საკუთარი შვილივით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საკუთარი შვილივით

ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ გარემოცული ხართ ოჯახური ბედნიერებით და მზად ხართ, უწილადოთ იგი მას, ვისაც ის აკლია. არც ისე მნიშვნელოვანია, გყავთ თუ არა საკუთარი შვილი, რადგან ამ კუთხით მიღებული გამოცდილება არაფერს წყვეტს...

აი, ყველა ფორმალობა მოგვარდა და ბავშვთან ერთად სახლში ბრუნდებით. გგონიათ, ყველა პრობლემა უკან დარჩა, მაგრამ მთავარი სირთულე თურმე ჯერ კიდევ წინაა. პატარა, რომელიც აქამდე მოწიწებით შემოგყურებდათ, ჭირვეულობას იწყებს, არ გიჯერებთ, გამოცდას უწყობს თქვენს ნერვებს. ზოგჯერ გეჩვენებათ, რომ გამოწმებთ, გიყვართ თუ არა ის ისე, როგორც მშობელ დედას ეყვარებოდა, ანუ უპირობოდ. მან არ იცის, რომ თქვენც  გაქვთ გრძნობები, თქვეც გჭირდებათ მისი ალერსი, მადლიერება, ყურადღება. როცა წყვილს ბავშვი აჰყავს აღსაზრდელად, გაუცნობიერებლად ელის “სამაგიერო” სიყვარულს და მადლიერებას, მაგრამ ასეთ ჰარმონიას ხშირად ღვიძლ შვილთანაც კი ვერ ვაღწევთ, რომ აღარაფერი ვთქვათ უცხო ბავშვზე, რომლის შინაგანი სამყარო ცხრაკლიტულში გამოკეტილი საიდუმლოა. ბავშვთა სახლიდან ბავშვის წამოყვანამდე სასურველია გაიგოთ მისი ისტორია: სად დაიბადა, ვინ ზრუნავდა მასზე, ახსოვს თუ არა დედის ხელების სითბო, განცდა, რომ ის ვიღაცას სჭირდება, რომ მას გამოკვებავენ, არ დასჯიან, ყურებს არ მოქაჩავენ, უხეშად არ მოექცევიან - დიახ, ასეთ გამოცდილებასაც შეიძლება ინახავდეს ბავშვის მეხსიერება და ეს საშუალებას არ მისცემს, მაშინვე მიენდოს ახალ მშობლებს. ბავშვის ნდობის მოპოვება არც ისე ადვილი საქმეა. პრაქტიკულად შეუძლებელია, მომავალი მშობელი ორიოდე პაემნით მიხვდეს, გახდება თუ არა ეს პატარა “მისი შვილი”, ემთხვევა თუ არა ერთმანეთს მათი ტემპერამენტი, აქვს თუ არა საერთო მის გარეგნობას, სუნს, სიარულისა და საუბრის მანერას იმასთან, რაც უკვე ღრმად არის აღბეჭდილი ბავშვის მეხსიერებაში... არადა, ყოველივე ამას ბავშვისა და მისი მომავალი მშობლების თანაარსებობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. უმჯობესია, ბავშვსა და მომავალ მშობლებს ერთხანს ჰქონდეთ თავისუფალი, ყოველგვარ ურთიერთვალდებულებას მოკლებული ურთიერთობის საშუალება. თუ რამდენიმე შეხვედრის შემდეგ მშობლები დაინახავენ, რომ ბავშვი მზერით დაეძებს მათ, მათ დანახვაზე სახე უნათდება, მაშინ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ის მათით მანიპულირებას არ ცდილობს.

ნაშვილები ბავშვის მშობლებს მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ პირველ ხანებში ბავშვი მათ მხოლოდ მაშველ რგოლად აღიქვამს. მხოლოდ მშობლებზეა დამოკიდებული, იქცევიან თუ არა ისინი რაიმე უფრო მნიშვნელოვნად:

  • მათ უნდა აუკრძალონ საკუთარ თავს გაბრაზება და განაწყენება, არ ჰქონდეთ არავითარი მოლოდინი.
  • უნდა იყვნენ მომთმენნი და გულღიანი, უკითხონ ბავშვს კეთილი ზღაპრები, ნაზად ასწავლონ კბილების გახეხვა და თეფშის გარეცხვა ჭამის შემდეგ.
  • არ მისცენ უფლება, შემოიღოს თავისი კანონები, მაგრამ არც დასაჯონ, არ სცადონ მისი დაშინება.
  • თანდათანობით შეაჩვიონ ახალ რეალობას. მასთან ერთად უყურონ მულტფილმებს, საბავშვო ფილმებს, განიხილონ ნანახი. ამით ისინი შეავსებენ ბავშვის შინაგან სამყაროს იმ სახეებითა და ცნებებით, რომელთა მეშვეობითაც პატარა მაუგლი ადამიანად გარდაიქმნება.