რა ასაკიდან და რა სახით მივცეთ ბავშვს გოგრა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა ასაკიდან და რა სახით მივცეთ ბავშვს გოგრა

თავისი სასარგებლო თვისებების წყალობით გოგრა დღემდე პოპულარულია. მასზე მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება ზამთარში, როცა ახალი ხილისა და ბოსტნეულის ნაკლებობას განვიცდით. რა ასაკიდან და რა სახით შეიძლება ბავშვისთვის მისი მიცემა? ამის შესახებ პედიატრი ნინო ყურაშვილი გვესაუბრება.

- გოგრაში თავმოყრილია მზის მთელი ენერგია და ძალა - ეს ერთი შეხედვითაც ჩანს, და იგი მზად არის, ეს დიდი საუნჯე ჩვენ გადმოგვცეს. გოგრის ნარინჯისფერი სახეობა გაცილებით მეტ ბეტა-კაროტინს შეიცავს, ვიდრე სტაფილო. ის ძალიან კარგია ბავშვისთვის. მის პიურეს სასიამოვნო გემო აქვს და პატარებიც სიამოვნებით მიირთმევენ. დამატებით საკვებად გოგრის მიცემა ჩვილი ასაკიდანვე შეიძლება. მისი ნაზი ბოჭკოები საკვების სათანადო მონელებისა და ნაწლავების ნორმალური ფუნქციობის საწინდარია, ხელს უწყობს სასარგებლო ნივთიერებების შეწოვასა და ტოქსინების ორგანიზმიდან გამოდევნას. ჩვილისთვის გოგრასთან პირველი კულინარიული შეხვედრა ნებადართულია 6 თვის ასაკში, ხოლო თუ ალერგიულია - 2 თვით გვიან. ბავშვისთვის სასარგებლოა როგორც გოგრის რბილობი, ასევე მისი თესლი და წვენიც. გოგრის თესლი ჭიების საწინააღმდეგო საშუალებაა.

- რა სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს გოგრა?

- გოგრა ვიტამინების, მინერალური ნივთიერებებისა და უჯრედისის მდიდარი წყაროა. ბეტა-კაროტინთან ერთად მასში ბევრია რკინა, კალიუმი, მაგნიუმი, C, E, B ჯგუფის ვიტამინები. ყველა ეს ნივთიერება შეუცვლელია ბავშვისთვის, რადგან აძლიერებს იმუნიტეტს, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ეხმარება ორგანიზმს ანთებასთან ბრძოლაში. ვიტამინები ხელს უწყობს ზრდას, მშვიდ ძილს, უზრუნველყოფს კანისა და თვალების სიჯანსაღეს. K ვიტამინი სწორად წარმართავს ნივთიერებათა ცვლას და ადვილად გამოაძევებს ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებებს. გოგრა შეიცავს იშვიათ ვიტამინს - ტ-ს, რომელიც ეხმარება ორგანიზმს, ადვილად და სრულად მოინელოს მსუყე და ცხიმიანი საკვები (ამ თვისების გამო გოგრა ხორციანი კერძების საუკეთესო გარნირად მიიჩნევა). ეს ვიტამინი ხელს უშლის ჭარბი წონის დაგროვებას, ამიტომ ყოველგვარი დიეტის დროს მისაღებია. გოგრის უმი რბილობი აუმჯობესებს ნაღვლის ბუშტის ფუნქციას, აქრობს ნაწლავებში მიმდინარე ანთებით პროცესს. მომატებული მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროს რეკომენდებულია გოგრის წვენი. გოგრა შარდმდენიც არის. მისი მოხარშული რბილობი თაფლთან ერთად უნიკალური დამამშვიდებელი საშუალებაა უძილობის დროს. გოგრას კანის პრობლემების მოგვარებაც შეუძლია. რბილობის ფაფის გამოყენება შეიძლება დამწვრობისა და ანთების დროს. კარგია გოგრის ყვავილების ნახარშით დაჩირქებული ჭრილობის ჩამობანა.

- რა შეიძლება მომზადდეს გოგრისგან ბავშვისთვის?

- გოგრისგან მრავალფეროვანი კერძები მზადდება - წვნიანი, ფაფა, დესერტი. ფაფა მხოლოდ გოგრისგანაც შეიძლება მომზადდეს და ვაშლთან, შვრიის, მანანის ან წიწიბურას ბურღულთან ერთადაც. გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს:

გოგრის სუპი

საჭიროა:

  • 300 გ გოგრის რბილობი;
  • 1 ცალი სტაფილო;
  • 5 სადილის კოვზი პურის ფქვილი;
  • 1/2 ჩაის კოვზი კარაქი;
  • 0,5 ლ წყალი;
  • 1 ლ რძე;
  • მარილი, კამა.

ადუღებულ წყალში ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი გოგრა და სტაფილო, დაამატეთ წინასწარ წყალში გახსნილი ფქვილი. კარგად რომ მოიხარშება, შეაზავეთ კარაქითა და მარილით და კიდევ 7-10 წუთი ხარშეთ, შემდეგ დაასხით რძე და ადუღებამდე მიიყვანეთ. უკვე მომზადებულს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა.

გოგრის სუფლე

საჭიროა:

  • 1 კგ გოგრის რბილობი;
  • 1 სადილის კოვზი დაფქული ორცხობილა;
  • 1,5 ჭიქა შაქრის ფხვნილი;
  • 5 კვერცხი;
  • 1,5 სადილის კოვზი ნაღების კარაქი;
  • 1-2 ჩაის კოვზი დარიჩინი.

გოგრის რბილობი გახეხეთ მსხვილად, დაასხით წყალი და დარბილებამდე ხარშეთ. შემდეგ გადაწურეთ. კარგად რომ დაიწრიტება, ბლენდერით გათქვიფეთ, დაუმატეთ ორცხობილა, შაქარი, დარიჩინი. კარგად გაცივებულს სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხის გული, კარაქი, ცალკე გათქვეფილი ცილა, მიღებული მასა გადაიღეთ კარაქწასმულ და ორცხობილამოყრილ ფორმაში, 10-15 წუთი აცხვეთ ღუმელში საშუალო ცეცხლზე. სუფრასთან კარგად გაცივებული მიიტანეთ.

გოგრისა და ხაჭოს ღვეზელი

საჭიროა:

ცომისთვის:

  • 1,5 ჭიქა ფქვილი;
  • 200 გ კარაქი;
  • 1 კვერცხი;
  • 5 სადილის კოვზი შაქრის ფხვნილი;
  • 2-3 სადილის კოვზი არაჟანი.

შიგთავსისთვის:

  • 500 გ კარგად მოხარშული გოგრის რბილობი;
  • 1 ჭიქა შაქარი;
  • 500 გ ხაჭო;
  • 5 კვერცხი;
  • 1 ცალი ლიმონის წვენი და ცედრა;
  • 2 სადილის კოვზი შაქრის ფხვნილი;
  • 2 სადილის კოვზი კარტოფილის ფქვილი;
  • 1 პაკეტი ვანილი.

ცომის გუნდა 30 წუთით შედგით მაცივარში, შემდეგ გადაიღეთ ფორმაში და 15 წუთის განმავლობაში 200 გრადუსზე აცხვეთ. ფორმაშივე გადაიღეთ შიგთავსი, თანაბრად გაანაწილეთ ცომზე და ისევ შეაბრუნეთ ღუმელში 30 წუთით. როცა კარგად გაცივდება, დაჭერით და ასე მიიტანეთ სუფრასთან.