კოლიკა და ჰიპოალერგიული დიეტა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კოლიკა და ჰიპოალერგიული დიეტა

რა იწვევს კოლიკას?

პედიატრები და ნეონატოლოგები ამის თაობაზე კარგა ხანია დავობენ, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერზე შეთანხმებულან. ისე რომ, ტკივილის მხოლოდ სავარაუდო მიზეზებს თუ დავასახელებთ. ესენია:

  • ნაწლავებში დაგროვილი აირები;
  • ჭამის დროს გადაყლაპული ჰაერი;
  • ყვირილის დროს ნაწლავებში დაგროვილი განავლოვანი მასები, რომლებსაც სპაზმურ მასებს უწოდებენ.

სპეციალისტებმა შეამჩნიეს, რომ ბავშვის კვების ხასიათსა და ნაწლავურ კოლიკას შორის არსებობს განსაზღვრული კანონზომიერება: ჩვილები, რომლებსაც დაბადებიდანვე ხელოვნურად კვებავენ, ძლიერი და ხანგრძლივი კოლიკით იტანჯებიან, ბუნებრივ კვებაზე მყოფ პატარებს კი ნაწლავთა ჭვალი უფრო იშვიათად აწუხებთ. შესაძლოა, ეს იმის ბრალი იყოს, რომ მათ ძუძუს საშუალებით უფრო მჭიდრო კონტაქტი აქვთ დედასთან და ამიტომ ტკივილს უფრო იოლად იტანენ.

ყველა ხელოვნური ნარევის ძირითადი კომპონენტი ძროხის რძეა. უმთავრესად სწორედ მისი გადამუშავება უჭირთ ხელოვნურ კვებაზე მყოფ პაწიებს. გარდა ამისა, კოლიკის აღმოცენებას, როგორც ჩანს, ნაწლავთა ანატომიური აგებულებაც უწყობს ხელს: ახალშობილის ნაწლავები არაპროპორციულად გრძელია, ამიტომ მათში უფრო მეტი განავლოვანი აირი ეტევა, ვიდრე მოზრდილი ბავშვის ნაწლავებში.

დაგროვილი აირები მუცლის შებერვასა და ტკივილებს იწვევს, ახალშობილს კი მათი გამოდევნა უჭირს, რადგანაც გაჭინთვა არ იცის - მისი კუნთოვანი სისტემა ამისათვის ჯერ კიდევ არ არის მზად.

ცნობილია ფაქტორები, რომელთა გავლენითაც იზრდება კოლიკის განვითარების რისკი. ესენია:

  • ფსიქო-სოციალური ფაქტორები (დედის სტრესული მდგომარეობა, არაჯანსაღი ოჯახური ატმოსფერო და ა.შ.);
  • დედის მავნე ჩვევები, კერძოდ, თამბაქოს წევა;
  • დედის განსაზღვრული კვების რეჟიმი და დიეტა.

თვით მშობლების დაკვირვებით, თურმე პატარები უფრო დიდხანს და ძლიერად ტირიან, როცა მეძუძური დედა მიირთმევს კომბოსტოს, პარკოსნებს (ლობიოს, მუხუდოს, ბარდას), პომიდორს, ძროხის რძეს, შავ ქლიავს, ყურძენს, ციტრუსებს, კვერცხს, სვამს ზედმეტად ტკბილ ჩაის ან წვენს. ეს ის სურსათია, რომელიც დედის ორგანიზმშივე იწვევს აირების დიდი ოდენობით წარმოქმნას. ალერგენების შემცველი პროდუქტები კი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსში იმუნოპათოლოგიურ რეაქციებს უდებს სათავეს. დადგენილია, რომ ბავშვებს, რომლებსაც ნაწლავთა კოლიკა ტანჯავთ, მომატებული აქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის განვლადობა ალერგენების მიმართ და მოტილინის დონე. მოტილინი ის რეგულატორული პეპტიდია, რომლის სიჭარბე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოძრაობითი ფუნქციის დარღვევას იწვევს.

ასე რომ, დედებო, ძუძუთი კვება არ კმარა, ბავშვს კოლიკა რომ არ დაემართოს, აუცილებელია, თქვენ თვითონ დაიცვათ კვების მართებული რეჟიმი, მიირთვათ ჰიპოალერგიული,  ჯანსაღი სურსათი.

თუ ტკივილი გაუსაძლისი გახდა, მიმართეთ პედიატრს. არსებობს მედიკამენტური საშუალებები, ფერმენტები, პრობიოტიკები, რომლებიც პატარას აირებისგან გათავისუფლებაში დაეხმარება.

მამების საყურადღებოდ: თუ პაწია ღამით არ გაძინებთ, ნურც გაღიზიანდებით და ნურც მეორე ოთახში გაიქცევით. უმჯობესია, მტირალი პატარა ხელში აიყვანოთ და არწიოთ, თან ოთახში იაროთ. თქვენი სხეულის სითბო ჩვილს თანდათან გაათბობს და დაამშვიდებს.