ბავშვის კვება. - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

ბავშვის კვება.

პატარა ბავშვისთვის დამოუკიდებლობა აუცილებელია, ბუნებრივი მასალებით თამაში კი სწორედ ის არის, რაც პატარებს სჭირდებათ. მარტივი სამუშაოს შესრულებაც კი დამოუკიდებლობის გრძნობას ავითარებს, ღირსების გრძნობის, თავისუფლების, საკუთარი თავის რწმენის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ უყვართ პატარა ბავშვებს მარტივი თამაშები წყლით, ქვიშით... ასეთი თამაშების ორგანიზება ნებისმიერ ადგილზე შეიძლება, მათ შორის - აგარაკზეც. ჩვეულებრივი წყლის ჩასხმით, გადასხმით, შერევით თუ შეფერადებით პატარა ბავშვი შეიცნობს გარე სამყაროს, ეცნობა ნივთიერებათა თვისებებს.
ცოტა ხნის წინ ეზოში ასეთ ამბავს შევესწარი: ერთმა ბიჭუნამ მეორეს სათამაშო მანქანა წაართვა. განაწყენებულმა ბავშვმა მაშინვე სილა უთავაზა მჩაგვრელს. ბავშვებთან მათი განრისხებული დედები მიიჭრნენ. მისვლა ნაცემი ყაჩაღანას დედამ დაასწრო და დაუყოვნებლივ დაუბრუნა ხურდა სატვირთო მანქანის მფლობელს. მერე კი კონფლიქტი მშობლების დონეზე გაგრძელდა... ასეთ დროს ვინც უფრო ხმამაღლა დაიკივლებს, გამარჯვებაც მას რჩება. ყველაფერი კი იმით მთავრდება, რომ ავად სახსენებელი სათამაშო მანქანა მფლობელის ფეხებთან დაეხეთქება, მოწინააღმდეგე მხარე დემონსტრაციულად ტოვებს სათამაშო მოედანს და სახლს მიაშურებს, ხოლო თუ ნაცემი ბავშვის დედა ღვარძლიანი აღმოჩნდა, ეს შემთხვევა დიდხანს არ მოასვენებს ბრძოლის გამჩაღებელს. ასეთი რამ ალბათ ყველა ეზოში ხდება. როგორ მოვიქცეთ უფროსები, რომ არც საკუთარ თავს მივაყენოთ ტრავმა და არც პატარებს - მათ ხომ უსიამოვნო შთაბეჭდილებები  დიდხანს მიჰყვებათ? როგორ ვასწავლოთ პატარას კონფლიქტიდან გამოსავლის პოვნა?
მე, ისევე როგორც ყველა მშობელს, მსურს ჩემი შვილის მომავალი ნათელ და ლამაზ ფერებში დავინახო. ეს ნატვრა რომ ამიხდეს, ალბათ როგორღაც უნდა დავეხმარო ბავშვს, გამოავლინოს ყველაფერი საუკეთესო. როგორ გავაკეთო ეს? ყველას ესმის, რომ ბავშვები სხვადასხვაგვარად ვითარდებიან. არსებობს ტემპერამენტის, ნერვული სისტემის, მიდრეკილებების, ნიჭის თანდაყოლილი თავისებურებები. ხასიათის შეძენილი განსხვავებები ჩვილებშიც კი შეიმჩნევა. მაგრამ არსებობს ზოგადი კანონზომიერებებიც. მიიჩნევა, რომ ადამიანი განვითარების რამდენიმე ასაკობრივ საფეხურს გაივლის და თითოეულ ამ პერიოდში განსხვავებულ ამოცანას წყვეტს. რამდენი ასეთი პერიოდი არსებობს და როდის იწყება თითოეული მათგანი? მეცნიერები მათ სხვადასხვაგვარად აღწერენ, იმისდა მიხედვით, პიროვნების რომელ თეორიას ეყრდნობა მკვლევარი.
როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს ახალშობილთან, რომ მის ნორმალურ განვითარებას შევუწყოთ ხელი? ქვემოთ მოყვანილი ფსიქოლოგთა და პედაგოგთა მითითებები შესაძლოა პატარას აღზრდის საპასუხისმგებლო საქმეში დაგვეხმაროს. თანამედროვე ბავშვებს სულ უფრო ხშირად უწოდებენ აქსელერატებს - ისინი უფრო ადრე სხდებიან, იწყებენ ლაპარაკს, თვლას... ეს მოვლენა ამომწურავად ჯერჯერობით არ აუხნიათ, თუმცა ყველა მეცნიერს მიაჩნია, რომ აქსელერაცია მრავალი ფაქტორის ზემოქმედების შედეგია. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადრეული ასაკიდანვე ბავშვის სამედიცინო მეთვალყურეობისა და მისი მოვლის გაუმჯობესება, უკეთესი კვება, ინფორმაციის დიდი ნაკადი და ეკოლოგია.
ბიჭი მეზრდება და მეშინია, ცუდ წრეში არ მოხვდეს. როგორ დავიცვათ მოზარდი მავნე გავლენისგან? ბავშვმა თვითონ უნდა აირჩიოს მეგობრების წრე. მშობლებს ყოველთვის ეშინიათ, მათი შვილი ცუდ გარემოში არ მოხვდეს. საფრთხე ყველგან არის: ეზოში, სკოლაში, აგარაკზე, ბებიასთან სოფელში და ა.შ. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ ხელმოკლე ოჯახის შვილები არიან, რადგან მშობლები ვერ იჩენენ სათანადო ყურადღებას. თავზეხელაღებული ბავშვები კი ხშირად ქმნიან ხულიგნურ დაჯგუფებებს და მათში უმცროსებსაც იზიდავენ. თუ თქვენი შვილი დროის დიდ ნაწილს ქუჩაში ატარებს, მაშინ საფრთხე და რისკიც, რომ მსგავსი ქუჩური დაჯგუფების წევრი გახდეს, საკმაოდ მაღალია.
60-იან წლებში ესპანელმა პედიატრმა იერონიმო მორგასმა საზოგადოებას თავისი გამოკვლევის შედეგები გააცნო. მან გულდასმით შეისწავლა დედათა სხვადასხვა ჯგუფის ქცევა. დაკვირვების ობიექტთა პირველ ჯგუფს შეადგენდნენ ქალები, რომელთა წინა ორსულობა ცუდად დასრულდა და ამჯერადაც იმავეს ელოდნენ, მეორეს - ქალები, რომელთაც ჩასახვის მომენტიდანვე უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდათ ნაყოფის მიმართ, მესამე ჯგუფის ქალები კი სიხარულით ელოდნენ ბავშვის დაბადებას. სწორედ მათი ორსულობა მიმდინარეობდა ყველაზე მშვიდად, გართულებების გარეშე. შვილებიც უფრო ჯანმრთელები ჰყავდათ, მაშინ როცა დანარჩენი ბავშვები ჭირვეულობდნენ, ტიროდნენ, ცუდად ჭამდნენ და ცუდად ეძინათ.
ნაჩვენებია მე-10 გვერ 29 - დან
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
ზაფხული, სხვა ღირსებებთან ერთად, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ჩვენს განწყობას ჩვენივე ტვინის ქიმია განსაზღვრავს. მისმა მცირე ძვრამაც კი შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად