წვენები გაციების წინააღმდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წვენები გაციების წინააღმდეგ

რომელი მივცეთ პირველად? როგორ მოვიქცეთ, რომ ალერგიული რეაქცია თავიდან ავიცილოთ? ვესაუბრებით პედიატრ ხათუნა ხასიას:

- რისი წვენი მივცეთ ბავშვს პირველად და როგორ?

- დაიწყეთ მწვანე ვაშლის წვენით. ის არ იწვევს ალერგიას და აქტიურად ასტიმულირებს იმუნიტეტს.

წვენს ნელ-ნელა უნდა შეაჩვიოთ შემდეგი სქემით:

  • პირველ დღეს - 5-10 წვეთი;
  • მეორე დღეს - ნახევარი ჩაის კოვზი;
  • მესამე დღეს - 1 ჩაის კოვზი (5 მლ).

თანდათანობით ადით დღეში 30 მლ-მდე. ამაზე მეტი არ არის რეკომენდებული. 30 მლ სავსებით საკმარისია ბავშვის დამცველობითი სისტემისთვის.

მწვანე ვაშლის შემდეგ უნდა მივცეთ მსხლის წვენი, თუ პატარას შეკრულობისადმი არ აქვს მიდრეკილება, და გარგარის წვენი.

შემდეგი, სეზონის გათვალისწინებით, უნდა იყოს ქლიავის, ატმის, გოგრის ან სტაფილოს წვენი. ეს ხილ-ბოსტნეული, ისევე როგორც გარგარი, ბეტა-კაროტინის წყაროა, რომლის წყალობით ცხვირისა და ყელის ლორწოვანი გარსები ვირუსებისთვის შეუვალი ხდება.

ამის შემდეგ უკვე შეიძლება მრავალკომპონენტიანი წვენის მიცემა. ვიტამინებით ის უფრო მდიდარია. მთავარი კომპონენტია ვაშლი. მას შეიძლება შეერიოს იმავე ოდენობის მსხალი, გარგარი ან გოგრა.

ამის შემდეგ პატარას უკვე შეიძლება გავასინჯოთ ალუბლისა და მოცხარის წვენი. წითელი ხილის ნაყოფი ჩ ვიტამინთან ერთად ბიოფლავონოიდებსაც შეიცავს. ეს ნივთიერებები აძლიერებს ორგანიზმის ანტივირუსულ დაცვას.

დასასრულ, ვაძლევთ ცე ვიტამინით ყველაზე მდიდარ წვენებს - ფორთოხლისას, მარწყვისას, პომიდვრისას.

რაციონში წვენების ჩართვისას სიფრთხილე და ყურადღებაა საჭირო. თუ ბავშვს რომელიმე წვენის მიღების შემდეგ ალერგიული გამონაყარი გაუჩნდა, იმ წვენს ნუღარ დაალევინებთ. ამიტომაც გვირჩევენ ექიმები, წვენები თითო-თითოდ გაასინჯოთ, რათა გაარკვიოთ, აქვს თუ არა მასზე რეაქცია. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება პოლიკომპონენტური წვენის მიცემა.

თუ ბავშვის ორგანიზმმა წვენი კარგად მიიღო, თამამად მიეცით ყოველდღე, სადილის შემდეგ - ამით იმუნურ სისტემას გაუძლიერებთ.

ხილის წვენი განსაკუთრებით საჭიროა ზამთარში. ამ პერიოდში ორგანიზმი განიცდის ვიტამინების ნაკლებობას, რომლის შედეგად მხოლოდ იმუნური სისტემა არ ზარალდება. არსებობს დაავადება, რომელსაც ქათმის სიბრმავეს უწოდებენ და ის A ვიტამინის ნაკლებობითაა გამოწვეული.

- როგორ ვლინდება ეს დაავადება?

- თუ ბავშვი გთხოვთ, ღამით ოთახში სინათლე არ ჩააქროთ, თქვენ კი ამას სიბნელის შიშით ხსნით, თუ სიბნელეში ოთახში გადაადგილება უჭირს და ავეჯს ეჯახება, შესაძლოა, ეს სწორედ ქათმის სიბრმავის ბრალი იყოს.

A ვიტამინის ნაკლებობისას ბავშვი ცუდად ხედავს. თავდაპირველად უჭირს სიბნელესთან შეგუება, მერე კი საერთოდ კარგავს სიბნელეში საგნების გარჩევის უნარს. თუ დროულად არ მიაქციეთ ყურადღება, ამას მოჰყვება სინათლის შიში, გამწვავდება დიათეზი (ატოპიური დერმატიტი), კანი აიქერცლება, ტუჩები გამოშრება, ტუჩის კუთხეები დასკდება, ბავშვს დაეკარგება მადა, თავს იჩენს გასტრიტის ნიშნები, გახშირდება ვირუსული ინფექციებით ავადობა.

A ვიტამინი თვალის ფოტორეცეპტორებში პიგმენტ როდოფსინის სინთეზის სტიმულაციას განაპირობებს.

- A ვიტამინის დეფიციტის აღმოსაფხვრელად სტაფილო ან მისი წვენი საკმარისია?

- სტაფილო მდიდარია A ვიტამინის წინამორბედი ნივთიერებით, რომელიც ორგანიზმში ვიტამინად გარდაიქმნება, მაგრამ ამისთვის საჭიროა ცხიმი. სტაფილოსთან ერთად ბავშვმა უნდა მიიღოს ნაღები, კარაქი, ზეთი, არაჟანი.

- რომელი პროდუქტები შეიცავს დიდი ოდენობით A ვიტამინს?

- ხბოსა და ძროხის ღვიძლი, კვერცხის გული, ნაღები, ნაღების კარაქი, არაჟანი. A ვიტამინის დღიური ნორმის მესამედი სწორედ მათ წილად უნდა მოდიოდეს, ორი მესამედი კი - სტაფილოს, გარგარის, გოგრის, მწვანილის (ოხრახუშის, მწვანე სალათის) წილად.

მნიშვნელოვანია ისიც, რა სახით იღებს ბავშვი სტაფილოს.

დაჭრილი სტაფილოდან ორგანიზმი კაროტინის 5%-ს ითვისებს, წვრილად გახეხილიდან - 20%-ს, თუ გახეხილს მცენარეული ზეთით შევაზავებთ - 50%-ს, არაჟანმოსხმული სტაფილოს პიურედან - 60%-ს.

კვერცხის გულსა და ნაღების კარაქში A ვიტამინი ზამთარში და გაზაფხულზე 1,5-2-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ზაფხულში და შემოდგომაზე, ამიტომ საჭიროა, ზამთარში იმუნიტეტის გასაძლიერებლად, ვირუსული და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დავადებების თავიდან ასაცილებლად ბავშვის ყოველდღიურ მენიუში შევიტანოთ სტაფილო, გოგრა, კვერცხი, არაჟანი, კარაქი და ამ ინგრედიენტებისგან მომზადებული კერძები.