/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პედიატრია

რა საჭიროა ყიფლიბანდი?!

რა საჭიროა ყიფლიბანდი?!
ამ თემაზე სასაუბროდ მივმართეთ ნეონატოლოგ მედეა სიჭინავას:- რამდენი ყიფლიბადი აქვს ახალშობილს?- ახალშობილს თავზე ექვსი ყიფლიბანდი აქვს. მათი მდგომარეობა პატარას ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი

მაჩვენებელია, გასინჯვისას ექიმის ყურადღება სწორედ მათკენაა მიმართული. მშობელმაც უნდა იცოდეს, რას მიაქციოს ყურადღება.

- რა არის ყიფლიბანდი?

- ახალშობილის თავის ძვლებს არ აქვს დასრულებული მინერალიზაციის პროცესი, ამიტომ რბილია და ელასტიკური, მათ შორის არსებული ნაკერები ადვილად დრეკადია. იქ, სადაც სამი ან ოთხი ძვალი ერთმანეთს ესაზღვრება, რჩება რბილი შემაერთებელი ქსოვილის უბნები. სწორედ ესაა ყიფლიბანდი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- რა დანიშნულება აქვს ყიფლიბანდს ახალშობილისთვის?

- ელასტიკური ნაკერებისა და ყიფლიბანდების სისტემის საშუალებით ახალშობილის თავის ფორმა ადვილად ცვალებადია, რაც ეხმარება სამშობიარო გზებში გადაადგილებას და ამქვეყნად უპრობლემოდ მოვლინებას.

რაც მთავარია, ყიფლიბანდების წყალობით პატარა დაცულია ქალასშიდა წნევის მატებით გამოწვეული თავის ტკივილისაგან. ქალასშიდა წნევა მატულობს ტირილისა და გაჭინთვის, ატმოსფერული წნევის ცვლილების დროს. ნაკერებისა და ყიფლიბანდის მცირედ გაჭიმვით ქალასშიდა წნევის დროებითი მატება კომპენსირდება.

თუ დიდი ყიფლიბანდის ზომები აღემატება 3სმX3სმ-ს და დაჭიმულია, ამობურცული და პულსირებს, პატარა ნევროლოგს უნდა აჩვენოთ, რომ ჰიდროცეფალიის ფორმირება გამოირიცხოს.

- რა ასაკში იხურება ყიფლიბანდი?

- არსებული 6 ყიფლიბანდიდან, ითვლება, რომ მთავარია ორი:

მცირე (დროულ ახალშობილებთან ის დაბადებისთანავე იხურება) და დიდი (იხურება 12-14 თვის ასაკში).

თუ ტირილის, კუჭის მოქმედების დროს დიდი ყიფლიბანდი დაჭიმულია და ამობურცული, ეს საშიში არ არის.

სახიფათოა, თუ ყიფლიბანდის ნაპირები და ქალას ძვლებს შორის არსებული ნაკერები დარბილებულია, ამას პედიატრმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან რაქიტის საწყისი ნიშნებია.

- რა განსაზღვრავს თავის ლამაზ ფორმასა და მოყვანილობას?

- ჩვილის თავის ზომა და ფორმა დამოკიდებულია ყიფლიბანდის დახურვის დროსა და ქალას ნაკერების გაძვალებაზე. გოგონებს მრგვალი თავის ფორმა აქვთ, ვაჟებს - გაწელილი. თუ დიდი ყიფლიბანდი დაიხურა პირველ თვეებში, ეს მიკროცეფალიის მანიშნებელია. ამ შემთხვევაში ნევროლოგის კონსულტაციაა საჭირო!

- რა უნდა იცოდეს მშობელმა?

- წესრიგშია თუ არა პატარას ნერვული სისტემა, რამდენიმე ნიშნის მიხედვით ფასდება:

  • ყიფლიბანდების მდგომარეობა - მოსვენებულ მდგომარეობაში იგი არ უნდა იყოს დაჭიმული, ამობურცული ან, პირიქით, ჩავარდნილი, ნაკერები არ უნდა იყოს გახსნილი, ხოლო ვენური ქსელი არ უნდა გამოიხატოს საფეთქლებსა და შუბლზე.
  • მადა - თუ ახალშობილი უარს ამბობს საკვებზე, ეს განგაშის მიზეზი უნდა გახდეს. გასარკვევია, ხომ არ არსებობს წოვის ხელისშემშლელი ნევროლოგიური პრობლემები.
  • ძილი - ახალშობილს დღე-ღამის განმავლობაში 16-18სთ უნდა ეძინოს. თუ ნაკლები სძინავს, ცუდადაა გამოძინებული, იღვიძებს შუა ძილში, კონსულტაცია უნდა გაიაროთ პედიატრთან!
  • ტირილი - ამისთვის ყოველთვის უნდა არსებობდეს მიზეზი. ესაა შიმშილი, სიცივე, სველი საფენი, გადაღლა, დედის მონატრება, მუცლის ტკივილი... თუ ის უმიზეზოდ და ხანგრძლივად ტირის, უნდა მიმართოთ პედიატრს!
  • სამეტყველო აპარატი - პირველი თვის ბოლოს პატარა იწყებს ხორხისმიერი ხმების გამოცემას, ორი თვისთვის - ღუღუნს, ოთხი თვისთვის - დილაობით “სიმღერას”, 6 თვისთვის - უფროსების მიერ წარმოთქმული ხმოვნების წარმოთქმას. ეს ნიშნავს, რომ წინასამეტყველო განვითარება წესრიგშია. თუ პატარა კონტაქტში არ შემოდის, სიჩუმეს არჩევს - ნევროლოგს უნდა მიმართოთ!

გირჩევთ! მეტი დრო დაუთმოთ პატარას, წაუკითხეთ, მოასმენინეთ საბავშვო სიმღერები, ითამაშეთ ერთად. ნუ მიაჩვევთ ტელევიზორით, კომპიუტერით ან მობილურით თამაშს.

სათამაშო არა მხოლოდ გასართობად, მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის. ფერადი, სხვადასხვა ზომის რგოლების ერთმანეთზე პირამიდულად დალაგებით ან კუბიკების ერთმანეთზე დაწყობით ის გეომეტრიის საწყისებს ეცნობა, სწავლობს - “დიდს”, “პატარას”. ისეთი მარტივი მოქმედებებით, როგორიცაა ქვიშით სხვადასხვა ზომის ფორმების ავსება - ეცნობა მათემატიკურ უნარებს - მოცულობასა და ზომას.

და კიდევ, ძიძებთან გაზრდილი ბავშვები ძირითადად კომპიუტერსა და ტელევიზორზე დამოკიდებულები არიან. ამიტომ დააკვირდით, როგორ ერთობა თქვენი შვილი სახლსა თუ პარკში - თამაშობს თუ არა ის სათამაშოებით, მარტო თამაშობს თუ სხვა ბავშვებთან ერთად.

მშობელსა და ოჯახზე დიდადაა დამოკიდებული ბავშვის სწორად და ჯანსაღად განვითარება!

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

დასვენების მძიმე შედეგები
დასვენების მძიმე შედეგები
შვებულება დასრულდა, ნელ-ნელა ვუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს. წესით, თავს ჯანსაღად და მხნედ უნდა ვგრძნობდეთ, მაგრამ
სრულად
ცხიმოვანი ღვიძლი
ცხიმოვანი ღვიძლი
ღვიძლი ადამიანის შინაგან ორგანოებს შორის ყველაზე დიდი ორგანოა. იგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებს და ორგანიზმისთვის ერთგვარი ფილტრია. ღვიძლი
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

რა საჭიროა ყიფლიბანდი?! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები