უსიტყვო მორჩილება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უსიტყვო მორჩილება

მათი უმრავლესობა თავის ქცევაში ოსტატურად უთავსებს ერთმანეთს ურთიერთსაპირისპირო ტენდენციებს - არ ეკამათონ უფროსებს და იმავდროულად თავისუფლებაც შეინარჩუნონ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ისინი პოულობენ ოქროს შუალედს უფროსებთან (მშობლებთან, პედაგოგებთან) კონფრონტაციასა და მათდამი სრულ მორჩილებას შორის. მაგრამ ეს ყველას არ გამოსდის. არსებობენ ბავშვები, რომლებიც უსიტყვოდ ემორჩილებიან უფროსებს. ჩვენ ისინი მოგვწონს, ვაქებთ, ვაჯილდოებთ, სხვა ბავშვებს მაგალითად ვუსახავთ და აზრადაც არ მოგვდის, რომ ბავშვის ასეთი ქცევა კი არ უნდა გვახარებდეს - უნდა გვაღელვებდეს. ასეთი ბავშვების მთავარი თვისებებია სულიერი სისუსტე, თავდაჯერების უქონლობა, უნებისყოფობა, ეს კი უზარმაზარი პრობლემაა, როგორც თვით ბავშვისთვის, ისე მისი მშობლებისთვისაც - ცხადია, თუ ისინი შვილის ბედნიერებაზე ფიქრობენ და არა საკუთარ კომფორტზე. ინგლისელი ფსიქიატრი რონალდ ლენგი შიზოფრენიის მთავარ მიზეზად ბავშვობაში უსიტყვო მორჩილებას მიიჩნევდა. საინტერესოა, რომ მომავალი შიზოფრენიკების მშობლები სრულიადაც არ არიან დესპოტები; არ სჯიან, არ სცემენ და არ ლანძღავენ შვილებს. უბრალოდ, გამუდმებით ახალისებენ მათ უსიტყვო მორჩილებას და დამჯერი შვილებით ამაყობენ. მათ მოსწონთ, როცა ბავშვი მათი ჩრდილია, საკუთარი არაფერი გააჩნია და ერთიანად ემორჩილება უფროსების ნებას. რა თქმა უნდა, ყველა დამჯერი ბავშვი ფსიქიკურად არ ავადდება, მაგრამ ყოველთვის ფერხდება პიროვნული განვითარება. გამოდის, რომ უტყვი მორჩილებისკენ მიდრეკილება სერიოზული პედაგოგიური პრობლემაა. როგორ მოვაგვაროთ ის? უპირველეს ყოვლისა, უსიტყვო მორჩილებისთვის ბავშვი არ უნდა შევაქოთ და წავახალისოთ. მას აუცილებლად უნდა განვუვითაროთ უნარი, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და მასზე პასუხი აგოს. იმსჯელეთ მასთან ერთად ყოფით საკითხებზე. გაუზიარეთ აზრი და მისიც მოისმინეთ. მაგალითად, იმის თაობაზე, ღირს თუ არა წვიმაში სასეირნოდ წასვლა. ბავშვს, რა თქმა უნდა, გუბეებში ჭყაპუნის მომხიბლავი პერსპექტივა ესახება. თქვენ ეს აზრი ალბათ არ მოგეწონებათ, მაგრამ დაანახვეთ ბავშვს, რომ საკუთარი აზრის გამოთქმა აკრძალული არ არის, პირიქით, მისასალმებელია. სადმე წასვლის წინ აუცილებლად ჰკითხეთ, რის ჩაცმა სურს ან რომელ სათამაშოებს წაიღებს თან. მსჯელობა - ეს არის შანსი, შეთანხმდეთ, მიიღოთ საერთო გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში თავს აღარ იჩენს წინააღმდეგობა უფროსების გადაწყვეტილებასა და ბავშვის სურვილს შორის. თუ გსურთ გაიგოთ, როგორ იქცევა თქვენი შვილი საბავშვო ბაღში ან როგორ ექცევიან თვითონ მას, ეთამაშეთ "საბავშვობაღობანა". სათამაშოები ბაღის აღსაზრდელები იყვნენ, ხოლო თქვენი პატარა - მასწავლებელი. შესთავაზეთ სხვადასხვა სიტუაცია: გესაუბროთ, როგორც მასწავლებელი, "დაგამშვიდოთ", როცა "გაჭირვეულდებით"... თქვენთვის ბევრი რამ ცხადი გახდება. თამაში "დედაშვილობანა", სადაც მშობელი ბავშვის როლს მოირგებს, ხოლო ბავშვი - დედისას ან მამისას, მოგითხრობთ, როგორ ხედავს ბავშვი თავის ოჯახს, რაზე ოცნებობს და რისა ეშინია, რას შეცვლიდა თუნდაც დასთან ან ძმასთან ურთიერთობისას. სიტუაციების ასეთი მოდელირებით თქვენ სათანადო დასკვნების გამოტანას შეძლებთ.