მამა და შვილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამა და შვილი

სტატისტიკის თანახმად, ყოველ მეორე დედას ეჩვენება, რომ მეუღლე იმაზე ნაკლებად ეხმარება, ვიდრე საჭიროა. ინტერნეტფორუმებზე ახალგაზრდა დედები ხშირად უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას. კატეგორიულ კომენტარებსაც წააწყდებით. ერთნი ამბობენ, რომ მამაკაცი, რომელსაც საკუთარი შვილის მოვლა ეზარება, საერთოდ არ არის საჭირო, მეორენი კი ძველ დროს იხსენებენ, როცა მამაკაცი "შემომტანი" იყო, ქალი კი ოჯახს და ბავშვებს ისე უვლიდა, რომ ქმარს საერთოდ არ აწუხებდა. რეალურად კი ახალბედა მშობლები მაინც აღწევენ შეთანხმებას. რაც უფრო ადრე მოხდება ეს, მით უკეთესი, ამიტომ მოდი, რამდენიმე რჩევა დავიხსომოთ.

პირველი და მთავარი, რაც უნდა იცოდეს ახალგაზრდა დედამ, ის არის, რომ მამაკაცთან ურთიერთობისას მკაფიოდ ჩამოაყალიბოს თავისი თხოვნა, ვიდრე ის საყვედურად იქცევა. მეტადრე - ისეთ რთულ და მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებით, როგორიც არის მამის მონაწილეობა ბავშვის ცხოვრებაში. წყენის გულში ჩადება გაუცხოებისკენ მიმავალი უმოკლესი გზაა. ნაცვლად იმისა, რომ ტრაგედიის გმირის კილოთი წარმოთქვათ: "როგორ დავიღალე!" - და თვალები დრამატულად გადაატრიალოთ, მეუღლეს სთხოვეთ, სულ რაღაც 15-20 წუთით მიხედოს ბავშვს, სანამ თქვენ თავს მოიწესრიგებთ. ასე დაიწყეთ და დრო თანდათანობით გაზარდეთ, მამის მოვალეობათა ჩამონათვალიც გააფართოვეთ. მთავარია, ყველაფერი თანდათანობით მოხდეს.

თუ ხედავთ, რომ თქვენი მეუღლე პრინციპში არ არის შვილის მოვლის წინააღმდეგი და თქვენ უკმაყოფილო ხართ არა ბავშვთან ერთად გატარებული დროის ოდენობით, არამედ მისი მოვლის ხარისხით, საყვედურები არც აქ გამოგადგებათ - დიდია ალბათობა, რომ თქვენმა ქმარმა დაკარგოს ინტერესი იმ საქმის მიმართ, რომელიც არ გამოსდის. მისი საქციელი არცთუ ულოგიკო იქნება - თუ ის თავს ვერ ართმევს მამის მოვალეობას, რაც შესაძლოა ბავშვისთვის საზინოც კი აღმოჩნდეს, ჯობს საერთოდ არიდოს თავი ჩვილთან ურთიერთობას. ბოლოს და ბოლოს, რა კაცის საქმეა...

მეორე მნიშვნელოვანი წესია მეუღლისთვის მკაფიო ინსტრუქციების მიწოდება. თქვენ ელემენტარულად მიგაჩნიათ იმის ცოდნა, რომ საჭმელი უნდა გათბეს, ხოლო სეირნობისას პატარას ქუდი ეხუროს. მიუხედავად ამისა, ეს ყოველივე უნდა ჩამოწეროთ და თვალსაჩინო ადგილზე დადოთ, თუნდაც მაცივარს მიაკრათ მაგნიტით. მამას, რომელმაც ეს ყველაფერი არ იცის, საგრძნობლად გაუადვილდება დაკისრებული ამოცანის შესრულება.

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ მამაკაცები სიამოვნებით აკეთებენ ყველაფერს, რაც მარჯვედ გამოსდით. ამიტომ, თუნდაც მამასთან დატოვებული პატარა ატირებული და მშიერი დაგხვდეთ, ნუ წამოიწყებთ საყვედურებს. საქმის გამოსწორება უამისოდაც შეიძლება.

გახსოვდეთ: თუ მუდმივად უკმაყოფილო იქნებით მოვლის ხარისხით, მამა საერთოდ უარს იტყვის ამ მოვალეობაზე. ჯობს, მეუღლე შეაქოთ და გაამხნევოთ. ნაცვლად საყვედურისა: "აქამდე როგორ ვერ აჭამე?!" - ჯობს მშვიდად აღნიშნოთ, რომ ფაფა გრილი ყოფილა და პატარამ ამიტომაც დაიწუნა. გვერწმუნეთ, ნათქვამი მიზანს მიაღწევს. ნაცვლად მითითებისა, ჯობს წყნარად აღნიშნოთ: "მე ასე ვაკეთებ". ხოლო ზოგიერთ შეცდომაზე, რომელიც საფრთხეს არ უქმნის ბავშვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, შეიძლება საერთოდ დავხუჭოთ თვალი. მაგალითად, არ შევიმჩნიოთ, რომ მამამ პატარა საშინაო ტანსაცმლით გაიყვანა სასეირნოდ ან უგემოვნოდ ჩააცვა. სცადეთ გაიგოთ, რა გამოსდის თქვენს მეუღლეს ყველაზე უკეთ.

ჩვეულებრივ, მამები წარმატებით ართმევენ თავს ბავშვებთან თამაშს. დედებს, რომლებიც მთელი დღე საქმიანობენ, თამაშისთვის დრო უბრალოდ არ რჩებათ. ისარგებლეთ მამების ამ თანდაყოლილი ნიჭით. კიდევ ერთი ხერხი, რომ მამა ჩვილის მოვლას მივაჩვიოთ, არის ხშირი აღნიშვნა იმისა, რა სიამოვნებით იცინის ბავშვი მამასთან თამაშის დროს. როცა მამაკაცი მიხვდება, რომ მის თავს ბავშვს ვერავინ შეუცვლის, თავად ეცდება, მეტი დრო გაატაროს შვილთან.


თავისუფალი დრო

კარგი იქნება, თუ მოვახერხებთ, მამისა და შვილის ურთიერთობა რეგულარული და დოზირებული იყოს. ეს ნიშნავს, რომ მამამ ნათლად იცოდეს, რამდენ დროს გაატარებს შვილთან და როდის იქნება თავისუფალი. მამაკაცს ხომ ჰაერივით სჭირდება პირადი სივრცე. ძველთაგანვე ცნობილია, რომ რაც უფრო მეტ თავისუფლებას აძლევ ადამიანს, მით უფრო ნაკლებად მოითხოვს მას და პირიქით.

ბავშვის დაბადების შემდეგ მშობლებს ახალი ინტერესები და მოვალეობები უჩნდებათ. ამ ყოველივემ არ უნდა გააქროს ცოლ-ქმრის ძველი ინტერესები. ქალები უმეტესად ბავშვის დაბადებისთანავე კარგავენ ინტერესს მთელი დანარჩენი სამყაროს მიმართ, მაგრამ მამაკაცებს მამის ინსტინქტი ასე მალე არ უყალიბდებათ. იმისთვის, რომ მეუღლე "სანიმუშო მამად" ვაქციოთ, აუცილებელია მოთმინება, გამძლეობა და გაგება. გაითვალისწინეთ: მამა დედა ვერ იქნება, ამიტომ შეუძლებელს ნუ მოსთხოვთ. შესაძლოა, მან ახალშობილის მიმართ ვერ გამოამჟღავნოს ისეთი სითბო, როგორიც დედამ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვი მასზე ნაკლებად უყვარს. უბრალოდ, მამაკაცი სხვაგვარად არის მოწყობილი და იმისთვისაც მადლობელი უნდა ვიყოთ, თუ პატარა რამდენიმე წუთით მაინც გაართო.

არ აკონტროლოთ მამაკაცი, როცა ის ბავშვთან ერთად არის. ჯობს, გამოთავისუფლებული დრო საკუთარ თავს მოახმაროთ. თუ ჩვილი ისეთი პატარაა, რომ მამას მისი ხელში აყვანისაც ეშინია, ძალას ნუ დაატანთ, სანაცვლოდ საოჯახო საქმეში სთხოვეთ დახმარება.

თუ ამ ყოველივეს შევაჯამებთ, აი, რა დასკვნას გამოვიტანთ: ზრდასრულ თავისუფალ მამაკაცს რამის გაკეთება აიძულოთ, შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია მოიქცეთ ისე, რომ მამაკაცს თავად გაუჩნდეს ბავშვის აღზრდაში მონაწილეობის სურვილი. მთავარია, არ დაგვავიწყდეს ელემენტარული წესი, რომელსაც ემყარება ნებისმიერი ჰარმონიული ურთიერთობა: "მოექეცი სხვას ისე, როგორც გსურს თავად მოგექცნენ".

სანიმუშო მამა

მამამ გულახდილად უნდა უპასუხოს ქვემოთ მოყვანილ შეკითხვებს. ყოველი დადებითი პასუხი 2 ქულით შეაფასეთ, უარყოფითი კი 1 ქულით, ბოლოს ქულები შეაჯამეთ და შეიტყვეთ, რამდენად ახლოს ბრძანდებით იდეალთან.

1. მამა ხალისით ეთამაშება ბავშვს, როცა ის ითხოვს?

2. მამა საკუთარი ინიციატივით ასაჩუქრებს პატარას?

3. სეირნობისას ბავშვს მამისთვის ხელი აქვს ჩაკიდებული?

4. უყვარს თუ არა მამას შვილთან სერიოზული საუბარი?

5. უკითხავს თუ არა მამა ბავშვს წიგნებს?

6. უჭირს თუ არა პატარას პასუხის გაცემა კითხვაზე "დედა უფრო გიყვარს თუ მამა?"

7. მამა ხალისით ამყარებს შვილთან ურთიერთობას?

8. შეუძლია მამას, გაახალისოს შვილი?

9. ბავშვი მოწყენილია, როცა მამა შინ არ არის?

10. მამა ასწავლის შვილს კარგისა და ცუდის გარჩევას?

11. ამბობს თუ არა პატარა, რომ მას ამქვეყნად საუკეთესო მამა ჰყავს?

12. მისცემს თუ არა მამა ბავშვს სათამაშოდ საგანს, რომელიც შეიძლება შემთხვევით გატყდეს?

13. შეუძლია თუ არა მამას აუცილებლობის შემთხვევაში საუზმის მომზადება?

14. შეუძლია თუ არა მამას, ბავშვი აბანაოს?

15. აქვთ თუ არა ბავშვს და მამას საერთო ინტერესები?

16. თამაშის დროს უზის თუ არა ბავშვი მამას მუხლებზე?

17. უქმე დღეებში მამა ხალისით ეთამაშება შვილს?

18. შეუძლია თუ არა მამას, სამართლიანად განსაჯოს შვილები ჩხუბის შემთხვევაში?

19. შეუძლია თუ არა მამას, მოეფეროს განაწყენებულ შვილს?

20. მამა და შვილი იშვიათად კამათობენ?

ახლა შევაჯამოთ ქულები

26 ქულაზე მეტი: მამა ძალიან მზრუნველი, ყურადღებიანი და კეთილია, სათანადოდ ესმის შვილის. არ ეშინია ბავშვის ხელში აყვანის. პატარას თანატოლად აღიქვამს. მამა-შვილს აქვს საერთო ინტერესები და საიდუმლოებანი. მამა შვილის საიმედო მცველი და მისაბაძი მაგალითია. უკეთეს მამას შვილისთვის ვერც ინატრებდით.

13-დან 25 ქულამდე: უდავოა, რომ მამა უმკლავდება საკუთარ მოვალეობებს, მაგრამ შვილის მიმართ მეტისმეტად სერიოზული ხომ არ არის? ნუ დავივიწყებთ, რომ ბავშვი ჯერ პატარაა და ბევრი სერიოზული საკითხის გააზრება არ შეუძლია. მამამ უნდა შეცვალოს მისდამი დამოკიდებულება, გახდეს უფრო ლმობიერი, ყურადღებიანი, ოღონდ ისე, რომ საბოლოო ჯამში პატარა ჭირვეულ ეგოისტად არ გადაიქცეს.

12 ქულაზე ნაკლები: მამა საკუთარ მოვალეობებს უკეთ უნდა ასრულებდეს. მოუცლელობა სულაც არ ამართლებს იმ გაღიზიანებას, რომლითაც ის ბავშვის მოთხოვნებს პასუხობს. შეისვას პატარა კისერზე და ცოტა ხნით გაასეირნოს - ეს შესანიშნავი ვარჯიშია მამისთვის და დიდი სიამოვნება - ბავშვისთვის. პატარა იამაყებს, რომ მისი მამა ღონიერია და მასთან თამაშობს. ბავშვი ხომ არასოდეს სთხოვს მშობლებს იმაზე მეტს, ვიდრე შეუძლიათ.