რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს ჩიფსების ჭამამ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს ჩიფსების ჭამამ

რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს ჩიფსების ჭამამ
ალბათ თავადაც გაწუხებთ, რომ ჩიფსები თქვენი პატარების საყვარელი სასუსნავია. გვინდა, ისე გესაუბროთ მათი მავნებლობის შესახებ, რომ ინფორმაცია პატარებისთვისაც და მათი მშობლებისთვისაც გასაგები იყოს.

არსებული მონაცემების თანახმად, ჩიფსები და ტკბილი გაზიანი სასმელები მავნე პროდუქტების ჩამონათვალში პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ. ჩიფსები სხვა არაფერია, თუ არა ნახშირწყლებისა და ცხიმების ნაზავი, რომელსაც უხვად აქვს დამატებული მარილი, საღებავი და არომატიზატორები.


განსაკუთრებით მავნეა ჩიფსები, რომლებიც არა კარტოფილისგან, არამედ მისი ფქვილისგან არის დამზადებული. მიუხედავად იმისა, რომ კარტოფილი სასარგებლო პროდუქტია, ჩიფსების მომზადებისას, ტექნოლოგიური პროცესის განმავლობაში, ის კარგავს ყველა სასარგებლო
თვისებას და სანაცვლოდ მავნეს იძენს. ნახშირწყლებისა და ცხიმების შემცველობის გამო ჩიფსები მეტისმეტად კალორიულია - 100 გრამი 510 კილოკალორიას შეიცავს, რაც ბავშვის დღიური ნორმის თითქმის ნახევარია. ამიტომაც მიიჩნევა ჩიფსები გასუქების რისკფაქტორად. ამასთან, ჩიფსები ძალზე მარილიანია, ჭარბი მარილი კი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის მოშლას. შესაძლოა, შეშუპებისა და
გულის მუშაობის დარღვევის მიზეზადაც იქცეს. საღებავები და არომატიზატორები, რომელთა წყალობითაც ჩიფსები იღებს ლორის, არაჟნის, ყველის გემოს, პოტენციური ალერგენებია. ჯანმრთელობისთვის საშიშია ჩიფსებში არსებული ცხიმიც - მას კანცენოგენული თვისებები აქვს ანუ სიმსივნის გამოწვევა შეუძლია. ეს არის ეგრეთ წოდებული ჰიდროგენიზებული ცხიმი. მისი მაგალითია მარგარინი. სწორედ ამ ტიპის ცხიმით ამზადებენ ჩიფსებს და არა მცენარეული ზეთით. მყარი ცხიმი ზრდის ახალგაზრდებში ათეროსკლეროზის, ინფარქტის, ინსულტის განვითარების რისკს, თუმცა წინათ მათ მხოლოდ მოხუცთა დაავადებებად მიიჩნევდნენ. ჩიფსებში საერთოდ არ არის ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები, უჯრედისი (მცენარეული ბოჭკო). ყველა ამ სიკეთესთან ერთად, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჩიფსები მიჩვევას იწვევს. ალბათ ამიტომ არის, რომ ერთხელ გასინჯვის შემდეგ პატარები გამუდმებით ითხოვენ ამ სასუსნავს. ვფიქრობთ, ნათელია, რატომ უნდა ვარიდოთ ბავშვები ჩიფსებთან ნაცნობობას.


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
პრობიოტიკური თვისებების კუთხით, თხის რძე ძალიან ჰგავს დედის რძეს. მას შეუძლია პატარა ბავშვებში კუჭ-ნაწლავის
მეცნიერთა საეთაშორისო ჯგუფმა დაამტკიცა, რომ დედის რძე მთელი ცხოვრება იცავს ადამიანს
სტატისტიკის თანახმად, ყოველ მეხუთე ბავშვს ჭარბი წონა აქვს და ყოველ მეოცეს სიმსუქნე აღენიშნება. ამის მიზეზი
მედიცინის დოქტორმა, პედიატრმა თამარ ობგაიძემ პაციენტთა მშობლების დასახმარებლად - სამედიცინო საკითხებში მათი უკეთ გათვითცნობიერების მიზნით,
გარეთ ცივა, ზოგი აცემინებს, ზოგი ახველებს. დროა, ვიფიქროთ საკვებით იმუნიტეტის გაძლიერებაზე.
საახალწლო სუფრა სავსეა სურსათ-სანოვაგით და ტკბილეულით, ლიმონათითა და ხილით. ასეთ დროს
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად