ბავშვის კვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე დაავადებების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვის კვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე დაავადებების დროს

სამკურნალო ღონისძიებათა კომპლექსში წამყვან როლს ასრულებს კვების სწორი რეჟიმი და რაციონი. ამასთანავე, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში გათვალისწი-ნებულ უნდა იქნეს პათოლოგიური პროცესის თავისებურება, ბავშვის ზოგადი მდგომარეობა და ასაკი. დაავადების მსუბუქი ფორმის დროს უმჯობესია პატარას საკვები მიეცეს საათობრივად, ნორმირებული ოდენობით. მწვავე გასტრიტის დროს რეკომენდებულია საკვების მიღება დღე-ღამეში 5-6-ჯერ. საკვები თერმულად, მექანიკურად და ქიმიურად კარგად უნდა იყოს დამუშავებული, რათა მაქსიმალურად დაიზოგოს კუჭის ლორწოვანი გარსი. რაციონიდან უნდა ამოვიღოთ:

  • მსუქანი ხორცი და თევზი;
  • შებოლილი, დამარილებული პროდუქტები, სანელებლები;
  • უხეში მცენარეული უჯრედისი (უმი ბოსტნეული და ა.შ.).

საკვები უნდა მომზადდეს ორთქლზე, გამწვავების პერიოდში მოიხარშოს და გაიხეხოს, არც მეტისმეტად ცხელი უნდა იყოს და არც ცივი. აკრძალულია ცივი წვენები, ნაყინი.

ქრონიკული გასტრიტი შეიძლება მიმდინარეობდეს დაქვეითებული, მომატებული ან ნორმალური მჟავიანობით, ხშირი ან იშვიათი გამწვავებით. გასტრიტის მწვავე პერიოდში და გამწვავებისას ინიშნება მკაცრი დიეტა. მომატებული მჟავიანობით მიმდინარე ქრონიკული გასტრიტის დროს რაციონი უნდა შეიცავდეს კუჭის სეკრეციის დამთრგუნველ პროდუქტებს. ასეთია:

  • რძე და კარაქი;
  • მაგრად მოხარშული კვერცხი;
  • რძიანი ფაფა;
  • ხორბლის ორცხობილა;
  • ხილისა და ბოსტნეულის ტკბილი წვენები.

გამწვავების დროს კი ინიშნება წყალში მოხარშული ჰერკულესი, კისელი, ტკბილი ხილის კომპოტი და პიურე.

დაბალი მჟავიანობით მიმდინარე ქრონიკული გასტრიტის დროს რაციონი, პირიქით, უნდა გამდიდრდეს კუჭის სეკრეციის გამაძლიერებელი პროდუქტებით:

  • ხორცისა და თევზის სუპებით;
  • მჭლე ხორცითა და თევზით;
  • მჟავე ხილისა და ბოსტნეულის წვენებითა და პიურეთი;
  • რძემჟავა პროდუქტებით (მაწვნით, კეფირით, იოგურტით).

ნორმალური მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროს კვების პრინციპი ისეთივეა, როგორიც დაქვეითებული მჟავიანობის შემთხვევაში, ოღონდ დიეტა უფრო მსუბუქია.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს რაციონი დამზოგველი უნდა იყოს, სხვა მხრივ კი კვების პრინციპი ისეთივეა, როგორიც მომატებული მჟავიანობისას. ავადმყოფი ბავშვისთვის რეკომენდებულია რძე და რძის ნაწარმი, კარაქით მომზადებული სუპები, თხიერი რძიანი ფაფები, ხაჭო, კისელი, ხილის ჟელე, მოხარშული კვერცხი, მოხარშული ხორცი და თევზი. იზღუდება მარილი.

წყლულოვანი დაავადების გამწვავებისას ბავშვს ყოველგვარი საკვები თხიერი ან ნახევრად თხიერი სახით უნდა მივცეთ. პური რაციონიდან უნდა ამოვიღოთ. საკვები სასურველია მივაწოდოთ დღეში 6-8-ჯერ მცირე ულუფებით.

მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ რაციონი ყოველ 7-10 დღეში ერთხელ ფართოვდება და თანდათან უახლოვდება მომატებული მჟავიანობით მიმდინარე ქრონიკული გასტრიტის რაციონს.

წყლულოვანი დაავადების დროს ბავშვის რაციონიდან დიდი ხნით უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი დამარილებული, შებოლილი, დაკონსერვებული, შემწვარი პროდუქტი, ყოველგვარი სანელებელი: ხახვი, ნიორი, წიწაკა, მდოგვი, ასევე - ხორცისა და თევზის კონცენტრირებული ბულიონი, ტკბილი გაზიანი სასმელები, ნაყინი, უხეში უჯრედისის შემცველი პროდუქტი: კომბოსტო, კიტრი, შავი პური და სხვა.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებების დროს ბავშვის კვების ორგანიზება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. ის, შეძლებისდაგვარად, ფიზიოლოგიური (ყველა ძირითადი საკვები ნივთიერების შემცველი), მაგრამ ადვილი მოსანელებელი უნდა იყოს.

ნახშირწყლების ოდენობა ასაკობრივ ნორმას უნდა შეესაბამებოდეს. მათი სიჭარბე ალერგიულ რეაქციებს, წონის არასასურველ მატებას იწვევს. უმჯობესია, ნახშირწყლები ბავშვმა ტკბილი ხილისა და ბოსტნეულის (უხეში უჯრედისის გარეშე) სახით მიიღოს. ნებადართულია თაფლიც ზომიერი ოდენობით, თუ ბავშვს მასზე ალერგია არ აქვს. ბურღულეულიდან უმჯობესია შვრია (ჰერკულესი).

დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ორგანიზმის ვიტამინებით უზრუნველყოფას როგორც საკვების, ასევე მზა პრეპარატების სახით.

რაც შეეხება რეჟიმს, ნაღვლის ბუშტში ნაღვლის შეგუბების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია კვება დღეში 5-6-ჯერ, ერთსა და იმავე დროს.

ბავშვთა ასაკში ხშირად გვხვდება ქოლეცისტიტი - სანაღვლე გზების ანთებითი დაავადება. ქრონიკულად მიმდინარე ანთებითი პროცესი არღვევს საჭმლის მომნელებელ ორგანოთა ფუნქციას, იწვევს ორგანიზმის ქრონიკულ ინტოქსიკაციას და სხვა. ანთებითმა პროცესმა შესაძლოა მოიცვას ღვიძლიც. ღვიძლის ანთებითი დაავადებები ხანგრძლივად, ქრონიკულად მიმდინარეობს, ამიტომ მკურნალობისას დიდი მნიშვნელობა აქვს დიეტოთერაპიას.

დაავადების პირველ დღეებში ავადმყოფს სჭირდება დიდი ოდენობით სითხე - ტკბილი ჩაი, ასკილის ნაყენი, ხილი, ბოსტნეულის წვენები. საკვები ნახევრად თხიერი, ადვილად ასათვისებელი უნდა იყოს. კარგია რძიანი ფაფა, ბლენდერში ათქვეფილი სუპი, ბოსტნეულის პიურე, კისელი, კომპოტი.

რეკომენდებულია:

  • რძე და რძის ნაწარმი, განსაკუთრებით - მაწონი, კეფირი, დიდი ოდენობით (70-100 გრამი ყოველდღე) ხაჭო;
  • უცხიმო თევზი;
  • შვრია, წიწიბურა, სოია;
  • ადვილად ასათვისებელი ცხიმი - ნაღების კარაქი და მცენარეული ზეთი, შეფარდებით 1:2.

ასეთი დიეტა უნდა დაიცვათ დიდხანს, წელიწადზე მეტხანსაც კი.