სიმაღლეში გასაზრდელად ნარინჯისფერი ბოსტნეული მიირთვით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სიმაღლეში გასაზრდელად ნარინჯისფერი ბოსტნეული მიირთვით

- ზრდაში ჩამორჩენილ ბავშვებს პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღო 3-დან 16 წლამდე ასაკის 300-მა ბავშვმა, რომლებიც თანატოლებს სიმაღლით ჩამორჩებოდნენ. მონაწილეები ორ ჯგუფად დაყვეს. ერთი ჯგუფის ყოველდღიურ რაციონში ჩართეს ნარინჯისფერი ბოსტნეული, ხოლო მეორე ჯგუფი ჩვეულებრივ იკვებებოდა. პირველი ჯგუფის ბავშვებმა თანატოლებზე ინტენსიურად დაიწყეს ზრდა და წელიწადში საშუალოდ 8 სმ მოიმატეს, მეორე ჯგუფში კი იმავე მაჩვენებელმა 4 სმ შეადგინა.

ცნობილია, რომ A ვიტამინის, რკინისა და თუთიის ნაკლებობა ზრდის შეფერხებას იწვევს. დოქტორ ტალი სინაის თქმით, სიმაღლეში ჩამორჩენილი ბავშვების უმრავლესობა ჯანმრთელია, მაგრამ ვიტამინების ფარული ნაკლებობა აღენიშნება. უნდა ითქვას, რომ მეცნიერები იოლი გზით არ წასულან - ბავშვები სინთეზური ვიტამინებით კი არ გაუჭყეპიათ, არამედ უპირატესობა ნატურალურ ბეტა-კაროტინს მიანიჭეს. ეს "ერთ კაფსულაში მოთავსებული" ნარინჯისფერი საღებავი და ანტიოქსიდანტი A ვიტამინის წინამორბედია. ქიმიისგან განსხვავებით, მის ვიტამინად გადაქცევას ორგანიზმი მოთხოვნილებისამებრ თავად არეგულირებს, რის გამოც მისი ზედოზირება პრაქტიკულად გამორიცხულია. A ვიტამინი მონაწილეობს ძვლების ზრდაში, იცავს თვალებს, სასუნთქი სისტემის ლორწოვან გარსსა და სისხლძარღვებს. მისი დეფიციტის შემთხვევაში ბავშვები მხოლოდ ნელა კი არ იზრდებიან, არამედ ხშირად ცივდებიან, ადვილად იღლებიან, ემართებათ კარიესი, უგვიანდებათ სქესობრივი მომწიფება. მოზრდილებისთვის ბეტა-კაროტინის ყოველდღიური ნორმა დაახლოებით 6 მგ-ია, ბავშვებისთვის - ნაკლები, ასაკის შესაბამისად - 2,5-დან 5,5 მგ-მდე. ნარინჯისფერი ბოსტნეულის ბავშვისთვის საჭირო რაოდენობის გამოთვლა არ გაგვიჭირდება, თუ გვეცოდინება, რომ 100 გ გოგრა 1,5 მგ კაროტინს შეიცავს, სტაფილო - 1,1 მგ-ს, ტკბილი წიწაკა - 2 მგ-ს. პროდუქტის დამუშავებისას ბეტა-კაროტინის დაახლოებით მესამედი იკარგება. სასარგებლო პიგმენტს შეიცავს ასევე ატამი (0,5 მგ 100 გრამში), ნესვი (0,4 მგ 100 გრამში), პომიდორი (1,2 მგ 100 გრამში), მწვანილი და მუქი მწვანე ბოსტნეული, მაგრამ ყველაზე მეტი მაინც ქაცვში (10 მგ 100 გრამზე), ცირცელში (9 მგ 100 გრამში) და მშრალ ასკილში (6,7 მგ 100 გრამზე) მოიპოვება. გასათვალისწინებელია, რომ A ვიტამინი ცხიმში ხსნადია, ამიტომ ბავშვის რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს ცხიმები.

იხილეთ აგრეთვე სიმაღლეში გასაზრდელი ხალხური რეცეპტი