კვება რკინადეფიციტური ანემიის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კვება რკინადეფიციტური ანემიის დროს

შედარებით მოზრდილები ამასთან ერთად უჩივიან თავბრუხვევასა და ადვილად დაღლას, თავის ტკი-ვილს, ყურების შუილს, ხშირად მისდით გული, უჭირთ გონების მოკრება, ყურადღების კონცენტრაცია, სწავლითა და ფიზიკური განვითარებით თანატოლებს ჩამორჩებიან. რკინის დეფიციტის აღმოსაფხვრე-ლად დიეტოთერაპია საკმარისი არ არის, რადგან საკვებიდან რკინის შეწოვა შეზღუდულია - რამდენიც არ უნდა იყოს კერძში რკინა, ორგანიზმი დღე-ღამეში 2,5 მგ-ზე მეტს მაინც ვერ აითვისებს. შედარებისთვის მოვიყვანთ მაგალითს: ჯანმრთელი ბავშვი, ასაკის შესაბამისად, დღე-ღამეში 0,15-0,6 მგ რკინას კარგავს, მოზარდი გოგონა კი მენსტრუაციული ციკლის დროს 15-50 მგ-ს.

თანამედროვე პრეპარატები ორგანიზმს 20-ჯერ მეტ ამ ელემენტს აწვდის. ამრიგად, დიეტოთერაპია რკი-ნადეფიციტური ანემიის მკურნალობის ერთადერთ გზად ვერ გამოდგება, თუმცა მისი ერთ-ერთი კომპო-ნენტი ნამდვილად უნდა იყოს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია არა რკინის შემცველობა სურსათში, არამედ მისი ფორმა. სწორედ რკინის ფორმაზეა დამოკიდებული, როგორ შეიწოვს და აითვისებს ამ ელემენტს ორგანიზმი და, ამის კვალობაზე, რამდენად ეფექტიანი იქნება მკურნალობა.

ყველაზე იოლად შეიწოვება ის ორგანული ნაერთი, რომელიც ჰემოგლობინის შემადგენლობაში შედის. მისი ათვისება არც მჟავიანობაზეა დამოკიდებული და არც ფერმენტებზე. არაორგანულ ნაერთს - რკინის მარილს - ორგანიზმი უფრო უარესად ითვისებს. მეტი თვალსაჩინოებისთვის ასეთ მაგალითს მოვიყვანთ: ძროხის ხორცის მიღებისას (ორგანული რკინა) რკინის შეწოვის კოეფიციენტი 17-22%-ია, ხილის მიღე-ბისას (არაორგანული რკინა) კი - მხოლოდ 3%. რკინის შეწოვა არც ცხოველური წარმოშობის სურსათი-დან არის ერთგვაროვანი.

მაგალითად, ღვიძლიდან რკინა გაცილებით უარესად შეითვისება, ვიდრე საქონლის ხორციდან, თუმცა ღვიძლში ეს ელემენტი ზოგჯერ უფრო მეტია, ვიდრე ხორცში. ასე რომ, მცდარია შეხედულება, თითქოს რკინადეფიციტური ანემიის დროს ღვიძლი ხორცზე სასარგებლო იყოს. რკინადეფიციტური ანემიის დროს რაციონი მდიდარი უნდა იყოს სურსათით, რომელშიც რკინა ჰემის ფორმით მოიპოვება. ასეთია ძროხის ხორცი, ძროხის ენა, კურდღლის ხორცი.

ხორცსა და ღვიძლთან ერთად რაციონში ხილ-ბოსტნეულიც უნდა ჩავრთოთ. ის ორგანიზმს არაორგანუ-ლი რკინის ათვისებაში ეხმარება. არაორგანული რკინის შეწოვას ასევე უწყობს ხელს ასკორბინის მჟავა (ც ვიტამინი) და რძემჟავაშემცველი პროდუქტები - მაწონი, იოგურტი, კეფირი. არსებობს პროდუქტები, რომლებიც, პირიქით, აფერხებს არაორგანული რკინის ათვისებას. ასეთია სოია, ჩაი, ყავა, პარკოსნები.

ზიგიერთი მცენარეული პროდუქტი რკინას დიდი ოდენობით შეიცავს, მაგრამ მზარდი ორგანიზმის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს (როგორც უკვე ვთქვით, ორგანიზმი მცენარეულ რკინას ძნელად ითვი-სებს), ამიტომ ვაშლის, ბროწეულის წვენის, ჭარხლის წვენის, წიწიბურასა თუ რკინით მდიდარი სხვა სურსათის დიდი ოდენობით მიღება რკინადეფიციტური ანემიის დროს უსარგებლოა.

დიეტოთერაპია რკინადეფიციტური ანემიის კომპლექსური მკურნალობის ერთ-ერთ კომპონენტად უნდა გამოვიყენოთ. ის ამ შემთხვევაში მხოლოდ დამხმარე როლს ასრულებს. ძირითადი დატვირთვა რკინის პრეპარატებს ენიჭება. და კიდევ, მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია. საჭიროა რკინის პრეპარატების რამდენიმე კურსი, ხოლო მკურნალობის შეწყვეტა მხოლოდ ექიმის ნებართვით, კლინიკურ-ლაბორატო-რიული გამოკვლევების შედეგების საფუძველზე შეიძლება, თუმცა თუ რკინის დეფიციტის მიზეზი არ იქნა დადგენილი და აღმოფხვრილი, მკურნალობის შემდეგ პრობლემა ისევ იჩენს თავს.