წლამდე ასაკის ბავშვის კვება შეკრულობის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წლამდე ასაკის ბავშვის კვება შეკრულობის დროს

შეკრულობა მხოლოდ ზოგად მდგომარეობასა და განწყობას კი არ აუარესებს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და სხვა შინაგანი ორგანოების დაავადებათა განვითარებასაც უწყობს ხელს.

  • შეკრულობის დიაგნოზს სვამენ, როდესაც აღინიშნება:

  1. დეფეკაციის აქტებს შორის ინტერვალის გახანგრძლივება;
  2. გახანგრძლივებული ჭინთვა;
  3. მყარი განავალი.

  • ჩვილისთვის შეკრულობის რისკფაქტორებია:

  1. ახლო ნათესავებს შორის კუჭ-ნაწლავის დაავადებათა არსებობა;
  2. დედის ავადმყოფობა ორსულობისას;
  3. დღენაკლულობა;
  4. თავის ტვინის პერინატალური დაზიანება;
  5. საკვებისმიერი ალერგია;
  6. ნაწლავთა დისბაქტერიოზი.

შეკრულობის ყველაზე ხშირი მიზეზი, განსაკუთრებით - სიცოცხლის პირველ 6 თვეს, არასწორი ან არაბალანსირებული კვებაა. აქედან გამომდინარე, პროფილაქტიკისა და მკურნალობის საფუძველია დიეტოთერაპია, რომლის მთავარი ამოცანაა, ხელი შეუწყოს ნაწლავთა მოძრაობით აქტიურობას და მოხსნას სპაზმი.

  • წლამდე ასაკის ბავშვის დიეტოთერაპიის ძირითადი პრინციპები

  1. რაციონი უნდა აკმაყოფილებდეს საკვები ნივთიერებებისა და ენერგიის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას.
  2. საკვებიდან უნდა გამოირიცხოს ზედმეტი ცილა და ცხიმი - ისინი აფერხებს ნაწლავთა მოტორიკას.
  3. რაციონი უნდა გამდიდრდეს საკვები უჯრედისით;
  4. უნდა მოხდეს ნაწლავის მიკროფლორის ნორმალიზება.

  • ბუნებრივ კვებაზე მყოფი ჩვილის დიეტოთერაპია

სიცოცხლის პირველ თვეებში ბავშვის მთავარი საკვები დედის რძეა. ამდენად, კორექცია დედის რაციონსაც სჭირდება. შეკრულობა არ გახლავთ საფუძველი, რომ ჩვილი შერეულ ან ხელოვნურ კვებაზე გადავიყვანოთ - შესაძლოა, ის, უბრალოდ, კვებითი ალერგიის გასტროინტესტინული ფორმის გამოვლინება იყოს.

დედის რაციონიდან უნდა გამოირიცხოს მაღალი ალერგიული პოტენციალის მქონე პროდუქტები, განსაკუთრებით - ძროხის რძე. ალერგიის ხარისხის კვალობაზე, შესაძლოა, შეზღუდვა გავრცელდეს რძის პროდუქტებზეც (ყველზე, კარაქზე, არაჟანზე, ხაჭოზე). რძე შეიძლება შევცვალოთ რძემჟავა პროდუქტებით - მაწვნით, კეფირით. რაციონში უნდა შემცირდეს ცხოველური ცხიმების წილი. მათი შეცვლა ნაწილობრივ მცენარეული ცხიმით (სიმინდის, ზეითუნის, მზესუმზირას ზეთით) შეიძლება. დედის რაციონი მდიდარი უნდა იყოს უჯრედისით (ის უხვად არის ხილ-ბოსტნეულში, ბურღულეულში, დაცეხვილი ხორბლის პ

ურში). გულისყურით მოეკიდეთ ბავშვის კვების რეჟიმს. მიუხედავად თავისუფალი კვების უპირატესობისა, უკონტროლოდ საკვების მიცემა არასასურველია. ზოგიერთი დედა, ატირდება თუ არა პატარა, უმალვე ძუძუს აძლევს. ასეთი ურეჟიმო კვებისას ჩვილის ისედაც უმწიფარ ფერმენტულ სისტემას ზედმეტი ჯაფა ადგება, რაც შეკრულობას კიდევ უფრო ამძიმებს.

დამატებითი საკვების მიცემისას კონსულტაცია პედიატრს სთხოვეთ. ის, სავარაუდოდ, გირჩევთ მცენარეული უჯრედისით მდიდარ საკვებს: ვაშლის, ქლიავის, გარგარის წვენებს, ხილფაფებს, სტაფილოს პიურეს, ჰერკულესისა და წიწიბურას ფაფებს.

  • ხელოვნურ კვებაზე მყოფი ჩვილების დიეტოთერაპია

დიეტური რაციონი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  1. ბავშვმა უნდა მიიღოს ხელოვნური ნარევის ადეკვატური, კუთვნილი ულუფა.
  2. საკვებად უნდა გამოიყენოთ მაქსიმალურად ადაპტირებული ნარევები. არაადაპტირებული საკვების, სუფთა მაწვნის ან რძის გამოყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციურ დარღვევებს იწვევს.
  3. რაციონი უნდა შეიცავდეს რძემჟავა პროდუქტებს (სიცოცხლის პირველ თვეებში - ადაპტირებულს, შემდეგ - რძემჟავა ნარევს, ხოლო 8-10 თვიდან - სუფთა მაწონს).
  4. ჩვილს დროულად უნდა მისცეთ დამატებითი საკვები.

თუ ამ ყოველივემ შედეგი არ გამოიღო, შეგიძლიათ გამოიყენოთ რძის სპეციალიზებული, შეკრულობის საწინააღმდეგო ნარევები. ნარევი თითოეული ბავშვისთვის ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს. მათი გამოყენების ხანგრძლივობა პედიატრმა უნდა აკონტროლოს.