შეკითხვები ბავშვთა კვების შესახებ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

შეკითხვები ბავშვთა კვების შესახებ

შეკითხვები ბავშვთა კვების შესახებ
რა ასაკიდანაა სასურველი ჩვილისთვის ხორცის მიცემა? ჩემი შვიდი თვის შვილი სუფრაზე ხორცის დანახვისას მისკენ იწევს. შეიძლება საერთო მაგიდიდან მივცეთ ხორცი?

დამატებით კვებაში ხორცის შეტანა დასაშვებია შვიდი თვიდან. ხორცის პიურე უნდა მომზადდეს ისე, რომ ის ერთგვაროვანი და ადვილად გადასამუშავებელი იყოს. პირში არ უნდა ხვდებოდეს უხეშად, რომ პატარამ ადვილად შეძლოს გადაყლაპვა.


ხორცი წინასწარ კარგად დაამუშავეთ, დაჭერით კუბებად, დაასხით წყალი ისე, რომ სრულად დაიფაროს და ხარშეთ წყლის ამოშრობამდე, ხორცის კარგად დარბილებამდე. მოხარშული ხორცი გააგრილეთ და ორჯერ გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში. შემდეგ დააბლენდერეთ 3 გ
ნაღების კარაქთან ერთად. მიღებულ მასას დაამატეთ იმდენი ბულიონი, რომ ფაფის კონსისტენცია მიიღოთ და ბავშვმა კოვზით ადვილად შეჭამოს. ერთი კვირის შემდეგ გაზარდეთ ულუფა. შეგიძლიათ შეურიოთ კარტოფილისა და სტაფილოს პიურეს. დაიწყეთ 50გ-დან და თანდათან აიყვანეთ სრულ ულუფამდე, 180-200გ-მდე.

ხორცი - ცილის, შეუცვლელი ამინომჟავებისა და მაღალი ბიოშეღწევადობის ჰემური
რკინის წყაროა!

ბოსტნეული თუ ფაფები?
ჩემი გოგონა ხუთი თვისაა - სიგრძე 66სმ, წონა - 7100გ. არის ბუნებრივ კვებაზე. ექვსი თვიდან დამატებითი საკვების მიცემას ვგეგმავთ. გოგონას მცირე წონა აქვს, უმჯობესი ხომ არ იქნება ფაფით დაწყება? ამ ასაკში ფაფის მიცემა თუ შეიძლება?

იმისათვის, რომ თქვენი შვილის წონისა და სიგრძის ასაკობრივ ნორმასთან შედარება შევძლოთ, საჭიროა, ვიცოდეთ მისი პარამეტრები დაბადებისას, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ძუძუზე მყოფი ბავშვისთვის ექვს თვემდე დამატებითი საკვების მიღება აუცილებელი არ არის.

პირველი დამატებითი საკვები შეიძლება იყოს ფაფა, მაგრამ ბოსტნეულის პიურე უმჯობესია. დედის რძე მართალია ფაფაზე კალორიულია, მაგრამ ბიოლოგიური ღირებულებით ბოსტნეულის პიურესთან ვერ მივა. დედის რძეზე მყოფი ჩვილისთვის სასურველია მინერალებისა და ვიტამინების დეფიციტის შევსება ბოსტნეულის პიურეს სახით.

ბოსტნეულის თერმული დამუშავების შემდეგ პიურე მინიმალური ოდენობით შეიცავს ვიტამინებს, მაგრამ იგი მდიდარია მინერალური ნივთიერებებით - მიკროელემენტებით, უჯრედისით.

ბოსტნეულის პიურე დაიწყეთ ერთი სახის ბოსტნეულით, მაგალითად, კარტოფილით. შემდეგ დაუმატეთ სტაფილო, ერთი კვირის შემდეგ ყვავილოვანი კომბოსტო. ეს საჭიროა ალერგიული რეაქციების ასაცილებლად და თანაც ადვილია იმ სახეობის გამოვლენა, რომელსაც ბავშვის ორგანიზმი კარგად ვერ ინელებს.

ზოგი მშობელი ჩქარობს, როცა დამატებითი საკვების მიცემას იწყებს ხორცით. ჩვილის ორგანიზმი ექვსი თვის ასაკში არ არის მზად მის გადასამუშავებლად. თანაც ცილოვანი პროდუქტის რაციონში ჩართვა მოგვიანებით ჯობს.

მივცეთ თუ არა ცომეული?
ჩემი შვილი 2,5 წლისაა. შინ ჩემი გამომცხვარი ფუნთუშებით ვანებივრებ. მაინტერესებს, როგორი სიხშირით შეიძლება ცომეულის მიცემა ბავშვისთვის და რომელ ცხიმზე დამზადებული უფრო სასარგებლოა. მე ყოველგვარ ცომეულს ნაღების კარაქით ვაცხობ.

ნაღების კარაქი თავისთავად სას­არგებლოა ორგანიზმისთვის, როცა მას ვუმატებთ ფაფებს, პიურეს ან პურზე ვუსვამთ. გამოცხობის დროს კი კარაქი თერმულად მუშავდება და ამ დროს უმაღლესი ხარისხის კარაქიც კარგავს სასარგებლო თვისებებს. იშლება A ვიტამინი და ემულგირებული ცხიმები, რომელთაც ყველაზე ადვილად ითვისებს ორგანიზმი. მაღალი ტემპერატურა შლის ცხიმოვან ემულსიას, სრულად იცვლება კარაქის ცხიმოვანი ნივთიერების სტრუქტურა, ის ხდება მომწამვლელი ბავშვის ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლისთვის.

ტკბილი ცომეულის მოყვარული პატარები ნაადრევად ხდებიან გასტროენტეროლოგების პაციენტები, მკურნალობა უწევთ ნაღვლის გამომყოფი სისტემის სხვადასხვა დარღვევის გამო, ხშირად - პანკრეასის ქრონიკული დაავადების მიზეზითაც.

დასკვნა ერთმნიშვნელოვანია - პატარებს სასარგებლო და ნატურალური საკვები სჭირდებათ.

ტკბილი ცომეული გემრიელია, მაგრამ აზიანებს კბილებს, კარაქი კი 120 გრადუსზე კარგავს ყველა სასარგებლო თვისებას.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
სიცოცხლისთვის აუცილებელი ვიტამინები
ფასი: 27.9
იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციისათვის-30აბი
ფასი: 23.9
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
კატეგორიის სხვა სტატიები
პრობიოტიკური თვისებების კუთხით, თხის რძე ძალიან ჰგავს დედის რძეს. მას შეუძლია პატარა ბავშვებში კუჭ-ნაწლავის
მეცნიერთა საეთაშორისო ჯგუფმა დაამტკიცა, რომ დედის რძე მთელი ცხოვრება იცავს ადამიანს
სტატისტიკის თანახმად, ყოველ მეხუთე ბავშვს ჭარბი წონა აქვს და ყოველ მეოცეს სიმსუქნე აღენიშნება. ამის მიზეზი
მედიცინის დოქტორმა, პედიატრმა თამარ ობგაიძემ პაციენტთა მშობლების დასახმარებლად - სამედიცინო საკითხებში მათი უკეთ გათვითცნობიერების მიზნით,
გარეთ ცივა, ზოგი აცემინებს, ზოგი ახველებს. დროა, ვიფიქროთ საკვებით იმუნიტეტის გაძლიერებაზე.
საახალწლო სუფრა სავსეა სურსათ-სანოვაგით და ტკბილეულით, ლიმონათითა და ხილით. ასეთ დროს
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად