სასტიკი ბავშვები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სასტიკი ბავშვები

გიო მორიდებული და წყნარი ბავშვია. მას ჯგუფში თითქოს ვერც ამჩნევენ. მაგრამ ერთხელ ბიჭმა მართლაც "გამოიჩინა თავი": როცა ბავშვები ეზოში სეირნობდნენ, უცებ საიდანღაც პატარა კნუტი გამოჩნდა. გიომ ის კუთხეში მიიმწყვდია და დაიჭირა. თავდაპირველად ის სხვა ბავშვებივით იქცეოდა - კნუტს ხელით ატარებდა, ეფერებოდა, ჩქმეტდა. უცებ მეტისმეტად ღონივრად უჩქმიტა. კნუტი აჩხავლდა.

ბიჭმა ფისო დაბლა დააგდო და დაფიქრდა... რამდენიმე წუთის შემდეგ მან ხის ტოტი აიღო და ცხოველის წვალება დაიწყო. კნუტი მოიბუზა, უცნაურ ხმებს გამოსცემდა, მერე, როგორც იქნა, გაუსხლტა მწვალებელს და გაიქცა. გიო იქვე იდგა და სახეზე უცნაური ნეტარება აღბეჭდვოდა. რა მოხდა? რატომ ეფერებოდა ბიჭი კნუტს და მერე რატომ დაიწყო მისი წვალება?

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ეს ორი საქციელი სინამდვილეში ერთი და იგივეა. მოზრდილებს აქვთ მიდრეკილება რაციონალურობისა და ობიექტურობისკენ, ყოველ შემთხვევაში, მაშინ, როცა საქმე მარტივ საკითხებს ეხება. ამ თვალსაზრისით ჩვენ ბავშვის საქციელს სწორად ვაფასებთ: თუ ბავშვი კნუტს ეფერება, კარგია, თუ აწვალებს - ცუდი. ბავშვის, უფრო სწორად, მისი ქვეცნობიერის კუთხით კი ორივე საქციელი იდენტურია, რადგან ცოცხალ არსებაზე ბატონობის გამოხატულებას წარმოადგენს. შესაძლოა, უფროსებს ეს უცნაური მოეჩვენოთ და არ მოეწონოთ, მაგრამ ჭეშმარიტება ასეთია. რა თქმა უნდა, კატისთვის ზურგზე ხელის გადასმა სასიამოვნოა, მაგრამ პატარა ბიჭს ასეთი სიამოვნება ნაკლებად იზიდავს.

ბავშვები სუსტი, სხვაზე დამოკიდებული არსებები არიან. ამას ისინი გრძნობენ, მაგრამ ვერ აცნობიერებენ. როცა პატარა კატას ეფერება, მასზე მბრძანებლობს - სიამოვნებს, რადგან საკუთარ თავს ძლიერ არსებად ჯერ ვერ აღიქვამს. რატომ დაიწყო გიომ კატის წვალება?

ალბათ გახსოვთ, რომ ძლიერი ჩქმეტის გამო კატა აჩხავლდა. ამ მომენტში ბავშვმა თავისი ძალა იგრძნო. სხვას რაღაც ატკინო, ასევე ძალაუფლების გამოხატულებაა. ბიჭი თითქოს დაფიქრდა: რა ჯობს, კატის მოფერება თუ წვალება? - მაგრამ, როგორც ჩანს, პასუხი ვერ იპოვა და ცემა ამჯობინა. თავდაპირველად ეს ბავშვს სიამოვნებას ჰგვრიდა, შემდგომ კი ტანჯვას. ტანჯვის მიზეზი ის გახლდათ, რომ გიო ვერავინ შეამჩნია. მას სინდისი ქენჯნიდა - ის ხომ ჯერ სამი წლისაც არ არის! ერთი მხრივ, ბიჭი ექსპერიმენტს ატარებდა და რაღაც ახალს იგებდა, მეორე მხრივ კი სხვაზე ბატონობდა და საკუთარ თავს იმკვიდრებდა.

შემთხვევა, რომელიც აღვწერეთ, სულაც არ არის სისასტიკე. სისასტიკე შეუბრალებლობა და უგულობაა, გიო კი ნამდვილად კეთილი ბიჭია. ის მალე მიხვდება, რომ ცოცხალი არსების წვალება სულაც არ არის სასიამოვნო და ასე აღარ მოიქცევა. გიოსავით შეიძლება ნებისმიერი ბავშვი მოიქცეს, რაც ნამდვილად არ არის აღშფოთების საფუძველი. ჯობს, გავარკვიოთ, რა მოხდა, რატომ იჩენენ სისასტიკეს მშიშარა და წყნარი ბავშვები.

საქმე ის არის, რომ ისინი უფრო მკვეთრად გრძნობენ საკუთარ სისუსტეს, ხშირად იჩაგრებიან თანატოლთა მიერ. ამის გამო ბავშვები ანგარიშს მათზე სუსტ არსებებს უსწორებენ. ხშირად დავინახავთ ასეთ სურათს: პატარა ბიჭი ყურადღებით ათვალიერებს გუბეს, დროდადრო შიგ ხელს ყოფს, რაღაცას იჭერს, შემდეგ უშვებს. თუ ახლოს მივალთ, შევამჩნევთ, რომ გუბე ცოცხალი არსებებით არის სავსე. სწორედ მათი დაჭერა-გათავისუფლებით ერთობა პატარა. მისი ასეთი ქცევა ბუნების სიყვარულით ან მისი შესწავლის სურვილით სულაც არ გახლავთ მოტივირებული. უბრალოდ, პატარა ბავშვი გრძნობს საკუთარ ძალაუფლებას ამ უსუსურ არსებებზე. სპეციალისტები არც ამ შემთხვევას მიიჩნევენ სისასტიკედ. რატომ იქცევიან ასე უმეტესად ბიჭები?

"დამნაშავე" სქესის ფსიქოლოგიური თავისებურებები გახლავთ. მომავალი მამაკაცები აქტიური დამოუკიდებელი მკვლევრები არიან. პეპლისთვის ფრთების მოგლეჯა შემეცნების პრიმიტიული პროცესია. გატეხა იმისთვის, რომ გავიგოთ, რა არის შიგ, ცნობილი მოტივაციაა ბავშვთა ასაკში. შემეცნებისადმი ბიჭები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი, რადგან მათ უკეთ აქვთ განვითარებული ანალიტიკური აზროვნება. გოგონებს უფრო მეტად საგნების გარეგნული მხარე აინტერესებთ. იოლი მისახვედრია, რომ თუ პეპელას ფრთებს მოვაგლეჯთ ან თოჯინას თავს წავაცლით, ისინი დამახინჯდებიან. ამიტომაც არიან გოგონები უფრო ნაკლებად "სასტიკნი". ზოგჯერ პატარები "სისასტიკეს" იმისთვის იჩენენ, რომ საკუთარი თავი დაგვანახვონ, დაგვიმტკიცონ, რომ არსებობენ. ამას მხოლოდ რაღაცის გაფუჭების ხარჯზე ახერხებენ. სწორედ ამიტომ ამტვრევს ბავშვი რაღაცას უმიზეზოდ, გლეჯს შპალერს, სცემს ძაღლს... მას უბრალოდ სურს შევამჩნიოთ, დაგვანახვოს საკუთარი შესაძლებლობები და ისე ცელქობს, რომ თავადაც ვერ ამჩნევს. ზოგჯერ ის, რაც მოზრდილს სისასტიკედ მიაჩნია, სინამდვილეში პროტესტის თავისებური ფორმაა. ამ მოვლენას "რწმენის კრიზისს" უწოდებენ.

ბავშვს სჯერა სიკეთის, სამართლიანობის, იცის, რომ ადამიანები კეთილნი არიან და სამყაროც ძალიან კარგია. თუ ბავშვმა დაინახა, რომ უფროსები ერთმანეთს უყვირიან, ატყუებენ, პატარებს ცუდად ექცევიან, პროტესტის ნიშნად შესაძლოა სისასტიკე გამოიჩინოს. პატარა ბავშვი ანგარიშს უსწორებს არა იმას, ვინც მას აწყენინა, არამედ თავისზე სუსტ და დაუცველ არსებას.

ბავშვები, რომელთაც შინ სცემენ, ხშირად არიან სასტიკნი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ეს მოზრდილთა აგრესიულობის პროეცირებაა.

სულის ვარჯიში

როგორც ვხედავთ, ბავშვის აგრესიულობა ზოგჯერ მოზრდილთა ანალოგიური დამოკიდებულების შედეგია, ზოგჯერ კი მხოლოდ ნიღაბი, რომელიც პატარას სისუსტისა და გონიერების შედეგია. ასეა თუ ისე, ბავშვის სისასტიკეს შორიდან არ უნდა ვუყუროთ. ბავშვის დასანახად მსგავს სიტუაციაში სიმკაცრე უნდა გამოვიჩინოთ, მაგრამ აქაც ზომიერებაა საჭირო, რადგან სინამდვილეში პატარა სულაც არ არის სადისტი. თქვენი წყრომა არ უნდა იყოს იმდენად მკაცრი, რომ შვილმა გადაწყვიტოს, ამიერიდან ცხოველები მალულად აწვალოს.

ვინაიდან ბავშვის სისასტიკე მისივე სისუსტის შედეგია, ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ის გაძლიერდეს, პიროვნულად გაიზარდოს. თუ ბავშვი ჩიტების კვებას დაიწყებს, მათ აღარასოდეს ესვრის ქვებს, თუ ყვავილებს მორწყავს, თავს დაანებებს სათამაშოების მტვრევას, შპალერის ჩამოხევას.

ქარი მუდამ უდაბნოში ქრის. ჩვენ სწორედ იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ პატარა სულიერად განვითარდეს და მისი გონება უდაბნოს არ ჰგავდეს. ამ შემთხვევაში "სასტიკი საქციელი" ადვილად მიეცემა დავიწყებას. ამ ყოველივეს კი დრო სჭირდება. თუ პატარა უყვართ, სხვაზე ზრუნვას ასწავლიან, ის იზრდება არა მარტო ფიზიკურად, არამედ ადამიანურადაც და კეთილ, სრულფასოვან პიროვნებად ყალიბდება.