გაუფრთხილდით ბავშვის ნიჭს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გაუფრთხილდით ბავშვის ნიჭს

ვუნდერკინდი - ეს არის ბავშვი, რომელიც გონებრივი შესაძლებლობებით უსწრებს თანატოლებს, თავისებური ინტელექტუალური აქსელერანტი. ვუნდერკინდების 85-90% მოზარდ ასაკში კარგავს თავის უნიკალურ ნიჭსა და შესაძლებლობებს და ჩვეულებრივი ადამიანი ხდება. შემდეგ მრავალ მათგანს უჭირს თავისი “საშუალოობისა” და “ჩვეულებრიობის” გაცნობიერება - ცოტა ხნის წინ ხომ ისინი გარშემო მყოფთა აღფრთოვანებას იწვევდნენ, ახლა კი მათ განსაკუთრებულ ყურადღებას აღარავინ აქცევს, ამიტომ ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას, “აღზარდოთ” ვუნდერკინდი. მიმართეთ კონსულტაციისთვის ფსიქოლოგს: ის შეაფასებს ბავშვის ნიჭიერების ხარისხს და გეტყვით, სასარგებლო იქნება თუ არა მისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნა. მაგრამ თუ შვილს გენიოსობის ნიშნებს ამჩნევთ, დაეხმარეთ მას! სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ტალანტი 50%-ით ნიჭისგან შედგება, ხოლო 50%-ით - შრომისმოყვარეობისაგან.

რა შეგიძლიათ გააკეთოთ იმისთვის, რომ სრულყოფილად გახსნათ და გამოავლინოთ თქვენი შვილის ტალანტი?

  • მიეცით საშუალება პატარას, სიცოცხლის პირველივე დღეებიდან რაც შეიძლება მეტი და აქტიურად იმოძრაოს. ეს ხელს შეუწყობს აზროვნების, გრძნობების, წარმოსახვის განვითარებას. ამასთან, პირველი სამი წლის განმავლობაში მოტორიკის განვითარება ყველაზე მეტად ასტიმულირებს ინტელექტს.
  • სხვისი გამოცდილების გაზიარებით, განცდითა და გათავისებით ადამიანი სწრაფად მწიფდება და ყალიბდება როგორც მრავალმხრივი პიროვნება. რაც შეიძლება მეტი უკითხეთ პატარას, დაათვალიერებინეთ მხატვართა ალბომები, უამბეთ სამეცნიერო მიღწევების შესახებ, რომლებიც,  თქვენი აზრით, საინტერესო იქნება მისთვის.
  • ხშირად გქონდეთ კონტაქტი ბავშვთან. ნუ აარიდებთ თავს კითხვებს, რომლებსაც ის დაგისვამთ, უპასუხეთ მათ შეძლებისდაგვარად დაწვრილებით. ნახავთ, პასუხების ძიება თქვენც როგორ გაგიტაცებთ!
  • ნუ მოაბეზრებთ თავს ბავშვს ზედმეტი მზრუნველობითა და მუდმივი ზედამხედველობით - მასაც სჭირდება მარტო დარჩენა, ფიქრი, თამაში, უბრალოდ დივანზე წამოკოტრიალება ან ფილმის ყურება.
  • განუვითარეთ ბავშვს ემოციური ინტელექტი - ასწავლეთ თანაგრძნობა, წაახალისეთ სხვისი დახმარების სურვილი.
  • პატივი ეცით ბავშვის ინტერესებს, მაშინაც კი, როდესაც გეჩვენებათ, რომ ისინი მეტისმეტად გულუბრყვილოა და სულელურიც კი. ნუ ეცდებით მის განვითარებას განსაზღვრული სტანდარტების მიხედვით.
  • წაახალისეთ ბავშვის ფანტაზია - გამომგონებლობა შემოქმედებითი უნარების არსებობას მოწმობს.
  • მიაჩვიეთ პატარა ბეჯითობას, გამოუმუშავეთ შრომისმოყვარეობა. ეს მას სარგებლობას მოუტანს, განურჩევლად იმისა, გახდება თუ არა გენიოსი.

ზომიერი მოთხოვნები

ტალანტი არცთუ მსუბუქი ძღვენია ბავშვისა და მისი მშობლებისთვის. სუპერშესაძლებლობების განვითარებისთვის განსაკუთრებული პირობებია საჭირო, რომლებიც ნამდვილად შეუწყობს ხელს ნიჭის განვითარებას და არ მოახდენს მის ნიველირებას სრულ გაქრობამდე. ფსიქოლოგები, რომლებიც გამორჩეულად ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობენ, მიიჩნევენ, რომ მშობლების შეცდომები ტალანტს ღუპავს. რაც უფრო აშკარაა ტალანტი, მით უფრო მეტად უჩნდებათ მშობლებს ამით ტრაბახის ან მოგების ნახვის სურვილი. ნუ გაგიტაცებთ ბავშვის წარმატებებით მანიპულირება - მისი ორგანიზმის შესაძლებლობებსაც აქვს საზღვარი. რა ნიჭიერიც არ უნდა იყოს, ბავშვი მაინც ბავშვად რჩება და აუცილებლად უნდა ეთამაშოს თანატოლებს. თუ მას მუდამ “მოზრდილად” ჩავთვლით და მაღალ მოთხოვნებს წავუყენებთ, ძალიან გაუჭირდება სოციუმში ჩაწერა. ბავშვს მუსიკა (სპორტი, პოეზია, მათემატიკა) იტაცებს? ნუ შეჩერდებით ამაზე. ეცადეთ, ყოველმხრივ და ჰარმონიულად განავითაროთ მისი ნიჭი. პატარა ბიოლოგმა აუცილებლად უნდა იაროს სპორტულ სექციაში, თეატრალურ წრეზე ან საგუნდო სტუდიაში, სპორტსმენმა შეისწავლოს მეცნიერებები, მუსიკოსმა - ენები, ტექნიკა...

როგორ ამოვიცნოთ

ყველა დედას მიაჩნა, რომ მისი შვილი ნიჭიერია, მაგრამ აქვთ თუ არა გენიოსებს “განმასხვავებელი თავისებურებები”? თქვენი შვილი “არაჩვეულებრივია”, თუ:

  • ძალზე ცნობისმოყვარეა: ჩვილ ასაკში ყურადღებით და დიდხანს ათვალიერებდა და სინჯავდა ნივთებს, თითქოს შეისწავლიდა მათ. მოგვიანებით ცდილობდა, ყველაფერი დაწვრილებით გამოეკვლია, ბევრს კითხულობდა იმის შესახებ, რაც აინტერესებდა.
  • მიდრეკილია დამოუკიდებელი აზროვნებისკენ: ხსნის ნებისმიერ ამოცანას, ამჟღავნებს ფანტაზიას, მისი დასკვნები საინტერესოა და ორიგინალური;
  • აქვს თანაგრძნობის უნარი: ვერ იკავებს ცრემლებს, როცა ზღაპრის გმირები განსაცდელში ხვდებიან.
  • კარგად აქვს განვითარებული ინტუიცია - ზოგჯერ ისეთ რამეებს ხვდება, რისი ახსნაც ყველა მოზრდილსაც კი არ შეუძლია.