ტკბილი იოდი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტკბილი იოდი

- იოდის ნაკლებობისას ორგანიზმში ისეთი დაავადებები ვითარდება, როგორებიცაა - ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, ინტელექტის დაქვეითება, ძვლების სისუსტე ახალშობილებში.

იოდის ნაკლებობის შევსება შესაძლებელია საკვების საშუალებით. რადგან ბავშვები ნაკლებად ეტანებიან ზღვის კომბოსტოს, შესაძლებელია მისი შეცვლა იმ ხილით, რომელიც ძალიან უყვართ - ასეთებია ფეიხოა, ხურმა, კარალიოკი. ისინი იოდის შემცველობით მოწინავენი არიან. განსაკუთრებით სასარგებლოა ზღვისპირა რეგიონებში მოყვანილი ეს ხილი.

კარალიოკი, ხურმა

1896 წელს მისი 12 ნერგი კავკასიაში იაპონიიდან შემოიტანეს. სამშობლოში დიდი სიყვარულით სარგებლობს. მისი ლათინური სახელწოდება “ღმერთების საკვებს” ნიშნავს.

2-3 ცალი კარალიოკით მშიერი ადამიანის დანაყრებაა შესაძლებელი.

საკვები ნივთიერებების შემცველობით კარალიოკი ტოლს არ უდებს ლეღვსა და ყურძენს. ის იმდენად ტკბილია, რომ გაჭრილს ზედაპირზე შაქრის ნადები უჩნდება. ამ თვისების წყალობით მას დიდი სარგებლობა მოაქვს გულის მანკით დაავადებულთათვის. მის ნაყოფში შემავალ შაქარს ორგანიზმი გულის კუნთის საკვებად იყენებს.

გარდა ამისა, ის უხვად შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, აქვს შარდმდენი თვისება. ვიტამინებისა და მიკროელემენტების შემცველობით ბევრ სხვა ხილს სჯობს. ზომიერად შეიცავს კალციუმს, ფოსფორს, რკინას და სხვა აუცილებელ ელემენტს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ კარალიოკში გაცილებით მეტი ანტიოქსიდანტია, ვიდრე ციტრუსებში, ხოლო ბეტა-კაროტინი (A ვიტამინის წინამორბედი) - უფრო მეტი, ვიდრე სტაფილოში, დაბოლოს, ის ძალიან მდიდარია იოდით.

იოდის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია, ბავშვებმაც და მოზრდილებმაც ყოველდღე მიირთვან 1-2 ცალი ხურმა.

ხალხში გაბნეული რეცეპტების მიხედვით, გაციებისა და ხველისას სასარგებლოა ყელში ხურმის ან კარალიოკის წვენის გამოვლება - ერთი მწიფე ნაყოფის გამონაწურს უნდა დავუმატოთ სამი სადილის კოვზი თბილი წყალი.

ხურმის ან კარალიოკის ჩირის მოსამზადებლად საჭიროა ყინვადაუკრავი ნაყოფი. გათალეთ, ყუნწის ადგილას ძაფი გაუყარეთ, გამონასკვეთ და თბილ ადგილას ჩამოკიდეთ. 5-7 კვირის შემდეგ ჩირი მზად იქნება. გამომშრალი ნაყოფი სიმწკლარტეს კარგავს.

ფეიხოა - შემოდგომის ხილი

ფეიხოას გემო მაყვლის, ანანასისა და მოცხარის ერთგვარი ნარევია. დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს, უპირატესად ჩ ვიტამინს, ასევე ორგანულ მჟავებს, პექტინს და სხვა. ასევე კატექინებსა და ლეიკოანტოციანებს - ძლიერ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ონკოლოგიური დაავადებების პრევენციას ახდენს. პ ვიტამინისა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობის წყალობით, ფეიხოა ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას, ვაშლის მჟავას შემცველობის დახმარებით აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აცხრობს წყურვილს, პექტინებს კი ორგანიზმიდან გამოაქვს მავნე ნივთიერებები და ამაგრებს სისხლძარღვის კედლებს. გარდა ამისა, რაციონში ფეიხოას ჩართვა სასურველია პიელონეფრიტის დროს, თუმცა მისი მთავარი ღირსება იოდის ბიოლოგიურად ხელმისაწვდომი ნაერთების მაღალი შემცველობაა: 100 გრამი ფეიხოა შეიცავს 3მგ იოდს.

ეს ელემენტი ასეთი რაოდენობით არც ერთ სხვა მცენარეულ თუ ცხოველურ პროდუქტში არ არის, ამიტომ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის პროფილაქტიკისთვის ფეიხოა აუცილებად უნდა შეიტანოთ რაციონში.

გირჩევთ, ზამთრისთვის მოიმარაგოთ ფეიხოას კომპოტი ან ცოცხლად შეინახოთ იგი.

- რა მოვამზადოთ ზამთრისთვის იოდით მდიდარი საკვებისგან?

- შემოდგომით, კარალიოკისა და ფეიხოას სეზონზე, ის ცოცხლად მიირთვით. იოდის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია ბავშვებმაც და მოზრდილებმაც ყოველდღიურად მიიღონ 1-2 ცალი კარალიოკი, ასევე მოამზადეთ მისგან სხვადასხვა დესერტი.

კარალიოკის მუსი:

  • საჭიროა: 2 ცალი კარგად დამწიფებული, რბილი კარალიოკი ან ხურმა;
  • 2,5 ჭიქა წყალი;
  • 2 სადილის კოვზი შაქარი;
  • 1 სადილის კოვზი ჟელატინი;
  • 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი.

ჟელატინი დაალბეთ 1 ჭიქა წყალში 30-40 წუთით. მწიფე ნაყოფი კარგად გარეცხეთ, გათალეთ, გახეხეთ. მომინანქრებულ ჭურჭელში ჩაასხით 1 ჭიქა წყალი, დაუმატეთ შაქარი და გახეხილი ნაყოფი, შედგით დაბალ ცეცხლზე, ურიეთ, მიიყვანეთ ადუღებამდე.

ჟელატინი შეათბეთ, შეურიეთ ეს ორი მასა ერთმანეთს, დაუმატეთ ლიმონის წვენი. გადაიტანეთ გამჭვირვალე მინის ჭიქებში და შედგით მაცივარში 30-40 წუთით.

კარალიოკის სუფლე:

  • საჭიროა: 200გ მწიფე კარალიოკი ან ხურმა;
  • 10 კვერცხის ცილა;
  • 125გ შაქარი;
  • 1 სადილის კოვზი ნაღების კარაქი;
  • 2 სადილის კოვზი შაქრის პუდრა;
  • ერთი მწიკვი ლიმონმჟავა.

გათლილი ხილი დაჭერით, გამოაცალეთ კურკები, დაფარეთ წყლით, დაამატეთ ლიმონმჟავა, შაქარი, ათქვიფეთ მიქსერით. შედგით დაბალ ცეცხლზე და განუწყვეტელი მორევით შესქელებამდე ხარშეთ. კარგად როცა გაცივდება, დაუმატეთ ათქვეფილი ცილა და მიღებული მასა გადაიტანეთ ცივ, ცხიმწასმულ ფორმაში. შედგით 100-150 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-20წთ.

გაგრილებული სუფლე დაჭერით სასურველი ფორმის ნაჭრებად, მოაყარეთ შაქრის პუდრა.

ფეიხოას და ატმის მარმელადი:

  • საჭიროა: 250გ ფეიხოა და ამდენივე კურკაგაცლილი ატამი;
  • 500გ შაქარი;
  • 1/2 პაკეტი ჟელატინი.

ატამი თხლად დაჭერით სიგრძეზე, მოაყარეთ 250გ შაქარი და ჟელატინი. დატოვეთ მთელი ღამით. დილით შედგით ნელ ცეცხლზე, განუწყვეტლივ ურიეთ ხის კოვზით, თანდათან დაუმატეთ თხლად დაჭრილი, გათლილი ფეიხოა და დარჩენილი 250გ შაქარი. შედგით დაბალ ცეცხლზე 2-3 წუთი.

თბილი მასა გადმოიტანეთ მინის დაბალ ჭურჭელში, გააცივეთ და დაჭერით სასურველ ფორმებად.

ცოცხალი ფეიხოა ზამთრისთვის:

მწიფე ფეიხოა გარეცხეთ, თავი და ბოლო მოაჭერით, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ შაქარი თანაფარდობით 1:1. გადაიტანეთ მინის ჭურჭელში და შეინახეთ სარდაფში ან ბნელ ადგილას.

ფეიხოა ლიმონით:

არაჩვეულებრივ, პიკანტურ გემოს აძლევს ფეიხოას ლიმონი. ამიტომ განსხვავებული, ორიგინალური გემოების მოყვარულთ გთავაზობთ ამ რეცეპტს.

  • საჭიროა: 500 გ ფეიხოა, კანიანად;
  • 500 გ ლიმონი, კანიანად;
  • 1 კგ შაქარი.

გაატარეთ ფეიხოა და კურკაგამოცლილი ლიმონი კანიანად, დაუმატეთ შაქარი. გააჩერეთ 48 საათი მომინანქრებულ ჭურჭელში. პერიოდულად ურიეთ ხის კოვზით, რომ შაქარი კარგად გადნეს.

შემდეგ გადაიტანეთ ქილებში, შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას.

ფეიხოასა და კომშის კომპოტი

ასეთივე არაჩვეულებრივი ნაზავია ფეიხოა და კომში.

ფეიხოა 3-5 წუთი ჩაყარეთ მდუღარე წყალში, შემდეგ გადაავლეთ ცივი წყალი. კომში კანიანად დაჭერით, ამოაცალეთ გული კურკებით. სამლიტრიან ქილებში ჩაყარეთ 2 ცალი დაჭრილი კომში და 7-8 ცალი ფეიხოა, 400გ შაქარი, დაასხით წყალი და გაასტერილეთ.

მიირთვით გემრიელი და ლამაზი კომპოტი.