განებივრება, არამედ სიმკაცრეც.

მშობლებს უჭირთ ოქროს შუალედის პოვნა. ისინი სხვადასხვანაირად აღიქვამენ ბავშვის განებივრებასა და შეზღუდვას. ერთნი თვლიან, რომ თუ დღეს პატარა გასართობ ცენტრში არ იყო, ის უბედურია, მეორენი სახლში ხმაურიან თამაშსაც კი განებივრებად მიიჩნევენ. შევეცდებით, ოქროს შუალედის პოვნაში დაგეხმაროთ.

თუ ყველაფერი ის, რის ნებასაც რთავთ პატარას, არ ვნებს მოზრდილთა ან უფროსი ბავშვების ინტერესებს, ოჯახი ცხოვრობს არა მარტო ბავშვის სიხარულით, არამედ ყველას აქვს საკუთარი და საერთო დღესასწაული, არ არსებობს საფრთხე, რომ პატარას ზედმეტად გაანებივრებთ. თუ ოჯახს საშუალოზე დიდი შემოსავალი აქვს და გეშინიათ, ეს უარყოფითად არ აისახოს ბავშვის საქციელზე, ასწავლეთ მას, მეგობრის არჩევისას არამც და არამც არ იხელმძღვანელოს მატერიალური პრინციპით. შეძლებისდაგვარად და ასაკის შესაფერისად გააგებინეთ პატარას, რომ ოჯახშიც არსებობს პრობლემები. საერთო საქმესა და პრობლემებში მონაწილეობა მას განსაკუთრებულობის შეგრძნებას დაუკარგავს.

ბებიები და შვილიშვილები

მრავალი მშობელი წუწუნებს, რომ მათ პატარებს ბებია-ბაბუები ანებივრებენ, მათთან გატარებული დღეების შემდეგ ბავშვის ჩვეულ ჩარჩოებში მოქცევა შეუძლებელი ხდება. სინამდვილეში ეს თაობათა შორის კონფლიქტის პრობლემა უფროა, ვიდრე აღზრდისა. ბებია, უწინარეს ყოვლისა, იმისთვის არსებობს, რომ შვილიშვილი გაანებივროს. ნებისმიერ ბავშვს სჭირდება უპირობო სიყვარული, რომელსაც მას ბებია სჩუქნის. ბებიას ბავშვის აღზრდისას ნამდვილად არ ეკისრება ის პასუხისმგებლობა, რაც მშობლებს, ამიტომ მას აქვს უფლება, აშკარად გამოხატოს თავისი გრძნობები შვილიშვილის მიმართ, აღფრთოვანდეს მისით, მოეფეროს, შეაქოს.

მით უფრო, რომ მას საამისოდ გაცილებით მეტი დრო აქვს, ვიდრე დედ-მამას. გარდა ამისა, ბავშვმა კარგად იცის, რისი უფლება აქვს ბებიასთან და როგორ უნდა მოიქცეს მშობლების ოჯახში. თუ მშობლები განუხრელად ატარებენ აღზრდის საკუთარ ხაზს, ბავშვიც შინ დაბრუნებისას მალევე გარდაიქმნება. თუ ბებიის აღზრდის პრინციპები რადიკალურად უპირისპირდება მშობლების შეხედულებებს და ბავშვი ბებიასთან ვიზიტის შემდეგ ვეღარ ეგუება ჩვეულ რეჟიმს, სჯობს, ცოტა ხნით თავი ვარიდოთ პატარას ხანგრძლივ სტუმრობას ბებია-ბაბუასთან და მხოლოდ ერთობლივ ხანმოკლე ვიზიტებს დავჯერდეთ.