როცა ბავშვი რძეს არ სვამს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როცა ბავშვი რძეს არ სვამს

პირველ ჯგუფს მიაკუთვნებენ ცხიმებსა და ნახშირწყლებს, მეორეს - ცილებსა და მინერალურ ნივთიერებებს, მესამეს - მიკროელემენტებს, ვიტამინებს, ფერმენტებს. რძესა და მის ნაწარმში ეს ყველაფერი უხვად მოიპოვება,  ამიტომაც ბავშვის მზარდი ორგანიზმისთვის, მისი ფიზიკური და გონებრივი  განვითარებისთვის რძე ფასდაუდებელი პროდუქტია. რძის შემადგენლობაში შედის:

კალციუმი - ძვლებისა და კბილების საზრდო;

ფოსფორი - ზრდის ხელშემწყობი ელემენტი;

წყალში ხსნადი ვიტამინები, რომლებიც უჯრედებისა და სისხლის წარმოქმნას უწყობს ხელს;

ცხიმში ხსნადი ვიტამინები - მათზე ბევრად არის დამოკიდებული მხედველობის, გულის სიჯანსაღე და ნივთიერებათა ცვლის სწორად წარმართვა.

 

რძის დღიური ნორმა

ერთი წლის ბავშვმა დღეში 330მლ რძე უნდა მიიღოს. ეს არის დაახლოებით 1 ჭიქა რძე და ერთი ულუფა იოგურტი ან ყველის მოზრდილი ნაჭერი.

სამიდან შვიდ წლამდე ასაკის ბავშვისთვის დღეში 350 მლ რძეა რეკომენდებული.

მშობლებო, გახსოვდეთ: რძე წყურვილის მოსაკლავი სითხე კი არ არის, არამედ სრულფასოვანი საკვებია და ყოველმხრივ აკმაყოფილებს ორგანიზმის მოთხოვნილებას. თუ ბავშვმა 1 ჭიქა რძე დალია და ჭამაზე უარს ამბობს, ნუ დააძალებთ - როგორც ჩანს, მისმა ორგანიზმმა უკვე მიიღო საკვები ნივთიერებების სამყოფი ულუფა.

 

როგორი რძე უნდა სვას ბავშვმა?

პასტერიზებული რძე ვასვათ პატარას თუ ახალმოწველილი, ეს გემოვნებასა და პრაქტიკულ მოსაზრებაზეა დამოკიდებული. მაგალითად, თუ სადმე მიემგზავრებით, უმჯობესია, პასტერიზებული რძე წაიღოთ თან. ყურადღება უნდა მიაქციოთ ცხიმის შემცველობასაც.

  • მოუხდელი რძე 3,5% ცხიმს შეიცავს;
  • ნაწილობრივ მოხდილი - 1,5-1,85%-ს;
  • მოხდილი - 0,3%-ს.

ამასთანავე, უნდა გაითვალისწინოთ, რამდენ ცხიმს იღებს პატარა სხვა საკვების მეშვეობით. თუ კარაქს, ყველს, ხორცს ყოველდღე აჭმევთ, ცხიმიან რძეს ნუღარ დაალევინებთ. ახალმოწველილი რძე მიკრობების უვნებელსაყოფად აუცილებლად უნდა წამოადუღოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ დუღილისას ვიტა-მინების ნაწილი იშლება. აჯობებს, ბავშვი პასტერიზებული რძის სმას მიაჩვიოთ. ნუ მისცემთ წლამდე ასაკის ბავშვს ძროხის რძეს. კვებეთ ჩვილი ძუძუთი ან რძის ადაპტირებული ნარევებით. ერთიდან ორ წლამდე ასაკის ბავშვებს ასვით მხოლოდ მოუხდელი რძე. მოხდილი რძე ამ ასაკში მხოლოდ მაშინ არის ნებადართული, თუ დღეში 1,5 ლიტრს მაინც მიიღებს. უნდა შეგეძლოთ, დროულად ამოიცნოთ ალე-რგიის ან რძის აუტანლობის პირველი სიმპოტმები - მეტეორიზმი, ნაწლავთა აშლილობა, პირღებინება, უმადობა და ა.შ.

 

ალტერნატიული გამოსავალი

თუ ბავშვს რძე არ უყვარს, ნუ დააძალებთ. ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია. დაძალებით საპირისპირო შედეგს მიიღებთ - შესაძლოა, პატარამ სამუდამოდ შეიძულოს რძე. უმჯობესია, შესთავაზოთ მაწონი, იოგურტი, ხაჭო (შაქრით ნუ დაატკბობთ, უმჯობესია, ხილი შეურიოთ), ყველი. თუ არც რძის ნაწარმი მოსდის თვალში, რძე საკვებში "დამალეთ". მაგალითად, მოუმზადეთ კარტოფილის პიურე რძით. რძის აუტან-ლობის შემთხვევაში რაციონის შესარჩევად მიმართეთ პედიატრს. ორგანიზმმა კალციუმის აუცილებელი ულუფა რომ მიიღოს, საჭიროა, ყოველდღიურ რაციონში შედიოდეს: თუ ბავშვს სრულფასოვანი რაციონი აქვს, კალციუმის დეფიციტი არ ემუქრება.

გარდა რძისა და მისი ნაწარმისა, კალციუმს შეიცავს თევზი (სარდინი, ორაგული), ბოსტნეული, პარკოსნები, მწვანილი, ხილი, მაგალითად, მწვანე ხახვი, კამა, ნუში, ფორთოხალი, თუმცა ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ მცენარეული წარმოშობის კალციუმს ორგანიზმი ძნელად ითვისებს. კარგი იქნება, თუ ბავშვს დროდადრო კალციუმის შემცველ მინერალურ წყალს დაალევინებთ. რძის შემადგენლობაში შემავალ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს მზა პროდუქტები და საკონდიტრო ნაწარმი: ხილის იოგურტი, ხაჭო, შოკოლადი რძიანი გულსართით ("ნესტლეს" საბავშვო შოკოლადები, "კინდერი" და სხვა), მაგრამ მათში ბევრია შაქარი და ცხიმი, ამიტომ მათი დიდი ოდენობით მიღება ბავშვისთვის რეკომენდებული არ არის. ტკბილეული კალორიების დღიური ნორმის მხოლოდ 10%-ს უნდა შეადგენდეს.

 

ყველაზე მთავარი

რძემ თქვენს შვილს მხოლოდ სარგებლობა რომ მოუტანოს, მჭიდრო კონტაქტი გქონდეთ პედიატრთან და რაციონში ყოველი ახალი პროდუქტი მხოლოდ მასთან შეთანხმებით ჩართეთ.