ბავშვის კვება 1 წლიდან - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

ბავშვის კვება 1 წლიდან

ბავშვის კვება 1 წლიდან

ჩემი შვილი 1 წლისა და 4 თვისაა. ჭამის დროს დაიწყო ჭირვეულობა, არ უნდა ის საკვები, რომელსაც ვთავაზობთ, ცდილობს, თვითონ, თავისი ხელით ჭამოს. გთხოვთ გვითხრათ, როგორ უნდა იკვებებოდეს 1 წლის შემდეგ პატარა, რა პროდუქტი შეიძლება მივცეთ ამ ასაკში.


1 წლის შემდეგ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის საჭმლის მომნელებელი უნარი იზრდება, სულ უფრო და უფრო იხვეწება გემოვნებითი შეგრძნებები. კბილები პატარას უკვე ამოსული აქვს, საღეჭი კუნთებიც - განვითარებული. ასე რომ, შეგვიძლია, ბავშვის მენიუ გავამრავალფეროვნოთ, თხიერი და ნახევრად თხიერი საკვები მკვრივით შევცვალოთ.

1 წელზე უფროსი ბავშვის მენიუ უნდა

შეიცავდეს სხვადასხვა ხარისხის (2 წლიდან - ჭვავის) პურს, ყოველგვარ ბურღულეულს, მარცვლეულს, ბოსტნეულს, ხილს, მწვანილს, ხორცს, თევზს, კვერცხს, რძესა და რძის პროდუქტებს. რძე კვლავ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკვებად რჩება, რომელსაც ვერც ხორცი შეცვლის და ვერც ცილებით მდიდარი სხვა პროდუქტი, თუმცა თუ ზედმეტი მოგვივიდა, პატარა მეტეორიზმსა და შეკრულობას
ვერ გადაურჩება. 1-დან 2 წლამდე მისი სადღეღამისო რაოდენობა 700მლ-ზე მეტი არ უნდა იყოს, 2-დან 3 წლამდე კი 500მლ-ს უნდა დავჯერდეთ. ხორცი ძროხის, ხბოსა და ქათმისა სჯობს. თევზეულიდან კარგია კალმახი, ფარგა, ვირთევზა, ხეკი. ადრეულ ასაკში ცხიმიანი ხორცი (ცხვრის, ღორის) და თევზეული (ზუთხი, ორაგული) ცხიმის ჭარბი შემცველობის გამო არ შეიძლება. თევზი კვებითი ღირებულებით ხორცს უთანაბრდება. ის შეიცავს იოლად ასათვისებელ, სრულფასოვან ცილებს, ცხიმში ხსნად ვიტამინებს, მიკროელემენტებს - ფთორს, იოდს, ფოსფორს. შეიძლება მისი პაშტეტის სახით მიცემაც. ძლიერ სასარგებლოა ხაჭო, ყველი, ნადუღი, მაწონი. მაწონს ბაქტერიციდული თვისებები აქვს და ჩინებულად აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას. ცხიმად ამ ასაკში მიზანშეწონილია ნაღების კარაქის გამოყენება. ის უკვე მომზადებულ კერძს (ფაფას, კარტოფილის პიურეს) უნდა დაამატოთ, რადგან დუღილისას მასში შემავალი ვიტამინები იშლება, ზოგიერთი ცხიმოვანი მჟავა ორთქლდება, სასარგებლო უჯერი ცხიმოვანი მჟავები კი ნაჯერად გარდაიქმნება. წლინახევრის ბავშვისთვის შეიძლება მცენარეული ზეთი (ზეითუნის, სიმინდის, მზესუმზირას) - არა უმეტეს დღე-ღამეში საჭირო ცხიმის 10-15%-ისა. ბავშვის რაციონში უხვად უნდა ჩართოთ ხილი და ბოსტნეული, მათ შორის - სტაფილო, ჭარხალი, კომბოსტო, კარტოფილი, კიტრი, სალათა: აუცილებელია მწვანილიც (ხახვი, ოხრახუში, კამა), რომელიც, გარდა იმისა, რომ მდიდარია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, გემოვნებითი თვისებების განვითარებისთვისაც აუცილებელია. ხილი და კენკრა უმჯობესია უმი მისცეთ, თუმცა არანაკლებ მარგებელია ჩირი, კომპოტი, კისელი.


რამდენია საჭირო
1 წლისთვის კვება ხუთჯერადია, საკვების საერთო მოცულობა 1100მლ-ს შეადგენს. ამ ასაკში ბავშვი თანდათან უარს ამბობს მეხუთე, ღამის ულუფაზე და ოთხჯერად კვებაზე გადადის, თუმცა განსაკუთრებით სუსტ და უმადო პატარებს სასურველია ღამის კვება 1,5 წლამდე შევუნარჩუნოთ. ამ დროს შეგიძლიათ შესთავაზოთ რძე, მაწონი ან კეფირი. კვების საათები ზუსტად უნდა დაიცვათ, რადგან არარეგულარული კვებისას პირობითი რეფლექსი ქრება. კუჭის წვენის სეკრეციის რიტმი ირღვევა, საჭმლის მომნელებელი წვენების რაოდენობა და თვისებები იცვლება, ეს ყოველივე კი გავლენას ახდენს ბავშვის მადაზე. არ არის საჭირო ჭამიდან ჭამამდე პატარას ტკბილეული, ხილი და წვენები მისცეთ. სადღეღამისო რაციონი რაოდენობრივად ასე გადანაწილდება: საუზმე - 25%, სადილი 35-40%, სამხარი 10-15%, ვახშამი 25%. ყურადღება მიაქციეთ პროდუქტების გადანაწილებასაც: ცილით მდიდარი საკვები (ხორცი, თევზი) უმჯობესია დღის პირველ ნახევარში მისცეთ, ასეთი პროდუქტი, განსაკუთრებით - ცხიმთან ერთად, კუჭში დიდხანს ყოვნდება და გადასამუშავებლადაც მეტ საჭმლის მომნელებელ წვენს მოითხოვს. ღამის ძილის დროს მონელების პროცესები ნელდება, ამიტომ დღის მეორე ნახევარში უმჯობესია პატარას ადვილად ასათვისებელი საკვები - ფაფები, ბოსტნეული, რძე, ხაჭო, მაწონი, ყველი შესთავაზოთ. ზოგიერთი პროდუქტი - პური, კარაქი, რძე, ხორცი, ბოსტნეული - ბავშვმა ყოველდღიურად უნდა მიიღოს, ზოგი კი - არაჟანი, თევზი, ხაჭო - კვირაში 1-2 დღე.


რატომ არ ჭამს?
1 წლის ბავშვი ჭამას სრულიად სხვაგვარად ეკიდება, მას ახლა ისე ძალიან აღარ შია და ჭამისას ჭირვეულობს. არც არის გასაკვირი: იმდენი რომ ჭამოს, რამდენსაც ადრე მიირთმევდა და წონაც ისევე სწრაფად მოიმატოს, სპილოსოდენა გახდება. ახლა პატარას შეუძლია, ყურადღებით შეისწავლოს თავისი მენიუ და განსაზღვროს, რა მოსწონს და რა - არა. კბილების ამოსვლისას ბავშვს მადა ხშირად ეკარგება, შესაძლოა ულუფის მხოლოდ ნახევარი მიირთვას ან საერთოდ უარი თქვას კერძზე. საზოგადოდ, მადა კვირიდან კვირამდე, დღიდან დღემდე იცვლება და ეს ბუნებრივია. ბავშვმა შეიძლება ზედიზედ რამდენიმე დღე მწვანილეული ჭამოს, მერე უცებ სახამებლის შემცველ პროდუქტებს მიეძალოს - კარტოფილს, მაკარონს... ზოგჯერ სადილად მხოლოდ სტაფილოს შეჭამს, თანაც ოთხჯერ მეტს, ვიდრე ეკუთვნის, თანაც არც ღებინება შეაწუხებს, არც ფაღარათი და არც მუცლის ტკივილი.



გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 17-01-2019
ia
gamarjobat erti kveba anu ertichama ramdens unda sheadgendes 200 an 300 grami ?
რეკომენდებული პროდუქტები
ხელს უწყობს ძლიერი ორგანიზმის ჩამოყალიბებას.30პასტილი
ფასი: 29.9
გლუკოზის მეტაბოლიზმის ხელშეწყისთვის-60 აბი
ფასი: 25.2
ანთების დროს ტკივილის შესამცირებლად-30აბი
ფასი: 43.9
რეკონვალესცენციის პერიოდში-14აბი
ფასი: 38.6
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
კატეგორიის სხვა სტატიები
პრობიოტიკური თვისებების კუთხით, თხის რძე ძალიან ჰგავს დედის რძეს. მას შეუძლია პატარა ბავშვებში კუჭ-ნაწლავის
მეცნიერთა საეთაშორისო ჯგუფმა დაამტკიცა, რომ დედის რძე მთელი ცხოვრება იცავს ადამიანს
სტატისტიკის თანახმად, ყოველ მეხუთე ბავშვს ჭარბი წონა აქვს და ყოველ მეოცეს სიმსუქნე აღენიშნება. ამის მიზეზი
მედიცინის დოქტორმა, პედიატრმა თამარ ობგაიძემ პაციენტთა მშობლების დასახმარებლად - სამედიცინო საკითხებში მათი უკეთ გათვითცნობიერების მიზნით,
გარეთ ცივა, ზოგი აცემინებს, ზოგი ახველებს. დროა, ვიფიქროთ საკვებით იმუნიტეტის გაძლიერებაზე.
საახალწლო სუფრა სავსეა სურსათ-სანოვაგით და ტკბილეულით, ლიმონათითა და ხილით. ასეთ დროს
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად