რომელი თევზია საუკეთესო ბავშვის განვითარებისთვის და რა ასაკიდან უნდა მივცეთ პატარას? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

რომელი თევზია საუკეთესო ბავშვის განვითარებისთვის და რა ასაკიდან უნდა მივცეთ პატარას?

რომელი თევზია საუკეთესო ბავშვის განვითარებისთვის და რა ასაკიდან უნდა მივცეთ პატარას?
მოგეხსენებათ, თევზი ძალიან სასარგებლო პროდუქტია. თუმცა, აუცილებელია ვიცოდეთ, რა ასაკიდან შეიძლება ბავშვისთვის მიცემა და რომელი თევზია მდიდარი პატარის განვითარებისათვის საჭირო ნივთიერებებით. ამის გასარკვევად მედიცინის აკადემიურ დოქტორსა და პედიატრს, თამარ ობგაიძეს ვესაუბრეთ.

- თევზი ბავშვისათვის აუცილებელი პროდუქტია, რომელიც შეიცავს სრულფასოვან ცილებს და ეს ცილები გაცილებით ადვილად ასათვისებელია, ვიდრე სხვა ძუძუმწოვრების ცილები. თევზი შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან ვიტამინებს, როგორიცაა A და D ვიტამინი, აგრეთვე მიკროელემენტებს, როგორიცაა სელენი, თუთია, ბრომი, იოდი. A ვიტამინი არის ვიტამინი, რომელიც მონაწილეობას იღებს ბავშვის განვითარებაში და ასევე მხედველობის ანალიზატორის,
ანუ თვალის განვითარებასა და ფუნქციონირებაში. D ვიტამინი კი მონაწილეობს კალციუმისა და ფოსფორის ცვლაში, შესაბამისად ის წარმოადგენს რაქიტის საპროფილაქტიკო საშუალებას, რაც ორგანიზმის სისტემური დაავადებაა და იწვევს ძვალ-სახსროვანი სისტემის დაზიანებას. მიკროელემენტები მონაწილეობენ სხვადასხვა ფერმენტულ პროცესში, ნივთიერებათა ცვლაში, არიან ანტიოქსიდანტები. ასე რომ, თევზი შეიცავს სრულფასოვან ნივთიერებებს, რომლებიც აუცილებელია
ბავშვის განვითარებისათვის.
ცალკე მინდა გამოვყო ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები, ეს გახლავთ ნივთიერების ის ტიპი, რომელიც უდიდეს როლს თამაშობს ბავშვის, მისი თავის ტვინის, თვალის, მხედველობის ჩამოყალიბებაში. იმდენად მნიშვნელოვანია მისი როლი ნერვული სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, როგორც მუცლადყოფნის პერიოდში, ასევე დაბადების შემდგომ, რომ მეორენაირად ამ ნივთიერებებს თავის ტვინის არქიტექტორებსაც კი უწოდებენ. სხვათა შორის, ამ ცხიმოვან მჟავებს აქვთ განსაკუთრებული უნარი, ზემოქმედება მოახდინონ და პროფილაქტიკა აწარმოონ ისეთი სერიოზული დაავადებების წინააღმდეგ, როგორიცაა ათეროსკლეროზი, მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტი. ამ ნივთიერებების კვლევა დაიწყო გასული საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც აღმოაჩინეს, რომ ესკიმოსები პარქტიკულად არ ავადობდნენ ასეთი მძიმე დაავადებებით. იქიდან გამომდინარე, რომ მათი რაციონი ძირითადად თევზეულისგან შედგებოდა, დადგინდა რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების ნაკლები სიხშირე სწორედ ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებთან იყო დაკავშირებული. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ამ ნივთიერების დეფიციტი, ბავშვთა ასაკში შეიძლება იყოს ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი ყურადღების ნაკლებობის და ასევე ჰიპერაქტიურობის სინდრომის, რის გამოც ასეთ ბავშვებს ძალიან ხშირად ენიშნებათ ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები. გარდა ამისა, ბავშვებს, რომელთაც აქვთ მონელების პრობლემები, მათთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თევზის მიღება, რადგან ის გაცილებით ადვილი მოსანალებელია.

- რა ასაკიდან უნდა მივცეთ ბავშვს თევზი და რა რაოდენობით?
- თევზი ინიშნება 8 თვის ასაკიდან კვირაში ერთ-ორჯერ, 70-80 გრამი. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ თევზის მიღებას, რომელიც მდიდარია ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით. ასეთია ვირთევზა, მტკნარი წყლებიდან კალმახი, ზუთხისებრნი თავისთავად, ქაშაყი, ორაგული, სკუმბრია. მნიშვნელოვანია ის, რომ ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები ზღვის და ოკეანის თევზებში უფრო დიდი რაოდენობით არის, ვიდრე მტკნარი წყლის თევზებში, თუმცა ბევრ დადებით
მხარესთან ერთად მას რამდენიმე ურყოფითი მხარე აქვს. ერთი ის, რომ ალერგიულია და ეს აუცილებლად უნდა იქნას გათვალისიწნებული დანიშვნის დროს, მეორე უარყოფითი ისაა, რომ შეიცავს ფხებს, ამიტომ ადრეული ასაკის ბავშვებისთვის ძალიან ყურადღებით უნდა მოხდეს გასუფთავება და საკვებად მომზადება, და მესამე, წყალსატევების ინდუსტრიული დაბინძურება, რაც გლობალური პრობლემაა. დაბინძურებული გარემოდან თევზის ორგანიზმი იღებს არასასარგებლო ნივთიერებებს, განსაკუთრებით საშიში აღმოჩნდა ის, რომ მძიმე მეტალებით ხდება მათი დაბიძურება, მათ შორის ვერცხლისწყლით, რაც მოგეხსენებათ, ადრეული ასაკის ბავშვებისთვის კი არა, მოზრდილი ადამიანებისთვისაც საშიშია. აქედან გამომდინარე, დიდი როლი ენიჭება იმ თევზის მიღებას, რაც ვიცით, რომ ნაკლებად დაბინძურებულია.

- რაც შეეხება გაყინულ თევზს, ინარჩუნებს გაყინვის შემდეგ იმ სასარგებლო თვისებებს, რაც ჩამოგვითვალეთ?

- გაყინული თევზი ისევე სასარგებლოა, როგორიც ცოცხალი თევზი, ოღონდ აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ უნდა იყოს ჯერ სწორად გაყინული და მერე სწორად შენახული. პრაქტიკულად თევზის მომზადება იწყება გემბანზე, როდესაც იჭერენ, რადგან იქვე ხდება მისი დამუშავება და პირველადი გაყინვა. ამასთან ერთად, მისი ტრანსპორტირება უნდა ხდებოდეს სწორად, თევზი არ უნდა ლღვებოდეს და იყინებოდეს რამდენჯერმე, მომხმარებლამდე უნდა მივიდეს ერთხელ გაყინულ მდგომარეობაში.
ბავშვთა ასაკში ძირითადად ვცდილობთ, მივცეთ ე.წ. ცოცხალი თევზი, რომელიც სწორად იქნება მომხმარებლამდე მიტანილი.

- ასევე საინტერესოა ხიზილალის თემა, რამდენად რეკომენდებულია ან რა ასაკიდან შეიძლება ბავშვისთვის მისი მიცემა...

- მოგეხსენებათ, ხიზილალა არის არდაბადებული პატარა თევზები, ამიტომ შემიძლია გითხრათ, რომ ის ისეთივე კარგი საკვები პროდუქტია, როგორიც თევზი. ხიზილალაც უნდა იყოს ჯანრთელი, სწორად შენახული და არაფალსიფიცირებული. მისი მიცემა შეიძლება დაიწყოს 10-11 თვის ასაკიდან მარცვლებით.

- დასასრულ, შებოლილი და მარილში გამოყვანილი თევზის მიცემა რამდენად შეიძლება მოზრდილი ბავშვისთვის?
- ადრეული ასაკის, იგულისხმება 5 წლამდე ასაკის ბავშვებში შებოლილი ან მარილში გამოყვანილი თევზის მიღება არაა რეკომენდებული, შედარებით მოზრდილებში დასაშვებია თუმცა, კიდევ უნდა აღვნიშნო, რომ ცოცხალი და სწორად გაყინული თევზი ბევრად უფრო სარგებლიანია.

იმისთვის რომ თევზმა შეინარჩუნოს ის სასარგებლო თვისებები, რაზეც ზემოთ ვვისაუბრეთ, დაცული უნდა იყოს გარკვეული სტანდარტები. რადგან, სანამ თევზი შორეული ოკეანიდან, ზღვიდან, მდინარიდან თუ აკვარიუმიდან ჩვენს კვების რაციონში მოხვდება, დისტრიბუციის, შენახვის რეალიზების საკმაოდ ხანგრძლივ ეტაპებს გადის. რა ეტაპები უნდა იყოს დაცული, და როგორ უნდა გავარჩიოთ თევზი ახალია თუ არა. ამ მნიშვნელოვან საკითხებზე "ნიკორას" შვილობილი ბრენდის "ოკეანის" ტექნოლოგს, გიორგი ჩაბიჩაძეს ვესაუბრეთ.

- როგორ უნდა გაარჩიოს მომხმარებელმა თევზი ახალია თუ არა?
- იმისთვის, რომ გაარჩიოთ ახალია თუ არა ეს პროდუქტი, გაყინულ მდგომარეობაში მას არ უნდა აღენიშნებოდეს სიყვითლეები (ფარფლებისა და მუცლის მიმდებარე ტერიტორიებზე) გამღვალი თევზის ქსოვილი კი ფიზიკური დაწოლის შემდეგ ბუნებრივ ადგილს უნდა უბრუნდებოდეს, თუ ჩაზნექილი რჩება, მაშინ მას უკვე დაკარგული აქვს თავისი ხარისხი.
ხშირად გვსმენია, რომ ცოცხალ თევზს, რომელიც აკვარიუმებიდან იყიდება, მიცემული საკვები დანამატების გამო, ნაკლები სარგებლობა აქვს. რამდენად შეესაბამება ეს ფაქტი სიმართლეს?
საკვები დანამატები შემოდის საზღვარგარეთიდან, გრანულირებული სახით. ის ნამდვილად არ არის რაიმე ზიანის მომტანი. ბუნებრივი გარემოდან ამოყვანილი თევზი, რა თქმა უნდა, უფრო გემრიელია, თუმცა ეს გემოვნური თვისების სხვაობა ასიდან შესაძლოა ერთმა ადამიანმა გაარჩიოს მხოლოდ. "ნიკორას" სუპერმარკეტების მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ კალმახი, რომელსაც მომხმარებელი აკვარიუმიდან ყიდულობს, ჩვენივე საკალმახე მეურნეობაშია გამოყვანილი, რომელიც გურიის რაიონში, სოფელ ვაკიჯვრში მდებარეობს. პროდუქციის ტრანსპორტირება სწორედ იქიდან ხდება სპეციალური მანქანით, აქ, ადგილზე, კი გვაქვს ბაზა, სადაც ვიღებთ ცოცხალ თევზს, შემდეგ ხდება მიწოდება, დისტრიბუცია, მოთხოვნის მიხედვით. შესაბამისად, თუ ეს ყველა პირობა დაცულია, ცოცხალი თევზი არ კარგავს სასარგებლო თვისებებს. მაგალითად, შეციებული კალმახის შენახვა -2...0 გრადუს პირობებში, 6 დღის განმავლობაშია შესაძლებელი. იმ შემთხვევაში კი თუ მომხმარებელი კალმახს +6 გრადუსზე შეინახავს, მისი ვარგისიანობის ვადა 6 დღიდან 2 დღემდე შემცირდება.

- გარდა თევზისა, გვაინტერესებს რა პირობებში უნდა ინახებოდეს ხიზილალა იმისათვის, რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყოს?
- მაგალითად, ჩვენსავე, "ნიკორას" სუპერმარკეტებში, წარმოდგენილია "ოკეანის" მიერ წარმოებული ხიზილალა, რომელიც ვაკიჯვარში მდებარე ჩვენივე საკალმახე მეურნეობიდან შემოდის და წონით იყიდება. პროდუქტი ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთაა. დაცულია მისი შენახვის პირობებიც. ასაწონი ხიზილალის შენახვა, 7 დღის განმავლობაში, 0...+4 გრადუს ტემპეტატურაზეა შესაძლებელი.
რაც შეეხება, ჰერმეტულად დაფასოებულ ხიზილალას, ის -6... -4 გრადუსი ტემპერატურის პირობებში უნდა ინახებოდეს. მისი შენახვის ვადა კი, დამზადებიდან 12 თვეს მოიცავს.
ციცი ომანიძე
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 12-04-2017
nia
ყველაზე ძვირი ფასები აქვთ ნიკორაში, და საშინელი ხორცპროდუქტები, გაყინული ხორცით რა თქმა უნდა და არანაირ კონტროლს არ გადის როცა შემოაქვთ საქართველოს ტერიტორიაზე...
თარიღი : 12-04-2017
ani
ასე გამოდის რომ ნიკორას უკეტებენ რეკლამას. ვის აშტერებტ?? :-)
თარიღი : 11-04-2017
'არ გეკადრებათ
სწორედ ნიკორას მაღაზიაში შეძენილ, შებოლილ თევზს, ერთი თვის ვადაგასულ ეტიკეტზე ზევიდან ახალი ეტიკეტი ქონდა დაკრული, ახალი თარიღით, სახლში რომ მოვიტანე მაშინ აღმოვაჩინე ეს, ანუ მე როცა თევზი შევიძინე, იმ დღეს უკვე 45 დღის ვადაგასული იყო, ნიკორას წელიწადია 'ახლოს აღარ ვეკარები.
თარიღი : 11-04-2017
ABD
გერმანიის ერთ ერთ დიდი ჰიპერმარკეტში თევზეულის მენეჯრის მოადგილედ ვმუშაობ. "ბუნებრივი გარემოდან ამოყვანილი თევზი, რა თქმა უნდა, უფრო გემრიელია, თუმცა ეს გემოვნური თვისების სხვაობა ასიდან შესაძლოა ერთმა ადამიანმა გაარჩიოს მხოლოდ" ეს არის მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა! ოკიანეში გაზრდილ ორაგულს მაქსიმალური წონამდე მიღწევას არანაკლებ ორი წელი ჭირდება, ხოლო აუზში გამოზრდილს 6 თვე (ანტიბიოტიკებით ჰორმონებით გაჟღენთილი)! ფილეს ფერი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან გემოზე ხომ არაფერს ვამბობ! აუზში გამოყვანილი ორაგული არის სასარგებლო რომელსაც აქვს აპელაცია BIO .(ფასი ორჯერ ძვირი).
თარიღი : 11-04-2017
Jambo
ისე თუ იცის სტატიის ავტორმა თევზს რამდენი ძუძუ აქვს ?
რეკომენდებული პროდუქტები
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციისათვის-30აბი
ფასი: 23.9
სიცოცხლისთვის აუცილებელი ვიტამინები
ფასი: 27.9
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
კატეგორიის სხვა სტატიები
მეცნიერთა საეთაშორისო ჯგუფმა დაამტკიცა, რომ დედის რძე მთელი ცხოვრება იცავს ადამიანს
სტატისტიკის თანახმად, ყოველ მეხუთე ბავშვს ჭარბი წონა აქვს და ყოველ მეოცეს სიმსუქნე აღენიშნება. ამის მიზეზი
მედიცინის დოქტორმა, პედიატრმა თამარ ობგაიძემ პაციენტთა მშობლების დასახმარებლად - სამედიცინო საკითხებში მათი უკეთ გათვითცნობიერების მიზნით,
გარეთ ცივა, ზოგი აცემინებს, ზოგი ახველებს. დროა, ვიფიქროთ საკვებით იმუნიტეტის გაძლიერებაზე.
საახალწლო სუფრა სავსეა სურსათ-სანოვაგით და ტკბილეულით, ლიმონათითა და ხილით. ასეთ დროს
რა პრინციპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ რაციონის შედგენისას, როცა პატარას გულის კუნთის დაზიანება აქვს?-
ზაფხული, სხვა ღირსებებთან ერთად, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ჩვენს განწყობას ჩვენივე ტვინის ქიმია განსაზღვრავს. მისმა მცირე ძვრამაც კი შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად