პირველი დახმარება გაციების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პირველი დახმარება გაციების დროს

ეს სახუმარო დაავადება არ არის, რადგან სურდოს შესაძლოა დაერთოს რინიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი, პნევმონია. ჩვენი ორგანიზმი და მთელი ჩვენი გარემო სავსეა ვირუსებითა და ბაქტერიებით, მაგრამ ისინი ზიანს არ გვაყენებენ, რადგან მდგომარეობას არეგულირებს ჩვენი იმუნიტეტი ანტისხეულებისა და ლიმფოციტების მეშვეობით. თუ მათი გამომუშავება შეფერხდა, იმუნიტეტი სუსტდება და ორგანიზმი წინააღმდეგობას ვეღარ უწევს ვირუსებსა და ბაქტერიებს. ამდენად, გაციება - ეს არის შედეგი იმუნური დაცვის დასუსტებისა, რასაც პროვოცირებას უწევს ორგანიზმის შეცივება-გადაცივება. შედეგად ლორწოვან გარსებზე ვირუსები და ბაქტერიები მრავლდებიან, იქიდან კი სისხლში გადადიან და მთელ ორგანიზმს ედებიან.

- როგორია გაციების პირველი ნიშნები?

- გააჩნია, რომელ ორგანოში მიმდინარეობს ანთებითი პროცესი. მაგალითად, ლარინგიტისთვის დამახასიათებელია ხმის ჩახლეჩა, ზოგჯერ დაკარგვაც, რინიტისთვის - სურდო და გაჭედილი ცხვირი, ფარინგიტისთვის - ყელის სიმშრალე და ტკივილი. მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის ზოგადი ნიშნები კი ასეთია: შემცივნება, სხეულის ტემპერატურის მომატება, ტეხის შეგრძნება, სისუსტე, მოძრაობითი აქტიურობის დაქვეითება (ავადმყოფს ურჩევნია, იწვეს), ძილიანობა, თავის ტკივილი.

- როგორ მოვიქცეთ ამ ნიშნების არსებობისას?

- თუ პატარა უარესად მოითენთა, დასუსტდა, უჩივის არასასიამოვნო შეგრძნებებს, მაშინვე მიიღეთ სათანადო ზომები. უმჯობესია, 1-2 დღე იყოთ ბავშვის გვერდით დაავადების დასაწყისში, ვიდრე შორს წასულ შემთხვევაში მთელი კვირა გაატაროთ ავადმყოფის საწოლთან. ნუ გაუშვებთ ბავშვს ბაგა-ბაღში თუ სკოლაში; წოლითი რეჟიმი შედეგიანია, თანაც ბავშვი დაზღვეული იქნება სხვა ინფექციებისგან. დაუთბილეთ ფეხები: ცხელი წყლით სავსე თასში გახსენით 1 სადილის კოვზი მდოგვი და ფეხები 5 წუთით ჩააყოფინეთ. თუ პატარას უკვე აქვს მაღალი სიცხე, ესე იგი დაიგვიანეთ - ასეთ დროს ფეხების დათბილვა არ შეიძლება! ჩაის, კომპოტს დაამატეთ გამხმარი მიხაკი - მას აქვს გამახურებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისება. ხახვი და ნიორი მდიდარია ფიტონციდებით - ნივთიერებებით, რომლებიც სპობენ ვირუსებს. დაჭყლიტეთ ერთი კბილი ნიორი ან 1/4 თავი ხახვი, დაასხით 1 სუფრის კოვზი ზეთი და გააჩერეთ ერთი საათი. შემდეგ მიღებული მასა გადაწურეთ, დააწვეთეთ ბამბის ბურთულებზე და 30 წუთით ჩაიდეთ ორივე ნესტოში. ასვით ბავშვს ჩაი ჟოლოს მურაბით, შავი მოცხარის, შტოშის, ასკილის, ქაცვის ნაყენი თაფლით. კენკრას ანთების საწინააღმდეგო და იმუნომასტიმულირებელი მოქმედება აქვს. გარდა ამისა, დიდი რაოდენობით შეიცავს ჩ ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს უჯრედის მემბრანის სტაბილიზაციას და ხელს უშლის ვირუსის გავრცელებას ორგანიზმში. ვირუსები უფრთხიან ტუტე გარემოს, ამიტომ ასვით პატარას უგაზო, შემთბარი მინერალური წყალი. დიდი რაოდენობით სითხე ორგანიზმის ინტოქსიკაციას ამცირებს და ხელს უწყობს ნახველის გამოყოფას. შეამცირეთ რაციონში ხორცისა და ცხიმის რაოდენობა. ავადმყოფ ბავშვს ავადმყოფობასთან ბრძოლისთვის ძალა სჭირდება, ხორცის მოსანელებლად კი დიდი ენერგია იხარჯება. უმჯობესია მოუმზადოთ წიწილის ბულიონი და მცირე ულუფებით მისცეთ დღეში რამდენიმეჯერ. მას ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაც აქვს. ცილოვანი პროდუქტები ორგანიზმმა უნდა მიიღოს უფრო ადვილად მოსანელებელი ფორმით: ასეთია ხაჭო, კვერცხი, თევზი, გუფთა, ქათმის თეთრი ხორცი. აუცილებელია ვიტამინები - როგორც ნატურალური (ხილი, ბოსტნეული, მწვანილი), ასევე სინთეზური (პოლივიტამინების კომპლექსი). მათ შერჩევაში ექიმი დაგეხმარებათ. ვირუსის საწინააღმდეგო, კერძოდ, ინტერფერონის პრეპარატები ეფექტურია დაავადების საწყის სტადიაში, მისი გამოვლენისთანავე. ძილი საუკეთესო წამალია. ძილის დროს ორგანიზმი ისვენებს და აღიდგენს ძალებს. თუ ბავშვი ვერ ისვენებს, დააწვინეთ ჩვეულებრივზე ადრე, ნუ გააღვიძებთ დილაადრიან - დაე, გამოიძინოს! ხშირად ბავშვს დიდხანს სძინავს, მშობელს კი ეს აშინებს და პერიოდულად აფხიზლებს შვილს. ნუ მოიქცევით ასე - ავადმყოფ ბავშვს უფრო მეტად გააღიზიანებთ.


- როგორ მოვერიოთ სიმპტომებს?

- მაღალი სიცხე მიუთითებს, რომ ბავშვს კარგი დამცველობითი რეაქცია აქვს. ამ დროს ორგანიზმში გამომუშავდება ინტერფერონი. თუ ტემპერატურას ბოლომდე აწევას არ დავაცდით და სიცხის დამწევი საშუალებების მიცემას ნაადრევად დავიწყებთ, ორგანიზმს ვირუსთან საბრძოლველად ძალა აღარ ეყოფა. თუ ტემპერატურამ 38,5 გრადუსს გადააჭარბა, საჭიროა დახმარება. მიეცით პარაცეტამოლი ნებისმიერი ფორმით (სიროფი, აბი, სანთელი) - 15 მგ სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე. როგორც კი ბავშვს ოფლდენა დაეწყება, ტანსაცმელი უნდა გამოუცვალოთ და საწოლში ჩააწვინოთ, რომ ორპირმა არ დაჰკრას. მაღალი ტემპერატურის დროს არ შეიძლება ინჰალაცია, ფეხების დათბილვა და სხვა ასეთი პროცედურები. სურდოს უხდება ალოესა და კალანქოეს წვენი. პატარა ბავშვებისთვის 1 წვეთი ალოეს წვენი გააზავეთ 2 წვეთი წყლით. ცხვირის გაჭედვისას გამოიყენეთ ინჰალაცია. შეგიძლიათ, ცხელ წყალში ევკალიპტისა და მენთოლის წვეთები ჩააწვეთოთ - მათ აქვთ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და შესამჩნევად აუმჯობესებენ სუნთქვას. მაგრამ ცხელი ინჰალაცია არ არის სასურველი 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. სამკურნალო მცენარეების გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ბავშვს ალერგიული რეაქციებისადმი აქვს მიდრეკილება. ხველის დროს მიეცით პატარას ექიმის დანიშნული ამოსახველებელი საშუალებები. კარგია მინერალური წყლით შეზავებული თბილი რძეც. რძეს ამოსახველებელი ეფექტი აქვს, ხოლო მინერალური წყალი აძლიერებს აქტიური ნივთიერებების შეწოვას და აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას. ყელის ტკივილის დროს კარგია სავლები. 4-5 წლის ბავშვს უკვე შეუძლია, ისწავლოს ყელში გამოვლება. სავლებად გამოიყენეთ ნებისმიერი ანთების საწინააღმდეგო და დამარბილებელი საშუალება: გვირილის, სალბის ნაყენი, ფურაცილინის ხსნარი (1 აბი 1 ჩაის ჭიქა თბილ წყალზე), ზღვის მარილი (1 ჩაის კოვზი 4 ჩაის ჭიქა თბილ ანადუღარ წყალზე). შუალედებში მიეცით ანტისეპტიკური საწუწნი აბები. უფრო მცირე ასაკის ბავშვებს უმჯობესია იზოტონური ხსნარით დაუმუშაოთ პირის ღრუ და ასხუროთ ანტისეპტიკური სპრეი.

- შეიძლება თუ არა ზამთარში გაციებისგან თავის დაცვა?

- გაციებისგან, უფრო სწორად - გრიპისა თუ სხვა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციებისგან დასაცავად შეგიძლიათ ბავშვს მოუმზადოთ ნივრის მედალიონი. აიღეთ ქინდერ-სიურპრიზის პლასტმასის კოლოფი, მოათავსეთ შიგ წვრილად დაჭრილი ნიორი, კოლოფი გახვრიტეთ, გაუყარეთ ლენტი და ბავშვს გულზე ჩამოჰკიდეთ. ასეთი სამკაული განსაკუთრებით საჭირაოა ბაღისა და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის. გრიპის ეპიდემიის დროს ხალხმრავალ ადგილას წაყვანამდე ბავშვს ნესტოებში ამოუსვით ოქსოლინის მალამო.  ასწავლეთ ხელების ბანა საპნით. ვირუსი ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით - ხველების, ცემინების დროს ლორწოს უმცირეს წვეთებთან ერთად გამოიტყორცნება გარემოში. ასეთი ლორწოთი დაბინძურებული ნივთებიდან - სათამაშოებიდან, კარის სახელურებიდან თუ კიბის მოაჯირებიდან - ვირუსი ხელებზე ხვდება, ხოლო თუ დაუბანელი ხელით ვჭამეთ საჭმელი - ორგანიზმშიც. მიეცით პატარას პირადი მაგალითი, ქუჩიდან შემოსვლისთანავე დაიბანეთ საპნით ხელები და გვერდით დაიყენეთ ბავშვიც. გაციებისგან თავის დასაცავი ყველაზე საიმედო საშუალებაა ანტივირუსული პრეპარატი. მას ბავშვის ასაკის გათვალისწინებით ექიმი შეგირჩევთ.