ზამთრის მენიუ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

ზამთრის მენიუ

ზამთრის მენიუ

მყავს წლისა და 7 თვის შვილი. დამეხმარეთ, შევურჩიო ისეთი მენიუ, რომ ზამთარში ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები არ მოაკლდეს.


ზამთრის მიწურულს ორგანიზმი ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების ნაკლებობას განიცდის. ბავშვის იმუნიტეტის გასაძლიერებლად ამ პერიოდში ფიზკულტურა და ვიტამინების კომპლექსი საკმარისი არ არის, საჭიროა რაციონალური კვებაც. რომელი პროდუქტები უნდა ჩავრთოთ ბავშვის რაციონში ზამთრის მიწურულს და ადრიან გაზაფხულზე? ერთი შეხედვით, მარტივია, მაგრამ ყველამ როდი იცის. უწინარეს ყოვლისა, რა თქმა უნდა,C ვიტამინის შემცველი ხილი და ბოსტნეული (პირველ რიგში - ციტრუსები, თუ ბავშვს არ აქვს მათზე ალერგიული

რეაქცია), კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, კომბოსტო (მისი მწნილი სამი წლიდან უკვე შეიძლება მივცეთ პატარას, დღეში 30-50 გ), გოგრა.

სიცივეში ფასდაუდებელ სამსახურს გაგვიწევენ ხახვი და ნიორი - მათ მიკრობების საწინააღმდეგო თვისებები აქვთ. 9 თვიდან უკვე შეიძლება, კერძები ამ ბაღჩეულით შევაზავოთ. წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი კერძს მომზადების დასასრულს

უნდა დავუმატოთ, რათა სასარგებლო თვისებები შეინარჩუნონ. თუ ბავშვს მოეწონა, შეიძლება ბოსტნეულის სალათას მწვანილთან ერთად წვრილად დაჭრილი უმი ხახვი და ნიორიც მოვაყაროთ. გაყინული კენკრა შესანიშნავად ინახება საზამთროდ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ მისი სწორად გალღობა, რათა სასარგებლო თვისებები არ დაკარგოს. საყინულიდან გამოღების შემდეგ 6-7 საათით მაცივრის ქვედა თაროზე დატოვეთ, შემდეგ გამოიღეთ და ოთახის ტემპერატურაზე  გაალღვეთ ჯამში. საყინულიდან გამოღებული კენკრის წყლის ქვეშ გალღობა არაფრით არ შეიძლება - ასე ის დაკარგავს სასარგებლო ნივთიერებებს, გემოს და გარეგნულ იერს. ზამთრის მენიუს ზედმეტი კალორიულობა არ მოეთხოვება; მთავარია, იყოს ბალანსირებული ანუ საჭირო თანაფარდობით შეიცავდეს ყველა აუცილებელ საკვებ კომპონენტს: ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებს.


აქვე გთავაზობთ რამდენიმე კერძის რეცეპტს პატარა გურმანისთვის

იოლი წვნიანი

დაგჭირდებათ:

  • 2 ლ წყალი
  • 100 გ ძროხის ხორცის ფარში
  • 100 გ თეთრთავა კომბოსტო
  • 1 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი
  • 1/2 ცალი ხახვი
  • 2 ცალი მომცრო პომიდორი
  • 1 ს/კ ზეთი
  • მარილი - გემოვნებით

ქვაბში წყალი ჩაასხით და აადუღეთ. სანამ ადუღდება, წვრილად დაჭერით კომბოსტო, კუბებად - კარტოფილი, ფარშისგან ბურთულები გააკეთეთ და ეს ყველაფერი ადუღებულ წყალში ჩაუშვით. სანამ მოიხარშება, ცალკე ტაფაზე ზეთში მოშუშეთ დაჭრილი სტაფილო, ხახვი და პომიდორი, ესეც ქვაბში ჩაყარეთ და მოხარშეთ. ქურიდან გადმოდგმამდე 5 წუთით ადრე დაამატეთ მარილი, ხოლო როცა ცეცხლს ჩააქრობთ (მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდეგ!) - წვრილად დაჭრილი კამა და ოხრახუში.


კარტოფილის ბლინები ხორცით

დაგჭირდებათ:

  • 8 ცალი კარტოფილი
  • 4 კვერცხი
  • 2 თავი ხახვი
  • 500 გ ხბოს ხორცი
  • 2-4 სადილის კოვზი ფქვილი
  • 3 სადილის კოვზი მცენარეული ზეთი
  • კამა, ოხრახუში
  • მარილი გემოვნებით

მარილწყალში მოხარშეთ ხბოს ხორცი. როცა გაგრილდება, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და მოშუშეთ ზეთში 1 თავ წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად. კარტოფილი და 1 თავი ხახვი გახეხეთ წვრილად, დაუმატეთ მარილი, წვრილად დაჭრილი კამა და ოხრახუში, 4 ცალი კვერცხი, ფქვილი, ერთმანეთში აურიეთ და დაუმატეთ ცოტა წყალი, რომ ცომის სისქისა გახდეს. ტაფაზე დაასხით, მიეცით ბლინის ფორმა და გამოაცხვეთ. თითოეულ ბლინს დაადეთ 1 სადილის კოვზი ფარში და გადაახვიეთ.


ქათმის პატარა კატლეტი

დაგჭირდებათ:

  • 500 გ ქათმის ფილე
  • 2 კვერცხი
  • 1 თავი ხახვი
  • მარილი გემოვნებით
  • 1 ს/კ მცენარეული ზეთი

ქათმის ფილე წესისამებრ გაადნეთ (ანუ არა წყლის ქვეშ!), კარგად გარეცხეთ გამდინარე წყლით, კანი მოაცალეთ, დაჭერით წვრილად. წვრილად დაჭერით ხახვიც. ყველაფერი ერთ ჯამში მოათავსეთ, დაუმატეთ კვერცხი, მარილი და კარგად აურიეთ. გაცხელებულ ტაფაზე დაასხით ზეთი და სადილის კოვზით დაადეთ ხორცის გუნდა, მიეცით სასურველი ფორმა და ორივე მხრიდან ოდნავ შებრაწეთ. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსამდე, გადაიღეთ შებრაწული კატლეტები ღუმლის ტაფაზე, დაასხით ცოტაოდენი წყალი და ბოლომდე გამოაცხვეთ. შეგიძლიათ, პატარას მინიკატლეტები ბოსტნეულის სალათასთან ერთად მიართვათ.


დესერტი, კენკრის კექსი

დაგჭირდებათ:

  • 4 კვერცხი
  • 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი
  • 250 გ მცენარეული ან ნაღების კარაქი
  • 2 ჩაის ჭიქა ფქვილი
  • 1/2 ჩაის კოვზი სოდა
  • 1/2 ჩაის ჭიქა კენკრა - ჟოლო, მოცხარი, მაყვალი (თუ თადარიგი ზაფხულშივე არ დაიჭირეთ და გაყინული კენკრა არ გაქვთ, შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტში)

ვიდრე კენკრა გალღვება, ვამზადებთ ცომს. კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ ერთად, შევურიოთ გამდნარი კარაქი და თანდათან დავუმატოთ სოდა და ფქვილი. გამლღვალი კენკრა ამოავლეთ ფქვილში და შეურიეთ ცომს. ღუმელი 180 გრადუსამდე გააცხელეთ და ფორმაში გადაღებული ცომი ერთიანად ან ცალ-ცალკე მოათავსეთ კალათის ფორმებში. როცა გაცივდება და ფორმიდან ამოიღებთ, ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრა. გაულამაზეთ პატარას ყოველდღიური მენიუ მრავალფეროვანი საკვებით. ეს საუკეთესო წამალია უმადობისა, რომელიც ზამთრის მიწურულს იჩენს თავს.


 

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
გლუკოზის მეტაბოლიზმის ხელშეწყისთვის-60 აბი
ფასი: 25.2
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციისათვის-30აბი
ფასი: 23.9
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
კატეგორიის სხვა სტატიები
პრობიოტიკური თვისებების კუთხით, თხის რძე ძალიან ჰგავს დედის რძეს. მას შეუძლია პატარა ბავშვებში კუჭ-ნაწლავის
მეცნიერთა საეთაშორისო ჯგუფმა დაამტკიცა, რომ დედის რძე მთელი ცხოვრება იცავს ადამიანს
სტატისტიკის თანახმად, ყოველ მეხუთე ბავშვს ჭარბი წონა აქვს და ყოველ მეოცეს სიმსუქნე აღენიშნება. ამის მიზეზი
მედიცინის დოქტორმა, პედიატრმა თამარ ობგაიძემ პაციენტთა მშობლების დასახმარებლად - სამედიცინო საკითხებში მათი უკეთ გათვითცნობიერების მიზნით,
გარეთ ცივა, ზოგი აცემინებს, ზოგი ახველებს. დროა, ვიფიქროთ საკვებით იმუნიტეტის გაძლიერებაზე.
საახალწლო სუფრა სავსეა სურსათ-სანოვაგით და ტკბილეულით, ლიმონათითა და ხილით. ასეთ დროს
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად