უვნებელია თუ არა ხილ-ბოსტნეული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უვნებელია თუ არა ხილ-ბოსტნეული

- სხვადასხვა გზით. მაგალითად, ხილის, კენკრის, ბოსტნეულის მოყვანისას ნიადაგს ანოყიერებენ ნაკელით, რომელიც გაჯერებულია მავნე მიკროორგანიზმებით - ნაწლავის ჩხირით, სალმონელებით, ლისტერიებით... ყოველი მათგანი საშიში ნაწლავური ინფექციური დაავადების გამომწვევია. ნაკელიდან და ნიადაგიდან ეს ბაქტერიები ხილსა და ბოსტნეულზე ხვდება. გასაყიდად გატანილი ხილი და ბოსტნეული მალე რომ არ გაფუჭდეს და ლამაზი იერსახე შეინარჩუნოს, მას ფარავენ სპეციალური ნივთიერებით (სითხის ფენით), რომელზეც ადვილად სახლდებიან ბაქტერიები. საკმარისია ნაყოფს კანი დაუზიანდეს, რომ ეს ბაქტერიები რბილობში შეიჭრებიან. მიკრობები შესაძლოა გაავრცელოს გამყიდველმაც, რომელიც არ იცავს პირად ჰიგიენას, ხშირად არ ან ვერ იბანს ხელებს.

- რომელი საშიში მიკრობებით აინფიცირებს ორგანიზმს ხილ-ბოსტნეული?

- უპირველეს ყოვლისა, სალმონელოზით.

სალმონელოზი

სალმონელოზი მიმდინარეობს ისევე, როგორც ნაწლავური ინფექციების უმრავლესობა - ბავშვს აწუხებს გულისრევის შეგრძნება, აქვს პირღებინება, ფაღარათი და მაღალი სიცხე. დაავადების გამომწვევი ბაქტერიები - სალმონელები - დიდხანს ცოცხლობენ: სასმელ წყალში ისინი 11-დან 120 დღემდე ძლებენ, ნიადაგში - 30-დან 320 დღემდე, ოთახის მტვერში - 80-დან 547 დღემდე. თუ ავადმყოფს აღებინა, იატაკი, ხალიჩა, ნივთები, რომლებიც დაბინძურდა, გულმოდგინედ უნდა გასუფთავდეს და დამუშავდეს. სალმონელებს ხოცავს დუღილი და დეზინფექცია.

შიგელოზი

მძიმე დაავადებაა დიზენტერია, რომელსაც შიგელა იწვევს. მსოფლიოში ამ დაავადებით ყოველწლიურად 500 ათასი ბავშვი იღუპება. შიგელა გადაეცემა არა მხოლოდ ხილისა და ბოსტნეულის, არამედ ჭუჭყიანი ხელების საშუალებითაც (მაშასადამე, დასნებოვნება მოსალოდნელია, თუ ჭუჭყიანი ხელებით მიირთმევთ თუნდაც კარგად გარეცხილ ხილსა და ბოსტნეულს!). შიგელები დიდხანს ძლებენ ნიადაგსა და წყალში. ინფიცირებისთვის საკმარისია, ხილი გაირეცხოს დაბინძურებული წყლით. შიგელა მგრძნობიარეა ფიზიკურ-ქიმიური ფაქტორების მიმართ და სწრაფად იღუპება ულტრაიისფერი გამოსხივების ან სადეზინფექციო საშუალებების ზემოქმედებით.

ეშერიხიოზი

დაავადებას იწვევს ბაქტერია ეშერიხია კოლის (E. ცოლი) პათოლოგიური შტამები, რომლებიც მძიმე გართულებებს იწვევს თირკმელების, გულისა და ნერვული სისტემის მხრივ. ეშერიხია გამძლეა მჟავასა და დაბალი ტემპერატურის მიმართ, მაგრამ მგრძნობიარეა და ადვილად იღუპება ეფექტური სადეზინფექციო საშუალებების ზემოქმედებით.

ბოტულიზმი

ბოტულიზმი მიეკუთვნება მძიმე კვებითი ინტოქსიკაციების რიცხვს. დაავადების გამომწვევი მიკრობი, ბოტულინის ჩხირი, გამოყოფს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შხამს - ბოტულოტოქსინს. ბოტულიზმს ყველაზე ხშირად შინ დამზადებული კონსერვები იწვევს. ხანგრძლივი შენახვა და გაყინვა ბოტულინის ჩხირის ტოქსინის აქტიურობას ვერაფერს აკლებს. ტოქსინი მხოლოდ 15-წუთიანი დუღილის შედეგად იშლება.

ვირუსული ჰეპატიტი

გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც თან ახლავს გულისრევის შეგრძნება, პირღებინება, ტემპერატურის მომატება. დაავადების გამომწვევია ვირუსი, რომელიც საკმაოდ გამძლეა დაბალი ტემპერატურის მიმართ, ხოლო დუღილის შედეგად 5 წუთში კვდება. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარები იოლად ანეიტრალებს ამ ვირუსს.

- როგორ მოვიქცეთ, რომ ხილი და ბოსტნეული მხოლოდ ვიტამინების წყაროდ გვექცეს და არა ნაწლავური დაავადების მიზეზად?

- უმი ხილი, ბოსტნეული, ახალგამოწურული წვენები ნამდვილად ვიტამინების წყაროა. იმისთვის, რომ მათ მხოლოდ სარგებლობა მოგიტანონ, საჭიროა, დაიცვათ ელემენტარული წესები:

  • გულმოდგინედ, გამდინარე სუფთა წყლით გარეცხოთ ხილი და ბოსტნეული და შემდეგ გადაავლოთ მდუღარე წყალი.
  • ნუ შეიძენთ ქერქდაზიანებულ და დაჭრილ ხილსა თუ ბოსტნულს - მათში ბაქტერიები სწრაფად მრავლდება. ენდეთ თქვენს ინტუიციას და ნუ გააჭრევინებთ გამყიდველს საზამთროსა თუ ნესვს - გარდა იმისა, რომ დაბინძურებული გარეკანიდან ინფექციამ შესაძლოა რბილობშიც შეაღწიოს, ვერავინ მოგცემთ დანის სისუფთავის გარანტიას.
  • დიდხანს ნუ შეინახავთ ხილსა და ბოსტნეულს, თუნდაც მაცივარში. ასეთ მკაცრ პირობებშიც კი ბაქტერიები კარგად გრძნობენ თავს. მით უფრო - თუ პროდუქტი უკვე გაჭრილია ან დიდხანს მაგიდაზე გაჩერების შემდეგ აბრუნებთ მაცივარში.
  • თუ ხილი ან ბოსტნეული მაცივარშიც გაფუჭდა (ფერი, სუნი შეეცვალა), ნუ შეჭამთ, გადაყარეთ.
  • ყურადღება მიაქციეთ ხილისა და ბოსტნეულის დასაჭრელი დანის, მაგიდის, თვით მაცივრის სისუფთავეს. ხშირად დაალაგეთ, გარეცხეთ სადეზინფექციო საშუალებებით - მხოლოდ წყალი ბაქტერიებს ვერ მოერევა. ხშირად გარეცხეთ ნაგვის ვედრო - ის ბაქტერიების ბუდეა.
  • ინფექციის გადამტანები და გამავრცელებლები არიან ბუზები, ტარაკნები და სხვა მწერები. დაიცავით მათგან ჭურჭელი, საკვები, ბავშვის სათამაშოები...
  • თუ ოჯახის რომელიმე წევრს ნაწლავური ინფექცია დაემართა, გამოუყავით ჭურჭელი და რეცხეთ ცალკე, სხვა ჭურჭელს არ შეურიოთ.
  • ყოველთვის დაიბანეთ ხელები საპნით ტუალეტით სარგებლობის შემდეგ, შინ დაბრუნებისას, კერძის მომზადების წინ.
  • პატარაობიდანვე მიაჩვიეთ შვილები სისუფთავეს, პირადი ჰიგიენის დაცვას. ტყუილად კი არ ეძახიან ექიმები მწვავე ნაწლავურ ინფექციებს ჭუჭყიანი ხელების დაავადებას!

- როგორ გამოვიყენოთ სადეზინფექციო ხსნარი, რომ უნებლიეთ არ მოვიწამლოთ?

- სადეზინფექციო ხსნარები სპობენ ყველა ჩვენთვის ცნობილ მიკრობს, მაგრამ მათი გამოყენების შემდეგ ჭურჭელი თუ სხვა საგნები გამდინარე, სუფთა წყლით კარგად უნდა გაირეცხოს, რომ მათზე ქიმიური ნივთიერება არ დარჩეს. ამის შემდეგ კარგად უნდა გაამშრალოთ და ისე შეინახოთ ჰერმეტულად დახურულ კარადაში. თვით კარადებიც თვეში ერთხელ უნდა დასუფთავდეს ასეთი ხსნარით, რომ ბაქტერიებს გამრავლების საშუალება არ მიეცეს. ასეთივე წესით უნდა დამუშავდეს მაცივრის სათავსები, მით უფრო - თუ ისინი გაფუჭებული (დამპალი) ხილით თუ ბოსტნეულით დაბინძურდა. დაიცავით სისუფთავე და უშიშრად მიირთვით ხილი და ბოსტნეული!