ბავშვის კვება. - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

ბავშვის კვება.

მინდა, ჩემი შვილი გულღია და კომუნიკაბელური იყოს, შეეძლოს მეგო­ბრობა, კარგი ურთიერთობა ჰქონდეს თანატოლებთან. როგორ ვასწავლო ეს? თუ გსურთ, თქვენი შვილი გულღია ადამიანი და კარგი მეგობარი იყოს, ეცადეთ, ხშირად მიიპატიჟოთ შინ მისი თანატოლები - ისინი, მართალია, პატარა, მაგრამ ძალიან საყარელი და ძვირფასი სტუმრები არიან. გინდათ, პატარამ მეგობრობა, თანატოლებთან ურთიერთობა ისწავლოს? ამისთვის ერთადერთი საშუალება არსებობს - ურთიერთობა. ურთიერთობა - ეს ისეთი სოციალური ჩვევაა, რომელიც აუცილებლად უნდა შევასწავლოთ ბავშვს. ამაში ის მუდმივად უნდა ვავარჯიშოთ.
ერთადერთი და განუმეორებელისპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ პატარებს შორის მეტოქეობის თავიდან აცილება შეუძლებელია - მას ხომ საფუძვლად მშობლების სიყვარულის მოპოვების სურვილი და დის ან ძმის მიმართ ეჭვიანობა უდევს. თავისთავად, ეჭვიანობა ცუდი არ არის. ის, საბოლოო ჯამში, სიგნალია იმისა, რომ პატარებს სიყვარული შეუძლიათ. სხვა საქმეა, რომ ბავშვმა გრძნობების გამოხატვა არ იცის და პირდაპირ ჩხუბზე, კამათზე, ცემა-ტყეპაზე გადადის. ბრძოლა მწვავდება, როცა მშობელი უპირატესობას ანიჭებს ერთ შვილს. მეორე ბავშვი, რომელიც თავს დაჩაგრულად გრძნობს, ოღონდ კი მშობლის ყურადღება მიიპყროს და ცემისთვისაც მზადაა.
პატარა ბავშვისთვის დამოუკიდებლობა აუცილებელია, ბუნებრივი მასალებით თამაში კი სწორედ ის არის, რაც პატარებს სჭირდებათ. მარტივი სამუშაოს შესრულებაც კი დამოუკიდებლობის გრძნობას ავითარებს, ღირსების გრძნობის, თავისუფლების, საკუთარი თავის რწმენის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ უყვართ პატარა ბავშვებს მარტივი თამაშები წყლით, ქვიშით... ასეთი თამაშების ორგანიზება ნებისმიერ ადგილზე შეიძლება, მათ შორის - აგარაკზეც. ჩვეულებრივი წყლის ჩასხმით, გადასხმით, შერევით თუ შეფერადებით პატარა ბავშვი შეიცნობს გარე სამყაროს, ეცნობა ნივთიერებათა თვისებებს.
ნაჩვენებია მე-9 გვერ 29 - დან
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად