ჩვილის მენიუ 7-8 თვის ასაკში - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

ჩვილის მენიუ 7-8 თვის ასაკში

ჩვილის მენიუ 7-8 თვის ასაკში

7 თვის ბავშვმა საკვები დღეში ხუთჯერ უნდა მიიღოს, ყოველ ოთხ საათში ერთხელ. ხელოვნურ კვებაზე მყოფ პატარას უნდა მივცეთ ხორცის ნახარშზე მომზადებული ბოსტნეულის სუპი ან პიურე, თავდაპირველად - დღეში არა უმეტეს 50 მლ-ისა, და თეთრი პურის ორცხობილა. ბულიონის დღიური ულუფა თანდათან 200 მლ-მდე უნდა გავზარდოთ. ბუნებრივ კვებაზე მყოფი ჩვილისთვის ხორცის ბულიონისა თუ სხვა დამატებითი საკვების მიცემის თაობაზე მოეთათბირეთ პირად პედიატრს. ხორცი ნაკლებად ცხიმიანი უნდა შევარჩიოთ - ხბოსი, წიწილისა. მოხარშვამდე წიწილას კანი უნდა მოვაშოროთ.

და კიდევ: უმჯობესია, პატარას უმთავრესად წიწილის მკერდის ხორცი მივცეთ.

გთავაზობთ ხორცის ბულიონზე მომზადებული ბოსტნეულის სუპის რამდენიმე რეცეპტს.


კარტოფილის პიურე ძვლის ბულიონზე
საჭიროა:

  • 200 გ საქონლის ლულოვანი ძვალი;
  • თითო ღერი ოხრახუში, კამა, ნიახური, მწვანე ხახვი;
  • 1 ჩაის კოვზი მარილის ხსნარი.

კარგად გარეცხილი ძვალი ჩადეთ ქვაბში, დაასხით წყალი და შემოდგით ცეცხლზე. რომ წამოდუღდება, ნახარში გადაღვარეთ, ძვალი გამდინარე წყლით გარეცხეთ, ქაფი

მოაშორეთ და ქვაბში ჩააბრუნეთ. დაასხით 1 ლ ადუღებული წყალი, ჩაამატეთ ოხრახუში, ნიახური, კამა, მწვანე ხახვი და 1 საათი ხარშეთ. თუ დაიშრო, დროდადრო ჩაამატეთ ადუღებული წყალი. შემდეგ ნახარში დოლბანდში ან სპეციალურ საწურში გადაწურეთ და დაასხით გარეცხილ, დაჭრილ კარტოფილს. ხარშეთ კარტოფილის დარბილებამდე, დაახლოებით 25-30 წუთი. მოხარშული კარტოფილი გადაიღეთ ბლენდერში, დაამატეთ 180 მლ რძე, მარილის ხსნარი და ათქვიფეთ. გადაიღეთ თეფშზე და შეაზავეთ 5გ კარაქით.


კარტოფილის პიურე ქათმის ხორცით
საჭიროა:

  • 100 გ ქათმის თეთრი ხორცი;
  • 200 გ კარტოფილი;
  • თითო ღერი კამა და მწვანე ხახვი;
  • 50 მლ რძე;
  • 5 გ კარაქი.

ჩადეთ ქვაბში ქათმის თეთრი ხორცი, ჩაამატეთ კამა და მწვანე ხახვი, დაასხით 1 ლ წყალი და ხარშეთ. ხორცი რომ მოიხარშება, დაამატეთ კარტოფილი, ადუღეთ კიდევ 25-30 წუთი, დაუმატეთ მარილის ხსნარი. მოხარშული ხორცი და კარტოფილი გათქვიფეთ ბლენდერში, გადმოიღეთ თეფშზე და დაუმატეთ კარაქი.


ბოსტნეულის პიურე ღვიძლით
საჭიროა:

  • 50 გ ქათმის ღვიძლი;
  • 100 გ კარტოფილი;
  • 100 გ სტაფილო;
  • თითო ღერი ოხრახუში, კამა, მწვანე ხახვი;
  • 3 მლ მარილის ხსნარი;
  • 5 გ კარაქი.

ღვიძლი კარგად გარეცხეთ გამდინარე წყლით, დაასხით წყალი და ხარშეთ, სანამ ფერს შეიცვლის და დარბილდება. თუ ხარშვის დროს ბულიონი დააშრა, შეგიძლიათ დროდადრო ადუღებული წყალი ჩაამატოთ. ცალკე ქვაბში მოათავსეთ დაჭრილი კარტოფილი, სტაფილო, ოხრახუში, კამა, მწვანე ხახვი, დაასხით ცივი წყალი და ხარშეთ 25-30 წუთი. სტაფილო რომ დარბილდება, კარტოფილსა და ღვიძლთან ერთად გადაიღეთ ბლენდერში, დაამატეთ ცოტაოდენი ბულიონი, მარილის ხსნარი და ათქვიფეთ. გადაიღეთ თეფშზე და შეკაზმეთ კარაქით. ბოსტნეულის პიურესთან ერთად ბლენდერში შეგიძლიათ ათქვიფოთ 10-20 გ თეთრი პურის ორცხობილაც. გირჩევთ, კერძი უშუალოდ ჭამის წინ მოამზადოთ. თუ დედა სამსახურში მიდის და ბავშვს მომზადებული კერძი უნდა დაუტოვოს, მიცემამდე 5 წუთი წამოადუღეთ, გააგრილეთ და ასე გაუმასპინძლდით პატარას. თუ გზას ადგახართ, მზა პიურე წაიღეთ სპეციალური თერმოსით, რომელიც სითბოს 2 საათი ინარჩუნებს. 8 თვიდან პატარას ვაძლევთ ხორცის ნახარშზე მომზადებულ ბოსტნეულის სუპ-პიურეს ხორცის ფარშით. ფარშისთვის გამოიყენეთ ახალგაზრდა ძროხის მჭლე ან ხბოს ახალი, გაუყინავი ხორცი. გარეცხილი, გასუფთავებული ხორცი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაამატეთ ბრინჯი, სველი ხელით მოაგუნდავეთ და მოხარშეთ მომინანქრებულ ჭურჭელში. პირველი ნახარში რომ წამოდუღდება, გადაღვარეთ, ხორცის გუნდას დაასხით ცხელი ადუღებული წყალი და განაგრძეთ ხარშვა. დროდადრო გასინჯეთ და როდესაც ხორცი მოიხარშება, ბულიონითურთ გადაიღეთ მეორე ქვაბში, რომელშიც მოთავსებული იქნება 1 საშუალო ზომის კარტოფილი და სტაფილო, თითო ღერი ოხრახუში, კამა, ნიახური და მწვანე ხახვი. დაამატეთ ჩაის კოვზით მარილის ხსნარი და ხარშეთ კიდევ 25-30 წუთი. ამის შემდეგ ხორცის ფარში, კარტოფილი, სტაფილო, წინა დღის თეთრი, გამომშრალი პურის ან ორცხობილას ნაჭერი მოათავსეთ ბლენდერში და დაასხით იმდენი ბულიონი, რომ ულუფა დაახლოებით 200 მლ გამოვიდეს. კერძი პატარას კოვზით მიეცით. იმავე წესით მზადდება ბოსტნეულის სუპ-პიურე ქათმის (წიწილის) თეთრი ხორცით.


გაითვალისწინეთ: ერთი ულუფა არ უნდა აღემატებოდეს 200 მლ-ს - ჩვილის კუჭს ამაზე მეტის მონელება გაუძნელდება. გარდა ამისა, ჩვილის ფერმენტული აქტივობაც არ არის სრულყოფილი, რითაც აიხსნება ზედმეტი საკვების მიღების შემდეგ შებერვა, აირების დაგროვება და დისკომფორტი. ამ ასაკში პატარას კბილების ამოჭრა ეწყება, ამიტომ ეცადეთ, საკვები მეტისმეტად არ დააქუცმაცოთ - დაე პატარა ღეჭვას მიეჩვიოს.

 

 

გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 14-12-2020
სალომე
ესეთი არაპროფესიონალური რეკომენდაცია ესეთ პოპულარულ და სანდო საიტზე ყოველგვარად დაუშვებელია.ესე რომ ვინმემ 7თვის ჩვილი გამოკვებოს აუცილებლად შეუქმნის ბავშვს ჯანმრთელობის უამრავ პრობლემას.სად პოულობთ ესეთ კატასტროფა ,არაკვალიფიციურ ექიმებს ?!!!!!
თარიღი : 13-11-2020
თამარი
როგორ შეიძლება მარილის ხსნარი 7 თვის ბავშვისთვის.
თარიღი : 12-10-2020
ანა
უსაშინლესი რეკომენდაცია რაც კი მინახავს..ეს რა არის 7ბთვის ბავშვს ხორცის ნახარში როფორ შეიკება, ან სუპი..ზედმეტი სითხე რო ბავშვის ორგანიზმისთვის არარის სასურველი და თირკმელებს უტვირთავს ეგ როგორ არნუნდა იცოდეთ და მარილის ხსნარი..იმის ნაცვალდ რომ დაწეროთ მარილი არარისნკარგი..1993 წლიდან რომ ხართ პედიატრი და საბჭოთა მეთოდები გაქვთ ამიტომ არის ასეთი საშინელი რეკომენდაცია..იემდია ბევრი არ წაიკითხავს და არ გამოკვებავს ბავშვს ასე..ეს არისნსრულიად არაჯანსაღი რჩევა..7 თვის ბავშვზე თან ..
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
ძუძუთი კვება ბავშვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის საფუძველია. მაგრამ ზოგჯერ დედას რძე არ აქვს.
პრობიოტიკური თვისებების კუთხით, თხის რძე ძალიან ჰგავს დედის რძეს. მას შეუძლია პატარა ბავშვებში კუჭ-ნაწლავის
მეცნიერთა საეთაშორისო ჯგუფმა დაამტკიცა, რომ დედის რძე მთელი ცხოვრება იცავს ადამიანს
სტატისტიკის თანახმად, ყოველ მეხუთე ბავშვს ჭარბი წონა აქვს და ყოველ მეოცეს სიმსუქნე აღენიშნება. ამის მიზეზი
მედიცინის დოქტორმა, პედიატრმა თამარ ობგაიძემ პაციენტთა მშობლების დასახმარებლად - სამედიცინო საკითხებში მათი უკეთ გათვითცნობიერების მიზნით,
გარეთ ცივა, ზოგი აცემინებს, ზოგი ახველებს. დროა, ვიფიქროთ საკვებით იმუნიტეტის გაძლიერებაზე.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად