სიტყვის ძალა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სიტყვის ძალა

ძლივს მოვაშორე იქაურობას. საღამოს, როცა ვვახშმობდით, ნიკას სუფრაზე ფაფიანი კოვზი დაუვარდა. მინდოდა, მისთვის ჩვარი მიმეწოდებინა მოსაწმენდად, მაგრამ უეცრად კოვზი და ფაფა ჩემ თვალწინ იატაკზე დაანარცხა. ყველაზე მეტად რამაც გამაოგნა, ეს იყო არა ბრაზი, არა ჭირვეულობა, არამედ ერთგვარი სასოწარკვეთილი გამომეტყველება, თითქოს ის წინასწარ ემზადებოდა სასჯელისთვის... რატომ მოიქცა ასე?

მეტისმეტად ხშირად ხომ არ ვკიცხავთ და ვსჯით საკუთარ შვილებს, ხომ არ გვავიწყდება მათი შექება? გვიფიქრია კი ამაზე? ყველა ბავშვი სჩადის ჩვენი, მშობლების თვალსაზრისით "ცუდ" საქციელს: ჩხუბობს, აბრაზებს და აწვალებს ცხოველებს, თავს აბეზრებს უფროსებს, ყვირის, ცრუობს, არ ჭამს ფაფას... როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში ჩვენ, უფროსები? გასაგებია, რომ ყოველი ცალკეული შემთხვევისთვის მზა რეცეპტი არ არსებობს, მაგრამ არსებობს მარტივი წესები, რომელთა დაცვას ყოველთვის აქვს აზრი. ჩვენი მკითხველის წერილი საკმაოდ დამაფიქრებელია. მისი გაოგნება ბუნებრივია - მას აზრადაც არ მოსდის, რომ თვითონვე შთააგონა შვილს, რომ ცუდია. ნებისმიერი ბავშვი კი ქვეცნობიერად ცდილობს, გაამართლოს მოლოდინი, ანუ გააკეთოს ის, რასაც მისგან მშობლები მოელიან. ნიკაც ასე მოიქცა. მას უთხრეს, რომ ის ცუდი, ბოროტი ბიჭია და ისიც იქცევა ისე, როგორც უნდა მოიქცეს "ცუდი ბიჭი". საქმე ის არის, რომ ბავშვს პიროვნებად აყალიბებს ჩვენი წარმოდგენა მასზე. ცხადია, არა მხოლოდ ეს, მაგრამ ესეც, თანაც ზოგჯერ ჩვენი აზრი გადამწყვეტია. ჩვენი წარმოდგენა ბავშვზე მას ნამდვილად აქცევს ისეთად, როგორადაც ჩვენ ვხედავთ მას. საგულისხმოა, რომ მოზრდილ ადამიანებზე ჩვენ მათი საქციელის მიხედვით ვმსჯელობთ, მაგრამ როცა საქმე ბავშვს ეხება, განსაკუთრებით - ჩვენსავე შვილს, ყველაფერი პირიქით არის. როგორი იქნება ის, როგორ მოიქცევა, იმაზეა დამოკიდებული, როგორი წარმოდგენა გვაქვს ჩვენ მის შესახებ. ასე რომ, ბავშვმა ზუსტად უნდა იცოდეს თავისი დედ-მამისგან, რომ ის კარგია. ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თვალთმაქცობა - ბავშვები ამას მყისვე ამჩნევენ. როცა ბავშვს ეუბნებით, რომ ის კარგია, მას თქვენს გულწრფელობაში ეჭვი არ უნდა შეეპაროს. საქმის არსი ის კი არ არის, რომ დროდადრო უმეოროთ შვილს: "შენ კარგი ხარ", - არამედ ის, რომ ნამდვილად ასე ფიქრობდეთ და გრძნობდეთ, და მაშინ შეიძლება არაფერიც არ უთხრათ ან უთხრათ ერთხელ - ბავშვისთვის ესეც საკმარისი იქნება. ადამიანი, რომელიც დარწმუნებულია, რომ კარგია, მზად არის, საკუთარი კანიდან ამოძვრეს, რათა დაამტკიცოს, რომ ეს ნამდვილად ასეა, რომ იმედი არ გაუცრუოს არც საკუთარ თავს და არც გარშემო მყოფებს. სწორედ აქედან იღებს სათავეს საკუთარი ღირსების შეგრძნება: "მე კარგი ვარ! ეს იმას ნიშნავს, რომ შესაფერისად უნდა მოვიქცე!" თუ ბავშვი ცუდად მოიქცა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვითვალთმაქცოთ, პირიქით, დაუფარავად უნდა ვუთხრათ, რომ მან დააშავა, მაგრამ ბავშვზე როგორც პიროვნებაზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვთქვათ, რომ ის ცუდია, თორემ მივიღებთ იმას, რაც "დავუკვეთეთ" - ცუდ ადამიანს. ჩვენ კი ეს სულაც არ გვინდა, ხომ ასეა?