რატომ ჭამენ ბავშვები ცუდად და ღირს თუ არა ძალდატანება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ჭამენ ბავშვები ცუდად და ღირს თუ არა ძალდატანება

ჭამის სურვილი გაუქრეს. თუ ბავშვი არ ჭამს, ეს შესაძლოა გარემოს, დღის რეჟიმის ცვლილების, ავადმყოფობის, კვებათა შორის სასუსნავის მიღების ბრალი იყოს.

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი ჭამაზე უარს ამბობს? ვაიძულოთ?

მოდი, ყურადღებით განვიხილოთ ვითარება და ის დღე გავიხსენოთ, როცა ბავშვმა ნორმალურად ჭამა შეწყვიტა. ამას შესაძლოა ჰქონდეს როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიოლოგიური მიზეზებიც:

  • ასაკთან ერთად გემოვნების ცვლილება. ეს სავსებით ბუნებრივი პროცესია. არ შეიძლება, ბავშვს წლების განმავლობაში ერთი და იგივე კერძი უყვარდეს;
  • მძაფრი განცდები. მათი გავლენით მადა სუსტდება. ნერვული სტრესი, სასწავლო პროცესით გამოწვეული მღელვარება, ოჯახური პრობლემები, წესისამებრ, ბავშვის მადაზე აისახება;
  • ფიზიკური აქტივობის შემცირება ან, ინდივიდუალური ტემპერამენტის გათვალისწინებით, ნაკლები მოძრაობა;
  • წლის ცხელ პერიოდში წყლისა და სხვა სითხეების, ხილის, ნაყინის ჭარბი მიღება;
  • ავადმყოფობა, გადაღლა ან ქრონიკული დაავადების გამწვავება.

გასათვალისწინებელია ბავშვის ბიორიტმიც. პატარა “ბუები” ცუდად ჭამენ საუზმეზე, მაგრმ მადიანად ვახშმობენ. ასეთ პატარებს პრობლემები უჩნდებათ სკოლის პერიოდში: როცა საუზმე მეტისმეტად მწირია, გაკვეთილებზე შიმშილის გრძნობა იჩენს თავს, შესაძლოა, დაეცეს არტერიული წნევა, აღმოცენდეს თავის ტკივილი.

არც ერთ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული ძალდატანება. უმჯობესია ვკითხოთ ბავშვს, რომელი კერძი ურჩევნია, რას შეჭამს სიამოვნებით. დროებითი უმადობა არ არის განგაშის საფუძველი - მოზრდილებიც ხომ იცვლიან დროდადრო ჩვეულ მენიუს.

რატომ არ არის რეკომენდებული ძალდატანება

რასაკვირველია, უფროსებს შესწევთ ძალა, ბავშვებს ჭამა აიძულონ, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ხელს შეუწყობს საკვებისადმი ნეგატიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას და საბოლოოდ შესაძლოა ნერვულ აშლილობამდე და კვების დარღვევამდეც მიგვიყვანოს.

ძალდატანებისას ბავშვი ვეღარ აკონტროლებს საკუთარ შეგრძნებებს და ჭამს არა სიმაძღრის შეგრძნების აღმცენებამდე, არამედ მანამდე, სანამ უფროსები კმაყოფილნი არ დარჩებიან მისი ულუფით, მშობლების მზრუნველობას კი აღიქვამს როგორც მისი პიროვნების კონტროლს, რაც აუცილებლად გამოიწვევს პროტესტსა და კონფლიქტს.

რა ვიღონოთ, როცა ბავშვი ჭამაზე უარს ამბობს?

ბავშვის ორგანიზმი ისეა მოწყობილი, რომ თავად განსაზღვრავს, როდის და რამდენი ჭამოს. რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უფროსებმა ყურადღება არ მივაქციოთ ბავშვის მენიუს - ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ პატარას ბალანსირებული კვება, შევუდგინოთ ყველა აუცილებელი კომპონენტის შემცველი რაციონი.

თუ ბავშვი სკოლის ბუფეტში ნაირ-ნაირ სასუსნავს ყიდულობს, ალბათობა იმისა, რომ შინ დაბრუნებული მადიანად ისადილებს, ძალიან მცირეა. თუ სადილის შემდეგ მიირთვა სასუსნავი, რასაკვირველია, ეს ვახშამზე აისახება. ასე რომ არ მოხდეს, ნამცხვრები, კანფეტები, ჩიპსები იშვიათად უნდა გაჩნდეს ბავშვის მენიუში. ჯობს, მათი ადგილი ხილმა დაიკავოს. ხილი სწრაფად გადამუშავდება, მოკლე ხნით იწვევს სიმაძღრის შეგრძნებას და, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე ცომეული და ტკბილეული.

კვების პრობლემის მოგვარება გაცილებით ადვილია შედარებით მოზრდილ ბავშვებთან. 7-9 წლისანი სათანადოდ ვერ აფასებენ სასარგებლო პროდუქტებს. მათ სულაც არ მოსწონთ ისპანახი, ყაბაყი, საქონლის ღვიძლი თუ კვერცხის გული. უფროსები იძულებულნი არიან, ანგარიში გაუწიონ პატარების გემოვნებას და შეცვალონ მენიუ - ღვიძლისაგან მოამზადონ პაშტეტი, ყაბაყისა და კომბოსტოსაგან – ოლადები, თევზისგან - კატლეტები.

ვითარება რთულდება, როცა ბავშვი ბიორიტმით ბუების კატეგორიას ეკუთვნის. მისი საჭმლის მომნელებელი სისტემა გვიან “იღვიძებს” და დილით, საუზმის დროს, ბავშვს მადა საერთოდ არ აქვს. ამ შემთხვევაში მას შეიძლება შევთავაზოთ იოგურტი ან ჯემიანი პური.

პატარები ხშირად ამბობენ უარს ფაფაზე. არც ესაა გასაკვირი, მეტადრე - თუ ყოველ დილა-საღამოს ვაჭმევთ. ისღა დაგვრჩენია, მეტი ფანტაზია გამოვიჩინოთ.

როცა ბავშვი მთელი დღე არაფერს ჭამს, ეს საკმაო საფუძველია დასაფიქრებლად და, შესაძლოა, ექიმთან მისასვლელადაც კი. საბედნიეროდ “არაფერს ჭამს” უმეტესად არა რეალობა, არამედ უფროსების აღქმაა. როცა ასეთი ბავშვების დღიურ რაციონს განვიხილავთ, აღმოჩნდება, რომ მათ მიერ მიღებული კალორიების რაოდენობა აღემატება კიდეც ნორმას. ნამცხვარი, კანფეტი, ფუნთუშა, წვენი თუ ლიმონათი - ეს ყველაფერი ენერგიის წყაროა.

რატომ არ ითხოვს ბავშვი ჭამას

ხშირდ ბავშვი ისეა გატაცებული რაიმე საქმიანობით, რომ სულ მთლად ავიწყდება ჭამა. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა პატარა გურმანმა იცის, რომ დღეს სადილად მისი საყვარელი კერძი არ აქვთ და თავს არიდებს ჭამას.

ინდივიდუალური თავისებურებები

ზოგი ბავშვი საკვების მიმართ ინდიფერენტულია. უმეტესად ასეთები არიან გამხდარი, ძვალწვრილი, ფერმკრთალი პატარები. საკვებისადმი ამგვარი დამოკიდებულება მათი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური თავისებურებაა. უფროსების მცდელობის მიუხედავად, ისინი კი არ ჭამენ, კენკავენ. ნერვიულობა არ არის საჭირო, მთავარია თვალი ადევნოთ, რომ პატარამ საკმარისად მიიღოს ვიტამინები და მიკროელემენტები.