დედა სამსახურში მიდის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დედა სამსახურში მიდის

მეძუძურ დედასაც აქვს უფლება, სრულფასოვნად იცხოვროს - იაროს სამსახურში, შეხვდეს მეგობრებს... თუ ქალი მსახურობს, მაგრამ მხოლოდ რვა საათით გადის შინიდან, ჩვილს, ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი კვება უცდება. ეს პრობლემა 6-7 თვემდე გასტანს. როგორც კი პატარა დამატებითი საკვების მიღებას დაიწყებს, დედას მდგომარეობა შეუმსუბუქდება. დამატებით საკვებს - ბოსტნეულის პიურეს ან ფაფას - ჩვილი მიიღებს შუადღისით, როდესაც დედა სამსახურშია, მანამდე კი შეგიძლიათ, რძე გამოიწველოთ და ბავშვის მომვლელს დაუტოვოთ. სწორად შენახვის შემთხვევაში რძე სასარგებლო თვისებებს არ კარგავს. გამოწველილი რძე დროულ ახალშობილს შეგიძლიათ მეექვსე დღიდანვე მისცეთ.

აუცილებელია, დაიცვათ ჰიგიენის მარტივი წესები:

  • გამოწველის წინ ხელები საგულდაგულოდ დაიბანეთ საპნით;
  • გამოსაწველი აპარატი წინასწარ გარეცხეთ საპნითა და თბილი წყლით.
  • გამოწველილმა რძემ სასარგებლო თვისებები რომ არ დაკარგოს, დაიხსომეთ:
  • 150C ტემპერატურაზე რძე 24 საათს ინახება;
  • 19-200C  ტემპერატურაზე - მხოლოდ 10 საათს;
  • 250C  ტემპერატურაზე - 4 საათს;
  • მაცივარში, 40C  ტემპერატურაზე - 8 დღეს;
  • მაცივრის საყინულეში, რომელსაც ცალკე კარი აქვს - 3 თვეს.

გამოწველილ რძეს ჩვილი, რა თქმა უნდა, საწოვარიანი ბოთლით სვამს, საწოვარას წოვა კი გაცილებით იოლია, ვიდრე ძუძუსი. ეს პაწიებს აზარმაცებს და ისინიც ძუძუზე უარს ამბობენ, რაც უარყოფითად მოქმედებს ლაქტაციაზე - რძის წარმოქმნის პროცესზე. რძის უკმარისობის გამო დედა იძულებულია, ჩვილი შერეულ კვებაზე გადაიყვანოს. ასე რომ, გამოწველილი რძით კვება, ლაქტაციის შემცირება, შერეულ კვებაზე გადასვლა ერთმანეთს ჯაჭვის რგოლებივით ებმის. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ სამსახურებრივი დატვირთვა, გადაღლა, სტრესული სიტუაციები თავისთავადაც ამცირებს რძის გამოყოფას.უნდა გვახსოვდეს, რომ რძის ქონა-უქონლობა არა მხოლოდ დედის სურვილზე, არამედ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მუშაობაზე, ცენტრალური ნერვული სისტემის მდგომარეობაზეც არის დამოკიდებული. ასე რომ, გირჩევთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე, კარგი განწყობა, თავი არიდოთ სტრესსა და ემოციებს, მისდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, მიირთვათ ვიტამინებით მდიდარი, სრულფასოვანი საკვები. ასეთ შემთხვევაში თქვენი პატარა გაცილებით მეტხანს ისიამოვნებს დედიკოს გემრიელი და სასარგებლო რძით.