ბავშვი და საახალწლო სუფრა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვი და საახალწლო სუფრა

- სრულფასოვანია ისეთი კვება, როდესაც კვებითი რაციონი ორგანიზმისთვის საჭირო თანაფარდობით შეიცავს აუცილებელ ცილებს, ნახშირწყლებს, ციხმებს, ვიტამინებსა და მინერალურ ნივთიერებებს. თითოეული ამ კომპონენტის სიჭარბეც და უკმარისობაც გარკვეულ ზიანს აყენებს მოზარდ ორგანიზმს.

საკვების მთავარი კომპონენტი ნახშირწყლებია. მათი ძირითადი ფუნქცია ორგანიზმის ენერგიით უზრუნველყოფაა. ბავშვის დღიური მოთხოვნილება ნახშირწყლებზე ასეთია: 10-15გ კილოგრამ წონაზე. ჩვილი ბავშვები სასიცოცხლო პროცესებისთვის აუცილებელი ენერგიის დაახლოებით 40%-ს ნახშირწყლებისგან იღებენ.

საკვებად ვიყენებთ შემდეგ ნახშირწყლებს:

  • სახამებელს, საქაროზას, გლუკოზას, დექსტაზას - ესენი მცენარეული წარმოშობისაა;
  • ლაქტოზას - შეიცავს რძე;
  • გლიკოგენს - შეიცავს ხორცი;
  • პენტოზასა და მანოზეას - შეიცავს როგორც მცენარეული პროდუქტი, ასევე ხორცი.

ნახშირწყლების გარდაქმნის, შეწოვისა და ათვისების პროცესი ბავშვის ორგანიზმში ინტენსიურად მიმდინარეობს, ამიტომ კვების რეჟიმისა და რაციონის დარღვევა ხშირად იწვევს ორგანიზმისთვის არასასურველ შედეგებს. მაგალითად, თუ ბავშვმა დიდი ოდენობით ტკბილეული მიიღო, შესაძლოა, ორგანიზმში შაქრის დონემ მოიმატოს.

- ნორმაში როგორი უნდა ჰქონდეს ბავშვს შაქრის დონე?

- ბავშვის სისხლში შაქრის დონე შედარებით დაბალია და ასაკის მიხედვით იცვლება. ჩვილ ასაკში მისი ოდენობაა უზმოზე 70-90მგ%, უფრო მოზრდილ ასაკში - 80-100მგ%, სქესობრივი მომწიფების პერიოდში - 90-120მგ%.

ბავშვის სისხლში შაქრის რაოდენობის ცვალებადობა დამოკიდებულია ასაკზე, კონსტიტუციურ-მემკვიდრეობით ფაქტორებზე, კვების წესსა და ხასიათზე და სხვა.

შაქრის ოდენობის მცირედი ცვალებადობა ჰორმონულ და ნერვულ რეგულაციას არ საჭიროებს, მას ღვიძლი გამოასწორებს.

გარდა ამისა, დიდი ოდენობით ნახშირწყლების - ტკბილეულის, ცომეულის - მიღება ნაწლავებში დუღილის პროცესებს აძლიერებს, რაც მუცლის არეში დისკომფორტს განაპირობებს: ბავშვი უჩივის მუცლის ტკივილს, შებერილობას, ყურყურს. ეს ჩივილები ნაწლავებში დიდი ოდენობით აირების დაგროვებით არის გამოწვეული.

ასე რომ, ბევრი ტკბილეულის მიღება მარტო კიჭებს კი არ აფუჭებს, არამედ მუცლის ტკივილის მიზეზადაც იქცევა. რაც შეეხება ცხიმს, მას მრავალმხრივი ფუნქცია აკისრია: იცავს ქსოვილებს მექანიკური დაზიანებისგან; მონაწილეობს თერმორეგულაციის პროცესში; ენერგიის მთავარი წყაროა; გავლენას ახდენს ვიტამინების ცვლაზე, ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციაზე.

ცხიმისა და მისი შემადგენელი ძირითადი ნივთიერებების დაშლა და შეწოვა ფერმენტებისა და ნაღვლის წვენის ზემოქმედებით უპირატესად წვრილი ნაწლავების დასაწყისში მიმდინარეობს. ჩვილ ბავშვებს კუჭის მჟავიანობა, ფერმენტული აქტიურობა ნაკლები აქვთ, ამიტომ დედის რძის ცხიმი, რომელიც ქმნის უფრო წვრილ ემულსიას, გაცილებით იოლი ასათვისებელია, ვიდრე ძროხის რძისა. ბუნებრივი კვების დროს ცხიმის 98% შეიწოვება, ხელოვნური კვების დროს - 92%. ცხიმების ცვლაში დიდ როლს ასრულებს ღვიძლი. ცხიმის უდიდესი ნაწილი ორგანიზმიდან ცხიმოვანი და საოფლე ჯირკვლების სეკრეტის მეშვეობით გამოიყოფა. ბავშვის ჩამოუყალიბებელ, მოუმწიფებელ ფერმენტულ სისტემას უჭირს ჭარბი ცხიმის გადამუშავება. ის ნაწლავებში გადაუმუშავებელი სახით გროვდება და აძლიერებს პერისტალტიკას. განავალი ცხიმის სიჭარბის გამო თხელია, შეიცავს მოუნელებელ მასებს. ამით აიხსნება დღესასწაულის დღეებში ნაწლავთა გახშირებული მოქმედება თხელი, მოუნელებელი მასებით.

- როგორ შეიძლება თავი დავაღწიოთ ამ მდგომარეობას?

- თუ განავლის მიკროსკოპიულმა გამოკვლევამ აშლილობის ბაქტერიული წარმოშობა გამორიცხა, კვების ჩვეული რეჟიმის აღდგენის შემდეგ მდგომარეობა თავისთავად გამოსწორდება, თუმცა ურიგო არ იქნება ფერმენტოთერაპიის მოკლე კურსი. ასე რომ, ურეჟიმო კვება, ტკბილეულისა და ნოყიერი კერძების უხვი მიღება უკვალოდ არ ჩაივლის, ხოლო თუ ასეთი კვება დიდხანს გაგრძელდა, მანკიერ პროცესში ღვიძლი და ნაღვლის ბუშტიც ჩაერთვება, საბოლოოდ კი საქმე შესაძლოა ნაღვლის ბუშტში შეგუბებით პროცესებამდე, ანთებამდე, სანაღვლე გზების დისკინეზიამდე მივიდეს. ამიტომ კიდევ ერთხელ გირჩევთ, დიდი ყურადღებით მოეპყროთ ბავშვის კვებას - იზრუნოთ რეჟიმის სწორ ორგანიზებაზე, სრულფასოვანი და ბალანსირებული რაციონის შედგენაზე.