ფერთა ჰარმონია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფერთა ჰარმონია

გოგრა მართლაც გემრიელი და სასარგებლო საკვებია. ის კარგად ინახება. მაგარი ქერქისა და რბილობში შემავალი განსაკუთრებული ნივთიერებების წყალობით გოგრა გაზაფხულამდე ინახება. შესანახი კი ნამდვილად ბევრია! ძნელად თუ მოიძებნება მეორე ბოსტნეული, ამდენ სასარგებლო ნივთიერებას რომ შეიცავდეს. მისი უჯრედისი ბოჭკოვანი არ არის, კარგად იხარშება და იოლი ასათვისებელიცაა. უმი გოგრისგან შეიძლება სალათის მომზადება - შეკრულობისადმი მიდრეკილი ბავშვისთვის ის ძალიან სასარგებლოა. სასარგებლოა გოგრის არა მხოლოდ რბილობი, არამედ თესლიც. მასში ბევრია მიკროელემენტები - კალიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, ფოსფორი, თუთია, რკინა, ვიტამინები - A, C, B1, B12, PP, E და K, რომელიც დადებით გავლენას ახდენს სისხლის შემდედებელ სისტემაზე და რომელიც არც ერთ სხვა ბოსტნეულში არ არის. გოგრისგან მრავალი კერძის მომზადება შეიძლება. ბავშვის საკვებად უმჯობესია გამოვიყენოთ თხელკანიანი, თეთრი გოგრა.

გოგრის სალათა

საჭიროა:

  • 200 გ გოგრის რბილობი;
  • 200 გ ვაშლი (ანტონოვკა);
  • 200 გ სტაფილო;
  • 2 ჩაის კოვზი თაფლი;
  • 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი.

მსხვილად გახეხეთ გოგრა, ვაშლი, სტაფილო, დაუმატეთ თაფლი, ლიმონის წვენი, აურიეთ კარგად, მიირთვით გემრიელად.

ნარინჯისფერი ფაფა

საჭიროა:

  • 200 გ გოგრის რბილობი;
  • 200 მლ რძე;
  • 2 სადილის კოვზი მანანის ბურღული;
  • 1 ჩაის კოვზი ნაღების კარაქი;
  • შაქარი, მარილი - გემოვნებით.

ჩაყარეთ გოგრის ნაჭრები ქვაბში, დაფარეთ წყლით, ხარშეთ თავდახურული 20 წუთის განმავლობაში. დაამატეთ მანანის ბურღული და რძე. ხარშეთ, სანამ გასქელდება. გადმოდგით ქურიდან, შეაზავეთ კარაქით, მარილით, შაქრით. გადმოიღეთ ფაიფურის ჯამებში, მორთეთ პიტნის ფოთლებით.

ბოსტნეულის სუპი

საჭიროა:

  • 200 გ გოგრის რბილობი;
  • 1 საშუალო ზომის სტაფილო;
  • ყვავილოვანი კომბოსტოს 2-3 ცალი კუნწულა;
  • 2 სადილის კოვზი ბრინჯი;
  • 1 კვერცხი;
  • 1 ჩაის კოვზი არაჟანი;
  • მარილი - გემოვნებით.

გოგრა და სტაფილო დაჭერით, დაასხით 1 ლ წყალი, ხარშეთ თავდახურულ ქვაბში 10 წუთი. დაუმატეთ ბრინჯი, მომზადებამდე რამდენიმე წუთით ადრე - ყვავილოვანი კომბოსტო, რომ არ ჩაიშალოს. ხარშეთ კიდევ 10 წუთი. დაამატეთ ათქვეფილი კვერცხი, თან განუწყვეტლივ ურიეთ, რომ კვერცხი წვრილ ძაფებად იქცეს. მიიყვანეთ დუღილამდე და გადმოდგით. შეაზავეთ მარილით. თეფშებზე გადაღებისას დაამატეთ არაჟანი. მიირთვით ჭვავის პურთან ერთად. გოგრის რბილობი დადა თესლი სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა. თესლს იყენებენ ჭიების საპროფილაქტიკოდ. გარჩეული თესლი რძესთან ან წყალთან ერთად დააბლენდერეთ. მიღებულ ფაფას გემოვნებისამებრ დაამატეთ თაფლი. მიეცით ბავშვს თითო ჩაის კოვზი ყოველ დილით, უზმოზე, ორჯერ, ნახევარსაათიანი ინტერვალით. გოგრის რბილობი დამამშვიდებელი და უძილობის საწინააღმდეგო საშუალებაა. განსაკუთრებით კარგია გოგრის თაფლიანი ნაყენი - 50-70 მლ ძილის წინ.

ჭარხალი

- ჭარხალიც მთელი წლის განმავლობაში ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს. მის ბოლქვს თუ გავჭრით, თვალნათლივ დავინახავთ ღია ფერის ზოლისებრ ჩანართებს. სწორედ ეს ჩანართები აძლევს ჭარხალს სიმკვრივეს და სიმყარეს. ასეთი შემადგენლობის გამო უმი ბოლქვი ძნელი საჭმელია, მოხარშვის შემდეგ კი რბილდება, თუმცა სასარგებლო თვისებებს ინარჩუნებს. უხეში უჯრედისი ნაზ და სამკურნალო პექტინად გარდაიქმნება. უმცროსი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის ის განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან თავადაც კარგად გადამუშავდება ორგანიზმში და სხვა საკვები ნივთიერებების უკეთ გადამუშავება-მონელებასაც უწყობს ხელს. პექტინი იზიდავს ყველა მავნე ნივთიერებას და ორგანიზმიდან გამოყოფს. ეს ნივთიერებებია ნაღვლის მჟავების დაშლის პროდუქტები, “ნამუშევარი” ჰორმონები. თუ ამ ნივთიერებებს დროულად გამოვდევნით ორგანიზმიდან, ყველა სისტემა მწყობრად იმუშავებს. მინერალური ნივთიერებებისა და მიკროელემენტების შემცველობით ჭარხალს მხოლოდ გოგრა თუ შეედრება. პატარა ორი წლიდან აქტიურ მოძრაობას იწყებს და ჭარხლის შემადგენლობაში არსებული იოლად მოსანელებელი ნახშირწყლები მას ენერგიით ამარაგებს. მაგრამ ჭარხალს მხოლოდ ეს ღირსება როდი აქვს. არსებობს ბიოლოგიურად აქტიური სასარგებლო ნივთიერებების ჯგუფი - ბეტაინები. ჭარხლის ბეტაინი ხელს უწყობს ცილების - ორგანიზმის უჯრედების, ასევე ფერმენტებისა და ჰორმონების მშენებლობისთვის აუცილებელი ნივთიერებების - ათვისებას.  გარდა ამისა, ბეტაინები ეფექტურად არეგულირებენ ცხიმების ცვლას, უფრო სწორად, აბრკოლებენ ღვიძლში არასასურველი ცხიმოვანი ნივთიერებების ჩალაგებას, ხელს უწყობენ ამ ორგანოს ფუნქციათა შენარჩუნებას. ჭარხლისგან შეიძლება მომზადდეს წვნიანები, სალათები... გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც ხელს უწყობს სიმაღლეში ზრდას.

ზრდის ელექსირი

5 კგ ჭარხალი დაჭერით მრგვლად, ბრტყლად, დაასხით 5 ლ წყალი და ადუღეთ, ვიდრე 2,5 ლ-მდე არ დაიკლებს. გააგრილეთ, გაწურეთ და დაუმატეთ 200 მლ ცივი რძე. ასვით მოზარდს 100-150 მლ დილით, უზმოზე, 14 დღის განმავლობაში. ელექსირი შეინახეთ მინის ჭურჭლით გრილ და ბნელ ადგილას.