ბავშვთა კვება - შეუცვლელი ვაშლი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვთა კვება - შეუცვლელი ვაშლი

- რა სიმდიდრის შემცველია ვაშლი?

- ვაშლის ძირითადი ღირებულება არის პექტინი. ის წარმოიქმნება პროტოპექტინისგან ნაყოფის დამწიფების და განსაკუთრებით - მისი თერმული დამუშავების დროს. პექტინი ორგანიზმს წმენდს, რადგან ბოჭავს და იერთებს ტოქსინებს და ორგანიზმისთვის არასასურველ ნივთიერებებს. ასე ასუფთავებს ორგანიზმს.

დისბიოზის დროს მათი როლი ფასდაუდებელია. სასარგებლო ბაქტერიებს ეხმარებიან ნაწლავებში დასახლებასა და გამრავლებაში. ინგლისელები ტყუილად როდი ამბობენ - „ვინც ყოველდღე ერთ ვაშლს მიირთმევს, მას ექიმი არ სჭირდება!“

- ვაშლმა სასარგებლო თვისებები რომ არ დაკარგოს, როგორი სახით შევინახოთ ის ზამთრისთვის?

- ვაშლის მოსავალი სეზონურად იცვლება, ერთ წელიწადს თუ უხვია, მომდევნო წლებში შესაძლოა თითო-თითო მოისხას. ამიტომ არ დაიზაროთ და კარგი მოსავლის სეზონზე ის სხვადასხვა სახით შეინახეთ.

ვაშლში ბევრია სასარგებლო შაქრები, კალიუმისა და რკინის მარილები, რომლებიც აუცილებელია სისხლის წარმოქმნისა და გულის მუშაობისთვის.

ამდენად, გამოსაყენებელია არა მხოლოდ ხეზე მოწყვეტილი, არამედ ძირს ჩამოყრილი ნაყოფი, მისი რბილობი და კანი, კურკებიც კი. მათგან ბევრი სასარგებლო პროდუქტის დამზადებაა შესაძლებელი. სამკურნალო პექტინის მისაღებად გამოსადეგია ტკბილი და მჟავე ჯიშები, მწიფე და შემოუსვლელი ნაყოფი.

9 თვის ასაკიდან ბავშვისთვის ვაშლი შემდეგი წესით მოამზადეთ: საჭიროა 1 კგ ვაშლი, 1 ლ წყალი და 1 ცალი ლიმონის წვენი.

ვაშლი კარგად გარეცხეთ, კანიანად დაჭერით პატარა კუბებად, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი, ლიმონის წვენი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 40 წუთი. ცხელი გადაწურეთ საწურზე და კვლავ ადუღეთ განახევრებამდე. მიღებული წვენი ჩაასხით ქილაში, გაუკეთეთ პასტერიზება 90 გრადუსზე 10 წუთით. ამ წვენის გამოყენება შეგიძლიათ საკვების მომზადებისას სოუსად, სასუნთქი სისტემის ვირუსული ინფექციების დროს კი - ყელში გამოსავლებად.

ვაშლის ჩირი

მის მოსამზადებლად გამოიყენება ისეთი ჯიშის ვაშლი, რომელიც დაჭრისას ფერს არ იცვლის და არ შავდება. ვაშლს კარგად რეცხავენ ძმრიანი წყლით. ის უფრო კარგად აშორებს კანის ზედაპირიდან შხამ-ქიმიკატებს, თლიან ძალიან თხლად, აცლიან გულს კურკებიანად. აშრობენ ან მზეზე, ან ჩრდილში, ან აირღუმელში. ჩირებისგან ამზადებენ კომპოტს.

ვაშლის ჟელე

(რეკომენდებულია ბავშვებისთვის 12 თვიდან)

საჭიროა:

  • ვაშლის წვენი - 1 ლიტრი;
  • შაქარი - 300 გრამი;
  • ვანილი;
  • 1 ცალი ლიმონის წვენი.

ვაშლი დაჭერით თხლად, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით იმდენი წყალი, რომ სრულად დაფაროს, ხარშეთ დაბალ ცეცეხლზე. როცა კარგად ჩარბილდება, მიღებული მასა გაწურეთ რამდენიმე ფენა დოლბანდში. მიღებულ წვენს დაუმატეთ შაქარი და ისევ დაბალ ცეცხლზე დადგით. არომატისთვის დაუმატეთ ვანილი, ფერისა და გემოსთვის - ლიმონის წვენი. როცა მიღებული მასა განახევრდება, გადმოდგით ცეცხლიდან. გაცივებასთან ერთად ის ჟელეს კონსისტენციას მიიღებს, ამიტომაც სასურველ ჭურჭელში ცხელი ჩაასხით.

ვაშლი სლოვაკურად

(რეკომენდებულია წლინახევრის ასაკიდან)

საჭიროა:

  • 1 კგ ვაშლი;
  • 1 კგ მსხალი;
  • 300 გ შაქარი;
  • ვანილი;
  • დანის წვერით დარიჩინი.

მსხალი და ვაშლი დაჭერით თხელ ნაჭრებად, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი სრულად დაფარვამდე. ხარშეთ ნელ ცეცხლზე, მიღებული მასა გადაწურეთ რამდენიმე ფენა დოლბანდში. დოლბანდზე დარჩენილ მასას დაუმატეთ შაქარი, ვანილი და დარიჩინი და ისევ დადგით ნელ ცეცხლზე. როცა გასქელებას დაიწყებს, ეს მასა გადაიტანეთ ზეთწასმულ ფორმაში და შედგით აირღუმელში 10-15 წუთით, 180 გრადუსზე. გამომშრალი მასა გადაახვიეთ რულეტად, დაჭერით მრგვლად და მიირთვით ჩაისთან ერთად.