პატარა რომეოები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პატარა რომეოები

სწორედ ამიტომ გვირჩევენ ფსიქოლოგები, ყურადღებიანი ვიყოთ შვილის გრძნობების მიმართ, ისინი სკოლამდელ ასაკში "შეყვარებას" სავსებით ნორმალურად მიიჩნევენ. ფსიქოლოგის კომენტარის თანახმად, 5-6 წლის პატარები საკმაოდ ხშირად არიან შეყვარებულნი. ეს ფაქტი ბავშვის ნაადრევ მომწიფებას კი არ ნიშნავს, არამედ მიუთითებს, რომ პატარას კარგი ურთიერთობა აქვს თანატოლებთან და ჯანსაღი ინტერესი მოზრდილთა სამყაროს მიმართ, რომლისთვისაც ეს სიყვარული განუყოფელი ნაწილია. ესე იგი, თუ პატარა შეყვარებულია, მშობლები ამ ფაქტით აღფრთოვანებულნი უნდა იყვნენ!

სიყვარული ტკბილია და მწარეა!

პატარა რატი ტკბილეულზე უარს ამბობს, იმიტომ, რომ გახდომა უნდა. რად გინდა გახდომა? - უკვირს დედას. იმიტომ მინდა, რომ ანის გამხდრები მოსწონს! - აცხადებს ბიჭი. აი, ბავშვური სიყვარულის შედეგი! ეს კარგი შემთხვევაა, როცა პატარა გარკვეულ გეგმას ადგენს, რათა სხვას თავი მოაწონოს. უფრო რთულია სიტუაცია, როცა ბავშვური სიყვარული გაუზიარებელია. რა თქმა უნდა, ეს არასოდეს გადაიქცევა სერიოზულ პრობლემად, რადგან პატარები მხოლოდ თამაშობენ "სიყვარულობანას" მშობლებისა და უფროსების მიბაძვით, მაგრამ ხომ შეიძლება ბავშვი განიცდიდეს, რომ ის "არ უყვართ"? ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია პატარას მოვუსმინოთ, არასოდეს ვიცინოთ მისი სიტყვების გაგონებისას. თქვენი ვალია დაეხმაროთ შვილს "სატრფოს გულის მოგებაში". საამისოდ მრავალი ხერხი არსებობს - შეარჩიეთ სიმბოლური საჩუქარი: პატარა ყვავილი, სათამაშო... "გრძნობებზე საუბრის" შემდეგ სცადეთ ბავშვის ყურადღება რაიმე სხვაზე გადაიტანოთ. პატარას განწყობილების ასამაღლებლად კი მრავალი საშუალება არსებობს - თამაში, სეირნობა, ნუგბარი.

მოულოდნელი ცვლილება

რატი წყნარი ბიჭი იყო. ბაღის უფროს ჯგუფში გადასვლისას უეცრად შეიცვალა - აგრესიული გახდა, მოჩხუბარი. ყველაზე მეტად კი ამ ყველაფრის გამო რატომღაც თაკო დაზარალდა. ბიჭი გოგონას ხან თმას ქაჩავს, ხან ფეხს ჰკრავს, ხან კოვზს ესვრის... გოგონა ტირის, მასწავლებელი გაოცებულია, ბიჭს ვეღარ ცნობს... ბავშვის ასეთმა ქცევამ მშობლის აგრესია კი არა, ინტერესი უნდა გამოიწვიოს. "რატომ იქცევა ბიჭი ასე", - აი, რაზე უნდა ფიქრობდნენ მშობლები. ქვემოთ მოვიყვანთ ბავშვის ქცევის ცვლილების შესაძლო მიზეზებს. რასაკვირველია, ერთ-ერთი მზეზი შეიძლება იყოს სიმპათია. ბავშვი ბავშვია, მან არ იცის ურთიერთობა, პატივისცემა მოწონების ნიშნად. ის ცდილობს, გრძნობები რაღაც ფორმით გამოხატოს. შესაძლოა ბავშვი მორცხვობს, მორცხვობა კი ასეთ ფორმას იღებს. არ არის გამორიცხული, ბიჭი ამ ფორმით ავლენდეს წყენას, წყენის მიზეზი კი მის მიმართ გოგონას უყურადღებობა იყოს. ბიჭმა ყურადღების მოსაპოვებლად ასეთი ფორმა მოძებნა. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია ბავშვთან გულითადი საუბარი. მშობელი უნდა შეეცადოს, ასეთ აგრესიას არ მისცეს განვითარების საშუალება. პატარა ბავშვმა ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში უნდა გააცნობიეროს, რომ ადამიანების ცემა ნამდვილად ცუდია. ისეც ხდება, რომ პატარა თავის თავში იკეტება და აგრესიის მიზეზს არ ავლენს. ფსიქოლოგების რჩევის თანახმად, თუ ბავშვი დუმს, მას შეკითხვებით თავი არ უნდა მოვაბეზროთ. არ არის საჭირო ზეწოლა. შეგიძლიათ მოუყვეთ ზღაპარს პრინცზე, რომელსაც პრინცესა მოსწონდა და ამის გამო ცუდ საქციელს სჩადიოდა, რადგან არ იცოდა, რა ექნა... არ იქნება ურიგო, თუ სცენებს თოჯინების დახმარებით გაითამაშებთ და პატარას ფანტაზიის საშუალებას მისცემთ... შეგიძლიათ საბავშვო ბაღის ხატვა დაიწყოთ, მაგრამ რას დახატავთ, ბავშვმა გიკარნახოთ... შესაძლოა ეს ყველაფერი დაგეხმაროთ აგრესიის ჭეშმარიტი მიზეზის გამოვლენაში.

მალე ქორწილი იქნება!

"მე დედას მოვიყვან ცოლად!" - აცხადებს პატარა ბიჭი. ზოგჯერ გაოგნებული მშობელი პასუხს ვერ პოულობს. სინამდვილეში სკოლამდელ ასაკში ასეთი აზრები სავსებით ნორმალურია. ცნობილია, რომ ბავშვებს იდეალური ცოლქმრული ურთიერთობის მაგალითს საკუთარი მშობლები აძლევენ. ბიჭისთვის ქალური მშვენიერების სიმბოლო დედაა, ხოლო გოგონასთვის მამა მამაკაცობის განსახიერებაა. ასეთივე "გეგმა" შეიძლება ჰქონდეს ბავშვს მასწავლებლის მიმართ. პატარას უნდა ავუხსნათ, რომ დრო გადის და როცა თავად გაიზრდება, დედა და მასწავლებელი ასეთი ახალგაზრდები აღარ იქნებიან. არც ის არის გამორიცხული, პატარა ბიჭმა გამოაცხადოს: "მე ჩემს მეგობარ გიოზე მსურს დაქორწინება!" რამდენად ნორმალურია ასეთი ფრაზა? - კითხულობენ მშობლები. ფსიქოლოგების განმარტებით, ეს მეტყველებს არა რაიმე დარღვევაზე, არამედ იმ გარემოებაზე, რომ ბავშვი ჯერ ვერ აცნობიერებს განსხვავებას ვაჟებსა და გოგონებს შორის. ანალოგიურ სიტუაციაში თავდაპირველად მშობელმა უნდა გაარკვიოს, რა იგულისხმება სიტყვაში "ქორწინება". არ არის გამორიცხული, პატარა ბავშვი ფიქრობდეს, რომ ეს მანქანების ერთად თამაში ან ერთად ჭამაა. სქესის იდენტიფიკაციაში ბავშვს ყოველგვარი ძალდატანების გარეშე უნდა დავეხმაროთ. შეიძლება ბიჭს ხშირად ვუამბოთ ზღაპარი, სადაც ვაჟი - ძლიერი და მამაცი, ხოლო ქალი - ნაზი და სუსტია.

რა არ შეიძლება

  • სიცილი ბავშვის გრძნობების გამო;
  • პანიკა;
  • გაბრაზება;
  • ბავშვმა ტელევიზორში ყველაფერს უყუროს;
  • თქმა, რომ სიყვარული ჯერ ადრეა;
  • პატარას გრძნობებზე საუბარი მისი თანდასწრებით.