რით გავუმასპინძლდეთ ალერგიულ ბავშვს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

რით გავუმასპინძლდეთ ალერგიულ ბავშვს

რით გავუმასპინძლდეთ ალერგიულ ბავშვს

 ალერგია და დედის კვება კვებითი ალერგიის ერთ-ერთი უსიამოვნო მხარე ის არის, რომ შეიძლება, პრაქტიკულად ნებისმიერმა პროდუქტმა გამოიწვიოს. მაშ, როგორ მოვიქცეთ? აი, რას გვირჩევენ დიეტოლოგები: კვებითი ალერგიის დროს საცდელი დიეტა, ჩვეულებრივ, ორი თვით ინიშნება, ორი თვის შემდეგ კი რეკომენდაციები სულ უფრო და უფრო მსუბუქდება.

 ახალშობილებისთვის, ისევე როგორც მოზრდილებისთვის, დიეტა მეტად ინდივიდუალურია, თუმცა მაინც შეიძლება საუბარი ზოგიერთ პროდუქტზე, რომლებიც ალერგიულებისთვის რეკომენდებული არ არის. არსებობს აგრეთვე იმ ალტერნატიული პროდუქტების ჩამონათვალი, რომლებიც ასეთ დროს დიდი სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ. ახალშობილისთვის დედის რძე რომ შეუცვლელია, ამაზე საუბრით

თავს არ შეგაწყენთ, მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ეს ალერგიულ ბავშვებს უფრო მეტად ეხება, ვიდრე ჯანმრთელებს. კვებითი ალერგიის ერთ-ერთ მიზეზად თანამედროვე ექიმები - არც მეტი, არც ნაკლები - დედის არასწორ რაციონს ასახელებენ. ისიც სათქმელია, რომ მრავალი ალერგენი იოლად გადადის დედის რძეში, ამიტომ მეძუძურმა დედამ თავი უნდა შეიკავოს
ალერგენული საკვების მიღებისგან. ასეთია არა მარტო ეგზოტიკური პროდუქტი (ანანასი, კრევეტები და ა.შ.), არამედ ძროხის რძეც, რომელმაც ახალშობილს შესაძლოა ნაწლავური კოლიკა და გამონაყარი გაუჩინოს.
რა უნდა ამოვიღოთ მეძუძური დედის რაციონიდან:

  • შოკოლადი, კაკაო, დაკონსერვებული და შებოლილი საკვები, სანელებლები;
  • თუ გამოკვლევებმა დედის სისხლში სპეციფიკური ალერგენი გამოავლინა, აუცილებელია მენიუდან მისი გამორციხვა და სხვა პროდუქტით შეცვლა. მაგალითად, ძროხის რძის მაგივრად შეიძლება გამოყენებულ იქნეს რძემჟავა ნაწარმი;
  • უალკოჰოლო გაზიანი სასმელები (კოკა-კოლა, პეპსი-კოლა, ფანტა და ა.შ.).

რა სჭირდება ჩვილს
თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა, ალერგიის ნიშნების გაჩენისთანავე მას კვების განსაკუთრებული რეჟიმი და საკვები უნდა შევურჩიოთ.
ძროხის რძის მიმართ ალერგიის შემთხვევაში ბავშვი უნდა გადავიყვანოთ ურძეო დიეტაზე. თუ ალერგია სუსტად არის გამოხატული, უნდა გამოვრიცხოთ რძე, რძის ნარევები და ხაჭო. ასეთი ბავშვი გადაჰყავთ ადაპტირებულ რძემჟავა აციდოფილურ (ბიფილინი) ან ჰიპოალერგიულ ნარევებზე. მეშვიდე თვიდან ბავშვს უკვე შეიძლება მიეცეს არაადაპტირებული რძემჟავა პროდუქტები: მაწონი, კეფირი, ბიოკეფირი, აციდოფილური ნარევები, აგრეთვე - ძროხის რძის მშრალი პროდუქტები ან სპეციალური წესით დამზადებული ნარევები. ეს ნარევები შეიცავს ბიფიდობაქტერიებს ან აციდოფილურ ჩხირს. ძროხის რძის მიმართ ალერგიის შემთხვევაში, რომელიც ბავშვების 15-20%-ს აღენიშნება, შეიძლება დაინიშნოს სოიის ცილაზე დამზადებული სპეციალიზებული ადაპტირებული საკვები, რომელიც არ შეიცავს რძის ცილასა და ლაქტოზას. შედეგი, ჩვეულებრივ, 3-4 კვირის შემდეგ ვლინდება. ბავშვისთვის საუკეთესო ნარევის შერჩევაში, რასაკვირველია, მკურნალი ექიმი დაგეხმარებათ.

სასარგებლო რჩევები
ნუ იჩქარებთ ალერგიული ბავშვებისთვისGდამატებითი საკვების მიცემას. ყოველი ახალი პროდუქტი მიეცით ფრთხილად - წვეთწვეთობით ან მარცვალ-მარცვალ. აკრძალულია ციტრუსების, სტაფილოს, ბროწეულის, პამიდვრის, ყურძნის წვენი. ბოსტნეული და ფაფა მხოლოდ წყალზე მოამზადეთ და ნაღების კარაქით შეაზავეთ. ალერგიულ ბავშვებს ერთ წლამდე ნუ მისცემთ კვერცხს, თევზს, ასევე - საქონლის, ქათმისა და თევზის ბულიონს, ორ წლამდე კი - ძროხის რძეს. ხორცის ბულიონი შეგიძლიათ ბოსტნეულის ნახარშით შეცვალოთ, საქონლისა და ქათმის ხორცის ნაცვლად მისცეთ კურდღლის ან ინდაურის ხორცი. კვებითი ალერგიის გამწვავების პერიოდში ერიდეთ ყოველგვარ საკვებ ნარევს, რომელიც ალერგიული ბავშვებისთვის არ არის განკუთვნილი.
თუ პაწიას ბოსტნეულის პიურეს თვითონ უმზადებთ, გირჩევთ, წინასწარ წვრილად დაჭრილ ბოსტნეულს დაასხათ ცივი წყალი და 12 საათის განმავლობაში გააჩეროთ. ასევე მოამზადეთ ბურღულის ფაფები. ექსტრაქტული ნივთიერებების გამოსადევნად ხორცს დაასხით ცივი წყალი და ხარშეთ 30 წუთის განმავლობაში, ნახარში გადაღვარეთ, ხორცს კი ხელახლა დაასხით ცხელი წყალი და ბოლომდე მოხარშეთ. მომზადების ასეთი წესი ამცირებს ბავშვებში ალერგიული რეაქციების გამოვლენის ალბათობას. 

აი, უკვე დიდი ვარ!
შედარებით მოზრდილ ასაკში ალერგიულ ბავშვებს შეიძლება უსაფრთხო და სრულფასოვანი რაციონი შევუდგინოთ, თუ ზუსტად ვიცით, რომელი საკვები ვნებს მათ. თუ ბავშვი დაბადებიდანვე ალერგიულია, უნდა შეიზღუდოს მეტისმეტად მარილიანი, ცხარე, სანელებლებიანი და ტკბილი საკვები. ერიდეთ აგრეთვე ისეთ სურსათს, რომელიც შეიცავს კვებით დანამატებსა და საღებავს. არასასურველია შოკოლადი, კაკაო, კონსერვირებული და შებოლილი პროდუქტებიც.
ბავშვს მიეცით რაც შეიძლება მეტი ისეთი ხილი და ბოსტნეული, რომელზეც მას ალერგია არ აქვს. მენიუ გაამდიდრეთ უმარილო ყველითა და მაწვნით. ცხოველური ცხიმები შეცვალეთ მცენარეულით. თუ ბავშვს ქათმის კვერცხზე აქვს ალერგია, სასურველია, მის ნაცვლად მწყრისა მისცეთ. მწყრის კვერცხის საშუალებით შესაძლებელია ორგანიზმში ფოსფორის დეფიციტის შევსებაც. ცნობილია, რომ ფოსფორი გონებრივ განვითარებას ასტიმულირებს, ამიტომ იაპონიის სკოლებში  მოსწავლეებს თურმე მეცადინეობის დაწყების წინ აუცილებლად აძლევენ ორ ცალ მწყრის კვერცხს. კარგი იქნებოდა, ეს მეთოდი ჩვენს სკოლებშიც დაენერგათ, მანამდე კი იქნებ თქვენ თვითონ შეუწყოთ ხელი ბავშვებს და ყოველ დილით, სკოლაში წასვლის წინ, მწყრის კვერცხით ასაუზმოთ.
ალერგიული ბავშვის რაციონიდან ოცამდე დასახელების საკვებია ამოღებული. სრულფასოვანი კვების პრაქტიკულად ერთადერთი ალტერნატივა სოიის პროდუქტებია: რძე, ყველი, ხაჭო, ფქვილი და სხვა. ისინი უხვად შეიცავს ცილას, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს მზარდი ორგანიზმის ნორმალური განვითარებისთვის.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
კატეგორიის სხვა სტატიები
პრობიოტიკური თვისებების კუთხით, თხის რძე ძალიან ჰგავს დედის რძეს. მას შეუძლია პატარა ბავშვებში კუჭ-ნაწლავის
მეცნიერთა საეთაშორისო ჯგუფმა დაამტკიცა, რომ დედის რძე მთელი ცხოვრება იცავს ადამიანს
სტატისტიკის თანახმად, ყოველ მეხუთე ბავშვს ჭარბი წონა აქვს და ყოველ მეოცეს სიმსუქნე აღენიშნება. ამის მიზეზი
მედიცინის დოქტორმა, პედიატრმა თამარ ობგაიძემ პაციენტთა მშობლების დასახმარებლად - სამედიცინო საკითხებში მათი უკეთ გათვითცნობიერების მიზნით,
გარეთ ცივა, ზოგი აცემინებს, ზოგი ახველებს. დროა, ვიფიქროთ საკვებით იმუნიტეტის გაძლიერებაზე.
საახალწლო სუფრა სავსეა სურსათ-სანოვაგით და ტკბილეულით, ლიმონათითა და ხილით. ასეთ დროს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად