ჭარხალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჭარხალი

საიდან მოვიდა ჩვენამდე?

ჭარხლის მოყვანა ადამიანმა რამდენიმე ათასი წლის წინათ დაიწყო. აზიაში მის მხოლოდ ფოთლებს მიირთმევდნენ, ფესვს კი სამკურნალოდ იყენებდნენ. ძირხვენებს პირველად არაბებმა გაუსინჯეს გემო, მერე კი ინდოელებმა. ინდოეთიდან შეიტანეს ეს კულტურა საბერძნეთსა და რომში, იქიდან კი, სავარაუდოდ, ჩვენში გავრცელდა. ჭარხალს მიირთმევენ უმს, მოხარშულს, შემწვარს. XX საუკუნეში ამ ბოსტნეულსა და მის წვენს ძალზე დადებითი შეფასება მისცეს ექიმებმა და დიეტოლოგებმა.

სასარგებლო თვისებები

არცთუ ისე დიდი ხნის წინ ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ახალგამოწურული უმი ჭარხლის წვენი დადებით გავლენას ახდენს რძემჟავას ცვლაზე და ხელს უშლის სიმსივნეების წარმოშობას. სხვა ძირხვენებს ჭარხალი სამკურნალო-დიეტური თვისებებით სჯობნის. მასში უხვად არის გულის მუშაობისა და სისხლის მჟავატუტოვანი წონასწორობისთვის აუცილებელი კალციუმი და კალიუმი, ამინმჟავების, რკინისა და თუთიის შემცველობით კი მას ვერც ერთი სხვა ბოსტნეული ვერ შეედრება. კალიუმთან ერთად ჭარხალი ორგანული ქლორის წყაროც არის - ამ ნივთიერების წყალობით იწმინდება ორგანიზმი წიდისგან. ჭარხალში ბევრია კობალტი, რომელზეც არის დამოკიდებული ვიტამინ ბ12-ის სინთეზი, ასევე - საპონინები, რომლებიც ქოლესტერინს ნაწლავებში ბოჭავს, ამიტომ ყოველდღიურ მენიუში ჭარხლის ჩართვა განსაკუთრებით იმ ადამიანებს სჭირდებათ, რომელთაც მომატებული აქვთ ქოლესტერინი. ჭარხალი მდიდარია იოდით, რომელიც საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციობისთვის, მეხსიერებისთვის, ორგანიზმის ცხოველმყოფელობისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იგი ორსულებისთვის, მეძუძური დედებისა და ბავშვებისთვის. ჭარხალში ასევე ბევრია ფოლიუმის მჟავა, რომელიც სისხლის წარმოქმნის პროცესში მონაწილეობს. ამ სასარგებლო ნივთიერებებითა და ვიტამინებით მდიდარია როგორც ჭარხლის ფესვი (ძირხვენა), ასევე ფოთლები, ხოლო ცილები (ამინმჟავები) და მინერალური ნივთიერებები ფოთლებში 2-3-ჯერ უფრო მეტია. ეს ბოსტნეული ერთნაირად სასარგებლოა როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილთათვისაც.

გადავინაცვლოთ სამზარეულოში

ჭარხლისგან პატარას შეგიძლიათ მოუმზადოთ წვნიანიც, სალათაც, ოღონდ აუცილებლად მოხარშული მიეცით. გთავაზობთ ზრდის ელექსირის რეცეპტს, რომელიც უმი ჭარხლის წვენისგან მზადდება:

  • 100 მლ უმი ჭარხლის წვენს დაუმატეთ 100 მლ ცივი, ანადუღარი ან პასტერიზებული რძე. მიეცით მოზარდს 10 დღის განმავლობაში 3 თვე ზედიზედ, შემდეგ 6 თვე დაასვენეთ და 3-თვიანი კურსი კიდევ ერთხელ გაიმეორეთ.

თუ უმი ჭარხალი გულისრევას, კუჭის აშლილობას, მუცლის შებერვას იწვევს, შეიძლება ამგვარად მიიღოთ:

  • 6 კგ უმ, გარეცხილ, მრგვალად დაჭრილ ჭარხალს დაასხით 5 ლ ცივი წყალი, ადუღეთ და ხარშეთ, ვიდრე წყალი 1 ლ-მდე არ დაიკლებს. გადაწურეთ, გააცივეთ და მაცივარში შედგით. ყოველ დილით, უზმოზე, მიიღეთ 100 მლ ნახარში და დააყოლეთ 100 მლ ცივი რძე. სვით 10 დღის განმავლობაში ან 3 თვე ზედიზედ. გაიმეორეთ 6 თვის შემდეგ.

გაითვალისწინეთ: ჭარხლის წვენი მძიმე დასალევია, ამიტომ მასთან ერთად შეიძლება მივიღოთ რომელიმე ხილის წვენი, რომელიც ინდივიდუალურად შეირჩევა. კარგია ჭარხლისა და სტაფილოს წვენის კომბინაცია სხვა აუცილებელ დანამატებთან ერთად. ასეთი კოქტეილი დადებითად მოქმედებს ორგანიზმის ზრდა-განვითარებაზე. ოღონდ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში გულდასმით უნდა შევარჩიოთ დრო, რათა კურსი დაემთხვეს ბავშვის ზრდის ბიოლოგიურ რიტმს.