სასარგებლო მწვანილი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

სასარგებლო მწვანილი

სასარგებლო მწვანილი
ზამთარში ჩვენი სუფრა ხილისა და ბოსტნეულის ისეთი მრავალფეროვნებით ვეღარ იწონებს თავს, როგორითაც ზაფხულში თუ შემოდგომაზე. ორგანიზმს ვიტამინები და მინერალები რომ არ მოაკლდეს, რაციონი მწვანილით უნდა გავამდიდროთ. ის, გარდა იმისა, რომ სასარგებლოა, განსაკუთრებულ გემოსაც აძლევს კერძს. როდის და როგორ ჩავრთოთ მწვანილი ბავშვის რაციონში? ამ კითხვაზე ია ხარებავა გვიპასუხებს.


- მწვანილს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენს ყოველდღიურ რაციონში. როდის და როგორ ჩავრთოთ ის ბავშვის კვებაში?
- ბავშვის მენიუში მწვანილის ჩართვა ერთი წლიდან შეიძლება. ოხრახუში შეიცავს ბევრ კალიუმს, კალციუმს, რკინას, მაგნიუმსა და ფოსფორს. კალიუმი
განსაკუთრებით ბევრია ოხრახუშის ფესვებში, ფოთლები კი უფრო ვიტამინებითაა მდიდარი. 100 გრამი ოხრახუში ბავშვის ორგანიზმს 15 მგ ასკორბინის მჟავათი - C ვიტამინით ამარაგებს. ოხრახუში მდიდარია აგრეთვე B1, B2, PP ვიტამინებით და კაროტინით, რის წყალობითაც ის არაჩვეულებრივი საშუალებაა სასუნთქი სისტემის სეზონური ვირუსული დაავადებების საპროფილაქტიკოდ. ყოველივე ამასთან ერთად,
ოხრახუში აღძრავს მადას, ააქტიურებს და ხელს უწყობს საკვების მონელებას. ოხრახუშის ფესვები სასარგებლოა მომავალი დედისთვისაც - ის შესანიშნავი შარდმდენი საშუალებაა და ორგანიზმიდან ჭარბი მარილები გამოაქვს. მადის აღმძვრელი თვისება აქვს ქინძსაც. ის ამდიდრებს კერძს C ვიტამინითა და კაროტინით. მის შემადგენლობაში შემავალი ეთერზეთები ამცირებს ნაწლავთა შებერილობას (მეტეორიზმს), რომელიც პატარა ბავშვების ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემაა. კამა განთქმულია არა მხოლოდ განუმეორებელი არომატით, არამედ C ვიტამინის შემცველობითაც. 100 გ კამა 100 მგ C ვიტამინს შეიცავს. საზოგადოდ, ეს მცენარე მინერალებისა და ვიტამინების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. კამა ააქტიურებს ნაწლავების მოტორულ ფუნქციას და პატარას დაგროვილი აირებისგან ათავისუფლებს. შეგიძლიათ, წვრილად დაკეპილი კამა მოაყაროთ მზა კერძს - წვნიანს, პიურეს. თუ ჭამის შემდეგ დაალევინებთ ბავშვს სააფთიაქო ფორმის C ვიტამინს (დრაჟეს, წვეთებს), ორგანიზმს მისი ათვისება გაუადვილდება. საზოგადოდ, C ვიტამინის ბუნებრივი “თანამგზავრების” - რუტინის, რკინის, ჰესპერიდინის - შემცველობის წყალობით კამა და ქინძი აადვილებს სააფთიაქო ფორმის C ვიტამინის ათვისებას. ამიტომაც არის რეკომენდებული C ვიტამინის მიცემა კვების შემდეგ. ნიახური მდიდარია PP, K, C, E და B ვიტამინებით, ასევე - კალიუმის, ნატრიუმის, რკინის, თუთიის, მანგანუმის მარილებით. გარდა ამისა, შეიცავს სელენს, რომელიც აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის მიერ იოდშემცველი ჰორმონების წარმოქმნისთვის. მასში უხვად არის ეთერზეთები. მის მკვეთრ გემოსა და სუნს განაპირობებს სეანის მჟავას ნაერთები, რომლებიც არც ერთ სხვა ბოსტნეულსა თუ მწვანილში არ მოიპოვება. ნიახური დაბალკალორიულია და ამიტომ არაჩვეულებრივი დიეტური პროდუქტია მათთვის, ვისაც წონის დაკლება სურს. კვებისას მისი შეზღუდვა საჭირო არ არის - ის ჰგვრის დანაყრების შეგრძნებას, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას. ხორციანი კერძებისთვის ნიახური აუცილებელია. იგი შეიცავს სასარგებლო საკვებ ბოჭკოს, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. გთავაზობთ რამდენიმე რეც­ეპტს:

ჩაშუშული სტაფილო ნიახურით

დაგჭირდებათ:

  • 100 გ ნიახურის ძირი (ფესვი),
  • 100 გ სტაფილო,
  • 1 სადილის კოვზი მცენარეული ზეთი,
  • კამა, ოხრახუში, ქინძი, მარილი - გემოვნებით.

სტაფილო და ნიახურის ძირები კარგად გარეცხეთ გამდინარე ცივ წყალში, დაჭერით რგოლებად და ჩაშუშეთ ზეთში, როცა დარბილდება, შეაზავეთ მარილით, გადმოიღეთ თეფშზე და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, კამა და ქინძი.

ვიტამინოვანი სოუსი
200 გ არაჟანი ან ნაღები ათქვიფეთ მიქსერით, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი კამა, ქინძი, ოხრახუში, 1-2 კბილი მარილთან ერთად დანაყილი ნიორი. კარგად აურიეთ. ეს სოუსი მოასხით შემწვარი ქათმის ან თევზის ფილეს, მოხარშულ კარტოფილს.

მოზრდილი ბავშვებისთვის სოუსს შეგიძლიათ დაუმატოთ უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, 10 წვეთი ღვინის ძმარი, ბალზამიკო.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
პრობიოტიკური თვისებების კუთხით, თხის რძე ძალიან ჰგავს დედის რძეს. მას შეუძლია პატარა ბავშვებში კუჭ-ნაწლავის
მეცნიერთა საეთაშორისო ჯგუფმა დაამტკიცა, რომ დედის რძე მთელი ცხოვრება იცავს ადამიანს
სტატისტიკის თანახმად, ყოველ მეხუთე ბავშვს ჭარბი წონა აქვს და ყოველ მეოცეს სიმსუქნე აღენიშნება. ამის მიზეზი
მედიცინის დოქტორმა, პედიატრმა თამარ ობგაიძემ პაციენტთა მშობლების დასახმარებლად - სამედიცინო საკითხებში მათი უკეთ გათვითცნობიერების მიზნით,
გარეთ ცივა, ზოგი აცემინებს, ზოგი ახველებს. დროა, ვიფიქროთ საკვებით იმუნიტეტის გაძლიერებაზე.
საახალწლო სუფრა სავსეა სურსათ-სანოვაგით და ტკბილეულით, ლიმონათითა და ხილით. ასეთ დროს
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად