რატომ არ გვინდა უფროსებს, ბავშვს საკუთარი სივრცის შექმნაში დავეხმაროთ? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ არ გვინდა უფროსებს, ბავშვს საკუთარი სივრცის შექმნაში დავეხმაროთ?

იქნებ ამის გამო უჩნდებათ ბავშვებს სურვილი, შიგ საკუთარი "სახლი" აიშენონ.მაგიდის ქვეშაბა, გაიხსენეთ, როგორ გიყვარდათ ბავშვობისას დიდი მაგიდა, უფრო სწორად, მის ქვეშ არსებული სივრცე, თორემ მისი სილამაზე, რომელიც არქიტექტურული ქმნილებისას არ ჩამოუვარდებოდა, მის ზედაპირზე ნაირ-ნაირი თეფშებით მდგარი უგემრიელესი საკვები ბავშვისთვის არაფერს წარმოადგენს. შეძვრები მაგიდის ქვეშ და უმალვე შენს დამოუკიდებელ სამყაროს ქმნი.

სადღაც ზემოთ, რა თქმა უნდა, უფროსები თავიანთ ცხოვრებას აგრძელებენ, მაგრამ ის ბავშვის თვალით არც საინტერესოა და არც მომხიბლავი. მაგიდისქვეშა სივრცე კი ბავშვის ტერიტორიაა. მერე რა, რომ აქ საგნები მინიმალური რაოდენობით არის, სამაგიეროდ სივრცეა ძალიან მყუდრო - მაგიდის ზედაპირითა და მასზე გადაფარებული სუფრით შემოსაზღვრული. პატარები ხშირად იშენებენ სახლს ორი სკამისგან. ამისთვის საკმარისია, სკამები ერთმანეთს მივადგათ და ზედ რაიმე გადავაფაროთ. ასეთ სივრცეში ბავშვი თავს იმდენად კომფორტულად გრძნობს, რომ მისთვის ეს ტერიტორია უბრალოდ აუცილებელია, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ბინა პატარაა.

ძველი კარადის საიდუმლოებანი

რატომ არ გვინდა უფროსებს, ბავშვს საკუთარი სივრცის შექმნაში დავეხმაროთ? მოდი, ვცადოთ, პატარამ მისთვის სასურველი ტერიტორია მოიპოვოს. ცოტა ხნის წინ ახალი კარადა ვიყიდეთ. ძველი გამოვალაგეთ, გავათავისუფლეთ და სახლიდან უნდა გავიტანოთ. შევჩერდეთ ერთი-ორი საათით და ბავშვს საშუალება მივცეთ, ძველ კარადაში "დაბინავდეს" და ცოტა ხნით მაინც იყოს მისი მფლობელი.

ბინაში ახალი კედლის კარადები გავაკეთეთ. მისი თაროები მტკიცეა. ხის სუნი ჯერ კიდევ იგრძნობა. მოდი, მოვიცადოთ რამდენიმე დღე და შვილს მივცეთ საშუალება, იქ დაიდოს ბინა. ეს სიამოვნება პატარას კარგა ხანს ემახსოვრება და ყოველთვის ამაყად გაიხსენებს, როგორ "ცხოვრობდა იქ". ზოგიერთი მშობელი პატარა ბავშვს საკუთარ ტერიტორიას კარადის თავზე უქმნის. ამისთვის საკმარისია, საშუალო სიმაღლის კარადას კიბე მივადგათ, კარადის თავზე ძველი საბანი დავაფინოთ და ზედ პლედი გადავაფაროთ.

თუ პატარას იმის უფლებასაც მივცემთ, რომ კარადის ზემოთ, კედელზე ხატოს, მას საკუთარი გასაოცარი სამყარო ექნება. კარადის თავზე აღმოჩნდება საყვარელი სათამაშოები და საიდუმლო საგნები. ბავშვის სტუმრებიც აღფრთოვანებულნი იქნებიან თქვენი მიგნებით და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ის პატარებიც კი, რომელთა ბინაც სავსეა ძვირფასი სათამაშოებით, მეოცნებე თვალებით შეხედავენ თქვენი შვილის საკუთარ სამყაროს. სხვათა შორის, ზოგიერთი არქიტექტორი მიიჩნევს, რომ ადამიანმა თავისი საცხოვრებელი სხვადასხვა დონეზე უნდა განალაგოს და სულაც არ იყოს მიჯაჭვული იატაკს.

რა თქმა უნდა, ამ საკითხის შესახებ აზრი დიზაინერებმა უნდა გამოთქვან, მაგრამ ჩვენი მიგნებაც ყურადღებას იმსახურებს. ხშირად ჩვენი ფანტაზია საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ბავშვს შესაფერისი გარემო მოვუძებნოთ, მაგრამ არაფერია - პატარას წარმოსახვა უსაზღვროა და თავად იპოვის სასურველ არეს. დღეს პატარა ბავშვებისთვის სპეციალური სახლები იყიდება. მათ მცირე ადგილიც ჰყოფნით. არც ფასია მიუწვდომელი. თუ ფანტაზია არ გეყოთ, შეგიძლიათ, ასეთი მზა სახლი შეიძინოთ. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, თქვენი პატარას სიხარულს საზღვარი არ ექნება.